QronikaPlus
კორუფციული კონტრაქტები და გაფლანგული თანხები საქართველოს რეგიონებში!

კორუფციული კონტრაქტები და გაფლანგული თანხები საქართველოს რეგიონებში!

2016-10-07 12:19:32

„ქრონიკა+“-ის მეშვეობით ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას იმ კორუფციულ სქემებზე, ჩაწყობილ ტენდერებზე, ე. წ. კანონიერად „გაპრავებულ“ უტენდეროდ გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და იმ კონტრაქტებზე, რომლის საშუალებითაც იძარცვება ქვეყნის ბიუჯეტი. მკითხველის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ ეს მთავრობაც არ ყოფილა გამონაკლისი და მეტიც, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ყველა ვსაუბრობდით ელიტურ კორუფციაზე, დღეს ვხედავთ სისტემურ კორუფციას, სადაც მთელი  სამთავრობო ვერტიკალია ჩართული. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია ასეთ ფონზე (სამთავრობო სტრუქტურების კორუფციის პროცესში ჩართულობა) დაამტკიცო და სასამართლომდე მიიყვანო საქმე, მაგრამ როდესაც პროკურატურაც უმოქმედოა, პრაქტიკულად, შანსი არ არის, რომ ჩვენმა კვლევა-ძიებამ შედეგი გამოიღოს. მაშინ, ისმის კითხვა, _ რა აზრი აქვს ამის წერას, კვლევას და ა. შ.?! თქვენი მონა-მორჩილი 16 წელიწადზე მეტია, ამ სფეროშია. ძალიან მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებს უწოდებენ. ერთი და იგივე ხალხს დაინახავთ, რომლებიც ხან ეროვნული ბანკის, ხან ეკონომიკის, ხან თბილისში ქუჩების დაგეგმარებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტობას იჩემებენ. ძალიან მეუხერხულება, ჩემს თავს ექსპერტის წოდება მივანიჭო, მაგრამ დამიჯერეთ, _ ვიცი, რასაც ვამბობ! თუ ამ ქვეყანაში ვინმემ იცის, რაც გვჭირს სახელმწიფო შესყიდვებში, ტენდერებში, რომელიც 3,5 მილიარდ ლარს აღწევს და საქართველოს ბიუჯეტის მესამედს უტოლდება, თუ რამდენი ფული იფლანგება, და არა მარტო აღმოვაჩენთ ამ ფაქტებს, არამედ ზუსტად ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ მხოლოდ ამ სფეროში დაიზოგოს, მინიმუმ, 300-400 მილიონი, _ ეს ვართ ჩვენ! დემოკრატია და საზოგადოების კეთილდღეობა არ მოდის ციდან, საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს და იშრომოს ყოველდღიურად, რომ შედეგი ნახოს. ერთ დღეს გავიღვიძებთ და აი, უკვე ბედნიერი ერი ვართ, როგორც სკანდინავიის და სხვა განვითარებული ქვეყნები, ასე არ ხდება. საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე ყველა მთავრობა ეცდება და სურს, მანიპულირებდეს ტენდერებით და სახელმწიფო თანხებით. ჩვენ ვცდილობთ, ინფორმაციები მოგაწოდოთ. არჩევნები მოდის და სწორი არჩევანი უნდა გავაკეთოთ. თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, მივცეთ თუ არა ხმა იმ მთავრობას, რომელიც მხოლოდ ფულის კეთებაზე ფიქრობს? ნებისმიერ პროექტში, რომელიც კი მთავრობამ განახორციელა, ყველგან უზარმაზარი ფული გაფლანგეს და ჯიბეში ჩაიდეს. თქვენ ნახეთ 25 სექტემბერს ზარზეიმით გახსნილი აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტი. ამაზე ჩვენ ვწერდით: პროექტი შეფასდა 21 მილიონ ლარად და 30 მილიონი დაჯდა. ტენდერი არ ჩატარებულა და სამუშაოები აწარმოა 2-მა კომპანიამ: შპს „დაგიმ“ და შპს „ინ-სისმა“, რომლებიც ღარიბაშვილისა და გომელაურის ლობირებად კომპანიებს წარმოადგენენ. ბევრჯერ მითქვამს, იმდენი დარღვევაა გამარტივებულ (უტენდერო) შესყიდვებში, რომ საზოგადოების ინფორმირებას ვერ ვასწრებ, თუ რახდება ტენდერებში. ყოველდღე ახალ-ახალი კორუფციული კონტრაქტები იდება. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაციები სამინისტროებისა და მთავრობის კორუფციის შესახებ. რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ კორუფცია ყველა დონეზეა, დღეს შემოგთავაზებთ კორუფციულ კონტრაქტებს, გაფლანგულ თანხებს, უნიათო, უჭკუოდ ჩატარებულ ტენდერებსა და პირდაპირ გაფორმებულ ხელშეკრულებებს რეგიონებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. შემოგთავაზებთ თითო, ან რამდენიმე კონტრაქტს სხვადასხვა რაიონიდან, რათა გაჩვენოთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით იგივე ხდება. მესტიის რაიონი: მესტიის მუნიციპალიტეტმა გააფორმა ხელშეკრულება გამარტივებული (უტენდერო) წესით შპს „კოშკთან“, რომელიც შექმნილია 11 თვის წინათ, თანხით 740 000 ლარი. ეს ხელშეკრულება სამშენებლო სამუშაოებზეა. ვნახოთ, რატომ არ ჩაატარეს ტენდერი? ეს პროექტი ხორციელდება შვეიცარიის თანამშრომლობის მხარდაჭერით და შვეიცარიული მხარე დებს 500 000 ლარს, დანარჩენს აფინანსებს სახელმწიფო. პროექტი სამშენებლო სამუშაოებზე მესტიის მუნიციპალიტეტს გადაეცა მაისში. მესტიის მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა, _ ზამთარი მოდის და ტენდერის ჩატარებას ვერ ვასწრებთო. არადა, 2016 წლის 16 ივნისი იყო! 23 ივნისს სააგენტოდან ნებართვა აიღეს; შემდეგ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 ივლისის #1420 განკარგულებით ხელშეკრულება გაფორმდა უტენდეროდ, არ დაიჯერებთ და პირველ აგვისტოს, ანუ თანხმობის მიმართვიდან 1,5 თვის გასვლის შემდეგ!!! თავისუფლად ჩატარდებოდა, მინიმუმ, 4 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი, მაგრამ მაშინ უნდა მოეთხოვათ გამოცდილება, რომელიც შპს „კოშკს“ არ გააჩნია და ამიტომ ცხოვრება გაიმარტივეს, ხელიც მოითბეს და ბიუჯეტიც აზარალეს. რაც შეეხება ვადებს, აგვისტოში 500 000 ლარი უნდა ათვისებულიყო, რეალურად კი ათვისებულია 0 ლარი, ასე გვიჩვენებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდი. რაც შეეხება შპს „კოშკს“, მას მხოლოდ მესტიის მუნიციპალიტეტის კონტრაქტები აქვს, ჯამურად, 150 000 ლარის და პირველი კონტრაქტი შპს-ს დაფუძნებიდან ერთ თვეში მიიღო 70 300 ლარზე. ამ კომპანიას აშკარად ლობირებენ. იგივე მესტიის მუნიციპალიტეტში 2015 წლის 12 ოქტომბერს ხელშეკრულება გააფორმეს შპს „ფინ ესტეიტთან“, თანხით 362 000 ლარზე (მესტიის ქუჩების რეაბილიტაცია). ტენდერი არ ჩაატარეს! სახელმწიფო მნიშვნელობის გამო სასწრაფოდ უნდა გაკეთებულიყო და უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 20 დეკემბერს. შედეგი? _ ექსპერტიზის დასკვნით დღესაც არ დასრულებულა. აბა, მესტიაში როგორ დასრულდებოდა? მაღალმთიან რაიონში ზამთარში თოვლი და ნალექი რომ იქნება, ყველამ იცის, მაგრამ ხომ „გააპრავეს“ უტენდერობა და ხომ მისცეს თავიანთ კომპანიას! ზუგდიდის რაიონი: 2015 წლის 13 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა უტენდეროდ გააფორმა ხელშეკრულება შპს „თავადი-1“-თან, სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის დასახმარებლად სამშენებლო