ელისო კილაძე: „ქრონიკა +“ -ის წინააღმდეგ რუსეთის სტაჟიანი აგენტურა იბრძვის“ (ფარული ჩანაწერი)
2016-02-22 07:44:33
„ქრონიკა +“- ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე იგორ გიორგაძის მომხრეების დაკავების დროს გადაღებულ აქამდე უცნობ კადრებს ავრცელებს, კადრში ჩანს „ასავალ დასავალის“ ჟურნალისტი ზაზა დავითაია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელთან საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფულს ურიგებს.
„მერამდენე თვეა რუსული სპეცსამსახურების აგენტურა გამალებით ცდილობს „ქრონიკა +“ - ის და პირადად ჩემს დისკრედიტაციას, ამ ბრძოლის ავანგარდში „ასავალ დასავალი“ და მისი ჟურნალისტი ზაზა დავითაიაა.
ჩემს მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს ფული, რომელსაც ზაზა დავითაია საპროტესტო აქციის მონაწილეებს ურიგებს, ეს რუსული სპეცსამსახურების ფულია , მეხუთე კოლონა ქვეყანაში დესტაბილიზაციას გეგმავდა და გეგმავს. ზაზა დავითაია ამ პროცესის ერთ ერთი აქტიური მონაწილე გახლდათ, დღეს ის აცხადებს, რომ პოლიტპატიმარია.
მინდა საზოგადოებამ კარგად დაინახოს იმ ადამიანების სახე, რომელიც „ქრონიკა +“ -ის და პირადად ჩემი დისკრედიტაციითაა დაკავებული, ეს ხდება რუსული სპეცსამსახურების დავალებით თუ დავითაია ამჯერად, უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორის მოადგილის დავალებებს ასრულებს, მარტივად გასარკვევია. ყოფილი აგენტები არ არსებობენ", - აცხადებს „ქრონიკა +“ - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე.