ნიკა ჩიტაძე: „უკრაინასა და დასავლეთში აცნობიერებენ, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად“
ნენე ინჯგია
19 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანება, რომლის თანახმადაც, სანქციები გავრცელდება ივანიშვილის გარემოცვასა და სხვა პირებზე. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სანქციები შეეხება: ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილსა და მის მეუღლე ქეთევან ხარაიძეს, ასევე უჩა მამაცაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილია და ტიტე მამაცაშვილს, რომელიც უჩა მამაცაშვილის შვილია.
გარდა ამისა, სანქციები შეეხება კიდევ არაერთ ადამიანს, რომელთა შორის არიან ქართული წარმომავლობის ბიზნესმენები:
- დავით იაკობაშვილი, რომლის კომპანია „პეტროკას ენერჯი გრუპი“ ფლობს ფოთის ნავთობტერმინალს, „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელს;
- რუსეთში მოქმედი ბიზნესმენი ალექსანდრე ჯაფარიძე, რომლის ქონებაც, „ფორბსის“ მონაცემებით, მილიარდ დოლარს აღწევს;
- სანქცირებულთა სიაში შედის ალექსანდრე ჯაფარიძის შვილი, გიორგი ჯაფარიძეც. ჯაფარიძეების ოჯახი რუსეთში ნავთობსაბურღ კომპანიას ფლობს, რომელიც ნავთობს, ძირითადად, „ლუკოილისთვის“ მოიპოვებს.
როგორც ცნობილია, სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის აკრძალვას, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას, ლიცენზიების გაუქმებასა და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს.
ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესება არის თუ არა იმის ნიშანი, რომ ახლა მთავარი სამიზნე სწორედ ის გახლვთ? რა გზავნილი იკითხება უკრაინის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში? რაზე მეტყველებს მმართველი გუნდის რეაქცია, მესიჯბოქსი აღნიშნული თემის შესახებ?
ამ თემებზე „ქრონიკა+“ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ნიკა, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა დაასანქცირა, _ რაზე მეტყველებს აღნიშნული გადაწყვეტილება?
_ რაც შეეხება გადაწყვეტილებას, აქ ნათლად არის მინიშნებული იმაზე, რომ საქართველოში არსებობს ელიტური კორუფცია. შეიძლება, ქვედა დონეზე კორუფცია არ არსებობს, ვთქვათ, საპატრულო პოლიციაში ან იუსტიციის სახლში ქრთამს არავინ არ მოგთხოვთ, მაგრამ რაც შეეხება ელიტურ კორუფციას, იგი ნამდვილად გვაქვს. ასევე აქ არის მინიშნება, რომ საქართველოში შესაძლებელია ადამიანმა აწარმოოს უკანონო ბიზნეს-საქმიანობა, კონკურენციის გარეშე მიიღოს კონკრეტული შემოსავალი ტენდერების მოგების გზით, თუ ეს ადამიანი დაახლოებულია უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან. ამიტომაც დასანქცირდა ამ ეტაპზე და, ჯერჯერობით, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა. ეს არის მინიშნება იმაზე, რომ თვითონ ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, მიზანშია ამოღებული, მაგრამ ასევე ფაქტია, რომ ის ადამიანები, რომლებიც დასანქცირდნენ, არიან ბიძინა ივანიშვილის მფარველობის ქვეშ და ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ არცთუ ისე წესიერი სამეწარმეო საქმიანობით მიიღეს საკუთარი შემოსავალი.
_ თქვენ აღნიშნეთ, რომ „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილია სამიზნე“. ის, რომ ამ ეტაპზე მისი სახელი და გვარი არ წერია სანქცირებულთა სიაში, ეს შეიძლება აღვიქვათ, როგორც ერთგვარი შანსი მისთვის, თუ ეს არის გაფრთხილება მისი მისამართით?
_ ორივეა. ბიძინა ივანიშვილს მიანიშნეს, რომ ამ შემთხვევაში მან უარი უნდა თქვას არაფორმალურ მმართველობაზე, ამავდროულად, ეძლევა შანსი და გაფრთხილება, რომ თუ ამ შანსს ივანიშვილი არ გამოიყენებს, შესაბამისად, ამ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, რომ უშუალოდ ივანიშვილი დასანქცირდეს. პირველ რიგში, მისი საერთაშორისო რეპუტაცია შეირყევა. ეს არ გამოიწვევს მის გაკოტრებას, მაგრამ რეპუტაციაზე იმოქმედებს, რადგან კიდევ ერთხელ იქნება იმის მტკიცებულება, რომ ივანიშვილი საქართველოში რუსეთის საქმეს აკეთებს, _ დაასანქცირეს ყველა ის ადამიანი, ვინც, ასე თუ ისე, რუსულ თამაშს თამაშობს. კიდევ ერთი ფაქტორი, თუ რატომაც არ დაასანქცირეს ივანიშვილი, არის ის, რომ მაინც უფრთხიან, ივანიშვილმა ბოლომდე არ დაიკავოს პრორუსული ორიენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ დასანქცირდა, შესაძლოა, თავის ქვეშევრდომებს ფარულად მოუწოდოს, საქართველო ნელ-ნელა დასცილდეს დასავლეთს და ის ანტიდასავლური კამპანია, რომ თითქოს დასავლეთი საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებდა, უფრო გაძლიერდეს და ა. შ. უკრაინასა და დასავლეთში აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს თავისი ფინანსური რესურსებისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ის ყველაფრის მკადრებელია, ბიზნესმენიც არ არის: კომუნისტების დროს იყო, უკანონო გზით რომ მოიპოვებდნენ თანხას კორუმპირებული ჩინოვნიკები ან რაღაც საწარმოს ხელმძღვანელები, მათ საქმოსნებს უწოდებდნენ. ასეთივე საქმოსნად შეიძლება განვიხილოთ ის.
_ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ყველას საერთო მესიჯბოქსი ჰქონდა: ისინი აცხადებდნენ, რომ გაუგებარია, რატომ მიიღო უკრაინამ ეს გადაწყვეტილება? რა იკითხებოდა მათ გზავნილებში?
_ რაც შეეხება მმართველ გუნდს, მას არ არ აქვს არანაირი არგუმენტირებული პასუხი, რომ ივანიშვილი არ არის არაფორმალური მმართველი. ისინი ამას ვერ ამტკიცებენ. ამ შემთხვევაში გადადიან პირად შეურაცხყოფაზე არესტოვიჩისა თუ არახამიას მიმართ. თავის დროზე, როდესაც ევროპარლამენტარებმა რეზოლუცია მიიღეს და „ქართული ოცნების“ საქმიანობა გააკრიტიკეს, მაშინაც არანაირი პასუხი არ ჰქონდათ და არგუმენტირებულად ვერ უხსნიდნენ, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება, ამიტომ ევროპარლამენტარების პირად შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. მაგალითად, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „სახალხო პარტიას“, რომელიც 180 დეპუტატით არის წარმოდგენილი 700-კაციან ევროპარლამენტში, კრიმინალები უწოდა. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არგუმენტები არ გააჩნიათ. ისინი აცხადებენ, რომ ივანიშვილის დასანქცირების არავითარი საფუძველი არ არსებობს. მაშინ უნდა ახსნან, რატომ არ არსებობს ეს საფუძველი. ოპონენტი მხარე კი ამტკიცებს, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, მან მიიტაცა სახელმწიფო და კონკრეტული ფაქტები არის წარმოდგენილი. მაგალითად, რატი ბრეგაძე იქნება თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელი, ცარიელ განცხადებებს რომ აკეთებს, თითქოს ამის საფუძველი არ არსებობს, ამის ნაცვლად, კონკრეტულად უარყონ თავიანთი ფაქტების წარდგენით, თუმცა ეს არ შეუძლიათ.
_ არესტოვიჩი ახსენეთ, გასულ კვირას მის მიერ გაკეთებულ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ასევე ქართული პოლიტიკური სპექტრისგან. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინას მალე ქართველების დახსნა მოუწევს: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის, სომხეთისა და ყველას გადარჩენა“, _ განაცხადა არესტოვიჩმა. პირველ რიგში, გკითხავთ, როგორ შეაფასებთ კონკრეტულად ამ განცხადებას?
_ პირველ რიგში, უკრაინის ხელისუფლებისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, „ძალის პროეცირება“ და ა. შ. _ ეს ცოტა თამამი განცხადებაა. ყოველ შემთხვევაში, მე როგორ კრიტიკულადაც არ უნდა ვიყო განწყობილი დღევანდელი ხელისუფლების მიმართ განწყობილი, ბუნებრივია, პირველ რიგში, უნდა განვაცხადოთ ის, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი სახელმწიფო და, შესაბამისად, არავის აქვს უფლება საქართველოში ძალის პროეცირებისა. შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით უკრაინის ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციას შორის თანამშრომლობა, გამოცდილების ურთიერთგაზიარება, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანი, არჩევნებისა და ევოლუციური გზით და არა რევოლუციურად. ძალის დემონსტრირება და პროეცირება ცოტა თამამი განცხადებაა, მიუხედავად იმისა, რომ არესტოვიჩს თითქმის ყოველდღე ვუსმენ, მის ინტერვიუს ვუყურებ და კარგი ამბების მოლოდინში ვარ, იმ ამბების, რომელიც უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს. ძალის დემონსტრირების უფლება კი არავის აქვს არც არესტოვიჩს და არც თუნდაც, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მივესალმები, თუ დასავლელი პარტნიორები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სუვერენიტეტის გათვალისწინებით გარკვეულ პროცესებში. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი პრინციპი ეს არის _ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი, ამიტომაც შესაძლებელია კონკრეტული თანამშრომლობა. მაგალითად, გარკვეულმა დონორმა ორგანიზაციებმა გარკვეული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ჩაუტარონ ტრენინგები ან დააფინანსონ; ან პიარტექნოლოგები ჩამოვიდნენ, რომლებიც დაეხმარებიან ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს. სხვადასხვა კანონიერი მეთოდი არსებობს, რომ ზღვარი, რომელიც უკავშირდება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას, არ გადაილახოს.
_ ოლექსეი არესტოვიჩის ამ კონკრეტულ განცხადებასთან დაკავშირებით, რასაც ახლა ჩვენ განვიხილავთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ, შეიძლება ითქვას, კრიმინალური ხასიათის განცხადებააო. ეთანხმებით ბრეგაძეს?
_ ვერ ვიტყოდი, რომ ეს კრიმინალური ხასიათის განცხადებაა. ეს არის განცხადება, არანაირი ქმედება არესტოვიჩისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ შეინიშნება. კრიმინალური არა, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია ეს განცხადება. ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ ზღვარს სცილდება, ზღვარს იმისა, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია, პატივი სცეს სხვა სახელმწიფოს. მით უმეტეს, საქართველო დღევანდელი ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მიუხედავად არის, ყველა შემთხვევაში, უკრაინის მეგობარი სახელმწიფო. მხოლოდ ხელისუფლება ხომ არ არის, ჩვენ ვიცით, რომ ქართულმა საზოგადოებამ უზარმაზარი დახმარება გაუწია უკრაინის მოსახლეობას და ძალიან ბევრი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს საქართველოში. ბევრ ოჯახში არიან შეფარებულები და უკრაინელებს ქართული საზოგადოების მხრიდან დახმარება ეწევა.
_ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ჩათრევა ომში ვერ შეძლო უკრაინამ და ახლა მორიგი ტალღა დაიწყო ჩვენი ქვეყნის მისამართით. ამ შემთხვევაში რამდენად ადეკვატურია ჩვენი ქვეყნის მმართველი ძალა?
_ არესტოვიჩმა მსგავსი განცხადებით საქართველოს ხელისუფლებას საფუძველი მისცა, რომ უკვე მათ განაცხადონ, თითქოს უკრაინამ და დასავლეთმა საქართველო ვერ ჩაითრიეს ომში. დღეს საქართველოს ხელისუფლება ხავსს ეჭიდება. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი ბერკეტია, თითქოს ისეთი კარგი ხელისუფლებაა, რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა საქართველო ომში არ ჩართულიყო და ყოველდღე იმეორებენ, _ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელმაც საქართველოს ომი აარიდაო. მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ეს სჯერა. მე არ ვამბობ, რომ ამის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სჯერა-მეთქი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არის დაახლოებით 20-25%, რომელიც მიდის საარჩევნო ყუთებთან და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“. იმის გათვალისწინებით, რომ მოსახლეობის ნახევარი არ მიდის საარჩევნო ყუთებთან, ისინიც „ქართული ოცნების“ თამაშს თამაშობენ, ასევე არიან ნეიტრალურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც შეიძლება დააჯერონ, რომ ხელისუფლებამ ომი აარიდა ქვეყანას, ამიტომაც ვიღაც ამჯობინებს, რომ ხმა მისცეს ისევ „ქართულ ოცნებას“. ასე მგონია, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხანდახან თამამი განცხადებები არ უნდა გააკეთონ, რომ არ დაძაბონ ურთიერთობა უკრაინასა და საქართველოს შორის. შეიძლება რბილად გააკრიტიკონ საქართველოს ხელისუფლება, რომ მათგან უფრო მეტ ყურადღებას მოელიან, რომ ძალიან სამწუხაროა, როცა საქართველომ ევროპის საბჭოზე ხმა არ მისცა იმ რეზოლუციას, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში მიიღეს, სადაც რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ იყო აღიარებული, _ ამ ყველაფრის თქმა შეიძლება, მაგრამ საქართველოში პროეცირებას მოვახდენთ და ქართველ ხალხს სწორ გზაზე დავაყენებთო, ეს განცხადება ჩემთვის არ არის მისაღები, თუმცა არესტოვიჩის ინტერვიუების ყურებას, ისევ და ისევ, მაინც გავაგრძელებ.
