ამირან გამყრელიძე: „კონკრეტულად ვერ გეტყვით რა შეიძლება გაიხსნას და რა არა“

„მიმ­დი­ნა­რე კვი­რის ბო­ლოს გა­და­წყდე­ბა, შემ­სუ­ბუქ­დე­ბა თუ არა მთავ­რო­ბის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი”, – ამის შესახებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის მარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით უფრო რა­დი­კა­ლუ­რია, თუმ­ცა, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო სა­ბო­ლო­ოდ, ბა­ლან­სი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს.

„მე ახლა კონ­კრე­ტუ­ლად ვერ გე­ტყვით რა შე­იძ­ლე­ბა გა­იხ­სნას და რა არა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი ამ თვალ­საზ­რი­სით უფრო რა­დი­კა­ლუ­რი ვართ, მაგ­რამ სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო იღებს ბა­ლან­სი­რე­ბულ, შე­ჯე­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რად­გან გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა ბა­ლან­სი­რე­ბუ­ლი“, – გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

გიორგი საკარული