ამერიკა და ნატო მოსკოვს მოუწოდებს შეწყვიტოს სეპარატისტების დახმარება
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, აღმოსავლეთ უკრაინაში, ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულ, პრორუსულად განწყობილ მებრძოლებს, სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს და მორიუპოლის დაბომბვის შეწყვეტისაკენ მოუწოდებს. აღნიშნული განცხადება ალიანსის შეფმა, ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან, მარტინ სტროპნიცკთან შეხვედრის დროს გააკეთა. ,,აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები მას შემდეგ განახლდა, რაც პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა დონეცკი და დონეცკის ოლქი სრულად დაიკავეს. ამჟამად მიმდინარებს ქალაქ მორიუპოლზე შეტევა. სხვადასხვა ტიპის სარაკეტო დანადგარებიდან გასროლილმა ჭურვებმა 30 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ეს ფაქტობრივად მინსკის შეთანხმების უგულვეყოფაა და უარყოფით შედეგებს მოიტანს. ჩვენ უკანასკნელი პერიდოის მანძილზე აქტიურად ვაკვირდებით, რუსული არმიის გადააგდილებას უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან. მე მინდა რუსებს მოვუწოდო, შეწყვიტონ სეპარატისტების დაფინასება და მათთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება“ – განაცხადა სტოლტენბერგმა. უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერიც გამოეხმაურა და მორიუპოლის მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ამბოხებულებს დააკისრა. ქერიმ რათქმაუნდა არც მოსკოვი დატოვა უყურადღებოდ და მისი თქმით, იმ შემთვევაში, თუ კრემლი სეპარატისტებზე დახმარებას არ შეწყვეტს, ამერიკა რუსეთის ეკონომიკას მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს.