QronikaPlus
პრემიები და თინა ხიდაშელისთვის ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი?!

პრემიები და თინა ხიდაშელისთვის ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი?!

2016-02-21 10:22:14

სოხუმის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ თითქმის ორსაათიანი სხდომა „ქრონიკა+“-ისთვის საგანგებოდ დახურა. აკადემიურმა საბჭომ სამი კანდიდატიდან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ნინო თოფურიძის კანდიდატურა შეარჩია, რომელსაც დასამტკიცებლად სენატს წარუდგენს. შიდა საუნივერსიტეტო არჩევნები ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებმა თოფურიძე პლაგიატობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, ამ ქალბატონს აფხაზეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ. ქრონიკა+“- ესაუბრებააფხაზთა კრებაშიშემავალი არასამთავრობო ორგანიზაციალაზარესთავმჯდომარე _ ჯონი კვარაცხელია: _ როგორც იცით, სოხუმის უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე შეარჩია მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ნინო თოფურიძის კანდიდატურა, რომელიც შემდგომ დასამტკიცებლად უნივერსიტეტის სენატს წარედგინება. სულ წარდგენილი იყო 4 კანდიდატი: ამ პოსტზე უკვე ყოფილი თანამშრომელი შოთა ახალაია, ნინო თოფურიძე, რაიბულ ქირია და მამული ბერია. შერჩეულ კანდიდატურას მფარველობს აფხაზეთის უმაღლესი ხელისუფლება. გარდა ამისა, ის განათლებისა და კულტურის მინისტრის, დიმიტრი ჯაიანის ახლო ნათესავია. საქმე ის არის, რომ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომძლავრდნენ კოლაბორაციონისტული ძალები და იმის საშიშროებაა, რომ ეს უწყება რუსეთმა გამოიყენოს. პიროვნულად არავისთან არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნია, მაგრამ არსებობს ტენდენცია, რომ ამ უნივერსიტეტს შეიძლება აფხაზეთის ხელისუფლება დაეუფლოს, რომელიც დევნილობაშია თბილისში და, ჩვენდა სამწუხაროდ, წარმოადგენს არაქართულ ძალას. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, რუსულ ძალას, მისი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ ყოლბაიას სახით. ნამდვილად ვიცით, რომ თოფურიძე მათი კანდიდატურაა. ზუსტად ამან განაპირობა ჩვენი ყურადღების მიპყრობა ამ პროცესებისადმი. _ ქალბატონი თოფურიძე პლაგიატობაში დაადანაშაულეთ, ამას რით ახსნით? _ არჩევნები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა, გამოვითხოვეთ ყველა კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და რომ შევადარეთ, აღმოჩნდა, ქალბატონი ნინოს ნაშრომში 80% სიტყვა-სიტყვით გამეორებულია, რაც ეწერა შოთა ახალაიას სამოქმედო გეგმაში. თუმცა აქაც რაღაც გათამაშდა. ბატონი შოთა ორჯერ იყო არჩეული ამ თანამდებობაზე და მესამედ კენჭისყრის უფლება არ გააჩნდა. კომისიას ეს საბუთები გვერდით უნდა გადაედო, მაგრამ გასაუბრებამდე მიიყვანეს. გასაუბრებაზე მან თავისი კანდიდატურა თოფურიძის სასარგებლოდ მოხსნა. ამ გარემოებებმაც იმოქმედა, რომ ქალბატონი ნინოს გეგმა ბატონი შოთას გეგმას შევადარეთ, მაგრამ ისიც არ არის დახვეწილი და ძველი გეგმების კოპირებას წარმოადგენს. