ალეკო ელისაშვილი: „ბოკერია და უგულავა პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ამიტომ ყველაფრის არევა უნდათ!“
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველ“ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით „ქართულ ოცნებასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობს.
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა Facebook-ის მიმართვაში ისაუბრა:
„ბოკერიას პარტია ამ შეხვედრებზე მარტო იმიტომ დადის, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და ყველაფერი აურიოს. საბოტაჟით არიან დაკავებულნი. რატომ, იცით? ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში, ამიტომ უნდა არიონ ყველაფერი. თავი მოეჭრა ერთს ზუგდიდში, მეორეს – ფოთში. ფოთში წავიდა ნიკო ნიკოლაძესავით ბოკერია და 6% აიღო. რა ეგონა, არ ვიცი. უნდათ, ყველაფერი ჩაშალონ და მე არ მინდა, ჩავშალო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ: მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2020 წლის 11 დეკემბერს გაიმართება.
ნენე ინჯგია