ამერიკული ავიაციის დაბომბვას სირიაში 52 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა
სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამისტური სახელმწიფოს” წინააღდეგ მებრძოლი კოალიციის მორიგ საჰაერო დაბომბვას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, 52 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული განცხადება, დამიანთა უფლებების დამცავი ობსერვატორიის მეთაურმა რამი აბდელ რახმანმა გააკეთა, რომლის სიტყვების ციტირებას ირანული ტელეკანალი ,,Press “-ი აკეთებს. მისი თქმით, ავიადარტყმები კოალიციის ავიაციამ 1 მაიის დილით, ალეპოს მახლობლად მდებარე სოფელ ბირმალის თავზე განახორციელა. ,,დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის შვიდი ბავშვია, რამოდენიმე ათეული ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი, რომელთა ადგილმდებარეობის დადგენა გვიჭირს. უმისამართო საჰაერო დარტყმებს უამრავი ოჯახის უბედურება ახლავს თან ” – აცხადებს უფლებადამცველი. 2014 წლის აგვისტოში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ერაყის ტერიტორიაზე დისლოცირებული ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამისტური სახელმწიფოს” წინააღდეგ სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. საჰაერო დარტყმების ზონაში სირიის ტერიტორიაც მოხვდა. 5 სექტემბრის უელსის ნატოს სამიტზე, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რადიკალური ტერორისტული ორგანიზაციის წინააღდეგ საბრძოლველად კოალიციის შემქნის გეგმა წარმოადგინა. ,,ისლამისტური სახელმწიფო”2006 წელს დაარსდა. 2014 წელს ტერორისტებმა ხელთ იგდეს ერაყისა და სირიის მნიშვნელოვანი ტეროტორიები და რადიკალი ისლამისტების ლიდერებმა, ხალიფატის დაბადების შესახებ მალევე ამცნეს მსოფლიო საზოგადოებას.