_ ამ ყველაფრის პარალელურად, საქართველოს პარლამენტში ევროკომისიის მიერ დაკისრებულ 12 პუნქტზე მუშაობენ. დღევანდელი მოცემულობით რომ შევაფასოთ, რამდენად სწორ ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით?
_ პრობლემის თავი და თავი გახლავთ დღევანდელი ხელისუფლების მიერ იმის არაღიარება, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადება კეთდება, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და რომ ოლიგარქები არიან სააკაშვილი და კეზერაშვილი, ამ შემთხვევაში გათვლა არის სწორედ იმაზე, რომ ამ ყველაფერში დაარწმუნონ ის ხალხი, რომელსაც სჯერა, რომ დასავლეთი ცდილობდა საქართველოს ომში ჩათრევას და ეს ვერ მოახერხა. სააკაშვილი და კეზერაშვილი ვერანაირად იქნებიან ოლიგარქები იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლების მართვის პროცესში ვერ ჩაერევიან, იმ მიზეზთა გამო, რომ ისინი არ არიან ხელისუფლებაში ან ხელისუფლებასთან დაახლოებულები. როდესაც ხელისუფლებას არ სურს, რომ ივანიშვილი ოლიგარქად აღიაროს, მთავარი პრობლემა სწორედ ამ დროს წარმოიშობა. საარჩევნო კანონზე მუშაობა, სახალხო დამცველის არჩევისა და პროკურორის არჩევის წესზე, ასევე სხვადასხვა საკითხი მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ 12 პუნქტში ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს არაფორმალური მმართველობა, რომელიც, სამწუხაროდ, უარესი ფორმით არის ჩვენს ქვეყანაში, რადგან ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მთავარი მონოპოლისტი. უკრაინის შემთხვევაში კი განსხვავებულად იყო, იქ 8 ოლიგარქი მოღვაწეობდა. ისინი ერთმანეთს გარდა იმისა, რომ კონკურენციას უწევდნენ, მეცენატურ საქმიანობაში იყვნენ ჩართულნი, _ ეს ომამდე და ახლაც, ომის პირობებში, აფინანსებენ სამხედრო კამპანიას. ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ივანიშვილია ოლიგარქი და სარგელობს იმით, რომ არ ჰყავს კონკურენტი. სარგებლობს _ ვგულისხმობ იმას, რომ აკეთებს თავის საქმეს, მაგრამ ეს საქმე არის საქართველოს საწინააღმდეგო.
_ „ქართულმა ოცნებამ“, შეიძლება ითქვას, თავის სასარგებლოდ შემოატრიალა ეს პუნქტი. უმრავლესობის წარმომადგენლები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ უკრაინული კანონპროექტის გათვალისწინებით, რომელიც ოლიგარქებს ეხება და რომლის ანალოგიც იქნება ქართული ვარიანტი, სწორედაც რომ ივანიშვილის გვარი არ ჩაიწერება შიგნით. თუ აქვს რაიმე ბერკეტი ოპოზიციას, რომ ამ კანონის ფარგლებში ივანიშვილის გვარი ჩაიწეროს?
_ ოპოზიციას გაუჭირდება, რადგან ის არ არის უმრავლესობაში და ამიტომაც „ქართული ოცნება“ ყველანაირად ეცდება, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული. საერთო ჯამში, იმისთვის, რომ 12-პუნქტიანი გეგმა შესრულდეს, საჭიროა საქართველოში ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით.
_ თქვენ ხაზგასმით აღნიშნეთ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად აუცილებელია, საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს. არსებული მმართველი ძალის პირობებში ამ რეკომენდაციების შესრულება, თქვენი შეფასებით, შეუძლებელია?
_ ამ ხელისუფლების პირობებში ვერანაირ შანსებს ვერ ვხედავ, სამწუხაროდ. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ შეუძლებელია, დღევანდელი ხელისუფლების დროს დაკმაყოფილდეს ევროკავშირის სტანდარტები.
_ რომ განვუმარტოთ ჩვენს მკითხველს, რატომ გაქვთ ასეთი პოზიცია და რის საფუძველზე აცხადებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია ევროკომისიის მოთხოვნის დაკმაყოფილება?
_ ამას ვამბობ იმის საფუძველზე, რომ ევროკავშირი, პირველ რიგში, არის დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება და აქედან გამომდინარე, მთავარი მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლებისადმი არის ის, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო არ მიდის დემოკრატიის მიმართულებით, ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, მიდის საპირისპირო მიმართულებით, რაც, საერთო ჯამში, იმის საფუძველს იძლევა, რომ საქართველოს კვლავ ვერ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.
წაკ. რ

„შეუძლებელია, დღევანდელი ხელისუფლების დროს დაკმაყოფილდეს ევროკავშირის სტანდარტები“