სამუშაოებზე. არადა, სტიქია აგვისტოში იყო, მთავრობამ განკარგულება 2015 წლის 23 სექტემბერს მიიღო. გადის 2 თვე და ტენდერს არ ატარებენ, პირდაპირ აძლევენ, უტენდეროდ. ეს ყველაფერი, გთხოვთ, იხილოთ ხელშეკრულებაში. საჩხერის რაიონი: ეს რაიონი ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში ვახსენე. შპს „იბოლიასთან“ საჩხერის მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულება გააფორმა თანხით 2 000 000 ლარი გზების რეაბილიტაციაზე. სად მონახა, სად გაახსენდა ეს კომპანია, ძალიან საინტერესოა, როცა ტენდერი არ გამოუცხადებიათ? არც ბაზრის კვლევა ჩატარებულა და აქაც ძალიან დიდი დრო ჰქონდა მუნიციპალიტეტს ტენდერის ჩასატარებლად, _ 175 წელი! დიახ, არ გვეშლება, 175 წელი!!! იმიტომ, რომ სწორედ ამდენი წელი გავიდა აკაკი წერეთლის დაბადებიდან და სწორედ მის საიუბილეოდ, 5 ივნისს გაახსენდათ და 9 ივნისს დადეს ეს ხელშეკრულება, ამით „გააპრავეს“ მთავრობის დადგენილება. მოასვენეთ მგოსანი იმქვეყნად!!! უფრო ნათელი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ კომპანიის დამფუძნებელი არის ვინმე იოსებ მაკრახიძე, რომელიც გორში პოლიტიკური პარტია „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატათ მოგვევლინა. მისმა კომპანია შპს „იბოლიმ“ უტენდეროდ აიღო თბილისის მერიის დაფინანსებით 800 000 და 350 000 ლარის კონტრაქტები. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი: 2014 წლის 16 ოქტომბერს გამგეობამ ხელშეკრულება უტენდეროდ გააფორმა შპს „მშენებელი 2006“-თან, თანხით 892 000 ლარი. ვერ წარმოიდგენთ და 2 წელი გავიდა, ხელშეკრულება კი ბოლომდე მიყვანილი არ არის! მეტიც: თანხის ნახევარი არც აუთვისებიათ, გადახდილია წინასწარ 440 000 ლარი და კაცი არ არის გამკითხავი, სად და რისთვის დაიხარჯა ფული?! ყაზბეგის რაიონი: 2014 წლის 4 სექტემბერს მუნიციპალიტეტმა შპს „ჰიდროთერმთან“ სამშენებლო სამუშაოებზე ხელშეკრულება გააფორმა თანხით 2 000 000 ლარი. მთავრობის დადგენილებიდან თითქმის 2 თვე გავიდა! ისევ ყაზბეგის რაიონში ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ჯი-ემ-ჯი“-სთან თანხით 824 421 ლარზე კულტურის სახლის მშენებლობაზე. საინტერესოა, რა კრიტერიუმით იხელმძღვანელეს, რომ მთავრობამ უტენდეროდ გასცა ნებართვა კულტურის სახლის მშენებლობაზე? ეს რამე ახალია? კულტურის სახლის მშენებლობაზე ტენდერებს არ ვაცხადებთ! ყურადღება მიაქციეთ: ხელშეკრულებას აფორმებ ზამთარში, 24 დეკემბერს, დაბა სტეფანწმინდაში?!! ვერაფერს ვიტყვით და შედეგმაც არ დააყოვნა! კერძოდ, სამუშაოები დაგვიანებით დაიწყო და ცხადია, ეს იყო მიზეზი და მთავრობის განკარგულებით „გაპრავდა“, თანხები დაიკარგა.   ჩოხატაურის რაიონი: არც გურია გამოირჩევა კულტურის სახლების ნელი მშენებლობის, თუ, უბრალოდ, „გაპრავების“ ხარისხით. მაგალითად, ჩოხატაურის რაიონის გამგეობამ ხელშეკრულება გააფორმა, რა თქმა უნდა, უტენდეროდ, პირდაპირი შესყიდვის გზით, კულტურის სახლის მშენებლობაზე შპს „ვექტორთან“, თანხით 2 500 000 ლარი. არადა, მთავრობის განკარგულებიდან გასული იყო ზუსტად 6 თვე! მხოლოდ ეს მაგალითი საკმარისია, დავრწმუნდეთ მთავრობის ამ განკარგულებების მავნებლობაზე. ქვემოთ ცხრილის სახით გთავაზობთ ზოგიერთ კონტრაქტს. ყველას განხილვას სტატიის ფორმატი და გაზეთის ნომერიც არ ეყოფა!  

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

762`206

მშენებლობა

შპს „TRANS MOBIL“

05.09.2014 #1537

05.10.2014

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

362`206

მშენებლობა

შპს „Fin-Estate“

05.09.2014

# 1537

12.10.2015

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

213`870.

მშენებლობა

შპს „თავადი-I“

14.09.2015 #1081

13.11.2015

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

2`008`218

მშენებლობა

შპს „იბოლია“

04,06,2015 #1145

02.07.2015

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

349`992

მშენებლობა

შპს „ბაკა+“

10.11.2014

21.10.2015

საჩხერის მუნიციპალიტეტი

235`339

მშენებლობა

შპს „ნეო გლასი“

04,06,2015 #1145

07.09.2015

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

323`671

მშენებლობა

სს „საჩხერეგაზი“

30.09.2014 #1800

27.11.2014

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

892`000.00

მშენებლობა

შპს „მშენებელი 2006“

16.10.2014

ყაზბეგის მუნიციპალიტეტი

2`000`000.00

მშენებლობა

შპს „ჰიდროთერმი“

16.07.2014 #1249

04.09.2014

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი

508`767.90

მშენებლობა

შპს „თხუნელა პროფი“

12.12.2014 N2306 N2307

25.12.2014

თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი

316`190

მშენებლობა

შპს „ზიმო“

11.06.2015 #1211

07.07.2015

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

1`387`717

მშენებლობა

შპს „უნივერსალი“

15.05.2015 #971

08.06.2015

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი

2`499`004

მშენებლობა

შპს „ვექტორი“

20.01.2015 #39

31.07.2015

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

788`363.00

მშენებლობა გზების

შპს „სამკუთხედი“

23.10.2014 #1915

03.12.2014

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

320`975

მშენებლობა

შპს „ივერია 7“

06.09.2013 #1234

17.10.2013

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

1`071`464.17

სამშენებლო

შპს „აჭარელი“

გაურკვეველი

02.06.2014

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

1`024`405

სამშენებლო

შპს „იმპულსი და ინდივიდი“

გაურკვეველი

01.07.2015

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

569`223.00

მშენებლობა

შპს „ბელუ“

19.06.2014 #82

14.08.2015

ქობულეთის მუნიციპალიტეტი

545`451

მშენებლობა

შპს „შარა-გზამშენი პირველი“

19.03.2015 #600

01.07.2015

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

1`999`824.00

მშენებლობა

შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“

30.09.2014 #1792

28.11.2014

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერია

1`293`872.40

ავტო მომსახურება

შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“

გაურკვეველი

30.12.2014

  გიორგი ბაჯელიძე  

გაზიარება