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ, გვტკივა და ვალდებულები ვართ, რომ სოხუმის უნივერსიტეტის ღირსებისთვის ვიბრძოლოთ. ქალბატონ თოფურიძეს პირადად ვუთხარი, _ თქვენზე ვიღაცამ უკვე მოახდინა გავლენა, სამოქმედო გეგმის სახით სხვისი აზრი წარმოადგინეთ და არ ვართ დარწმუნებული, რომ თქვენი არჩევის შემდეგ ვიღაც ისევ არ მოახდენს ზეგავლენას-მეთქი. როდესაც ვუთხარი, რომ მას სამოქმედო გეგმა თავისი წინამორბედისგან ჰქონდა გადაწერილი, უარყო. შეხედეთ, ეს არის ახალაიას მიერ წარდგენილი სამოქმედო გეგმა და ეს _ თოფურიასი. უნდა წაგიკითხოთ, განსხვავებული რა აქვს დაწერილი კორპორაციულ კულტურასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტის ერთ ოჯახად აღქმის, მისი კორპორაციული იმიჯის ამაღლების მიზნით, შესაძლებელია უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის კორპორაციული ტელეფონის ნომრების შეთავაზებაო. კორპორაციული ერთიანობის დემონსტრირება ვახშმის მოწყობისა და სხვა მსგავსი ღონისძიებებითო. თურმე, ადმინისტრაციის უფროსმა ვახშმები უნდა მოაწყოს და თანამშრომლებს ტელეფონები შეუძინოს, ეს ყოფილა უნივერსიტეტის განვითარების პროგრამა! ავტობუსები უნდა დავნიშნოთ, შტეფსელები და ჩამრთველები უნდა შევაკეთოთ და გაზი გავიყვანოთო! ასეთი რამე წაგიკითხავთ სადმე?! რაც ხდება აფხაზეთის ხელისუფლებაში, აქაც იგივეა! _ რა ხდება? _ მოგეხსენებათ, აფხაზეთის ხელისუფლება ორ შტოდ იყოფა: ერთნი არიან ჯერ კიდევ სოხუმში არჩეული დეპუტატები, რომელთა შორის ბრძანდებიან კოპტირებულად წოდებული დეპუტატები, რომლებიც არავის აურჩევია. უმაღლესი საბჭოს დეპუტატები საქართველოს პარლამენტმა 1995 წელს აღადგინა, ძალიან მალე, პარლამენტის წევრი დეპუტატები დაამატა უმაღლეს საბჭოში. ნონსენსი იყო, ეს ხალხი ერთდროულად გახლდა საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი, არავის აურჩევია, პარლამენტმა დადგენილებით მიიღო. თვითონვე იყვნენ პარლამენტის წევრები, თვითონვე დაუჭირეს მხარი და ამიტომ, დღემდე, მუდმივი დეპუტატები არიან. როგორც საქართველოს პარლამენტში, აქაც უმაღლესი საბჭო წარუდგენს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს და მერე პრეზიდენტი ამტკიცებს. ეს, ჩვეულებრივ, ავტონომიური რესპუბლიკების კანონია, აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელი რომ ირჩეოდა, ადრე პრეზიდენტთან თანხმდებოდა, ახლა პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, მაგრამ აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებები არ მომხდარა და ჯერ კიდევ პრეზიდენტი წერია. გინდ პრეზიდენტი იყოს, გინდ პრემიერ-მინისტრი, კანდიდატურას უნდა ათანხმებდნენ, მაგრამ ესენი ამას არ აკეთებენ, რითაც გამოსული არიან სამართლებრივი სივრციდან. ცენტრალურ ხელისუფლებას არ ემორჩილებიან! მარტო ცენტრალური ბიუჯეტიდან იღებენ ფულს და დამთავრდა! რაც უნდათ, იმას აკეთებენ! ამათ გააკეთეს ის, რაც თავის დროზე არძინბამ გააკეთა, _ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლიდან გამოვიდა! სხვა კი არაფერი გაუკეთებია მას, ომი მერე მოჰყვა! იგივე ხდება ახლაც, იგივე ხალხია და ამიტომ, ვახტანგ ყოლბაია, თავის დროზე, არძინბას მოადგილე იყო და იგივეს აკეთებს! ამიტომ, დღემდე, ბატონი ყოლბაია მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია, რადგან მის დანიშვნაზე საქართველოს პრეზიდენტი ხელს არ აწერს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ყოლბაია ნინო ბურჯანაძის პარტიის გენერალური მდივანი იყო. საზოგადოებას მოეხსენება, რომ ეს პარტია რუსეთზე ორიენტირებულია და წარმოიდგინეთ, დღევანდელი აფხაზეთის მთავრობის სახით, რუსული პოლიტიკის გამტარებელი გვყავს. სწორედ ამ მთავრობის შერჩეული კანდიდატია ქალბატონი თოფურიძე. კიდევ ვიმეორებ, პიროვნულად არ ვეხები, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მათი ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და მათ გარეშე ვერაფერს იზამს. ყოლბაია თავისთან ასაქმებს ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლებს და ემზადება, რომ არჩევნებში დიდი ფულის სახით, ძღვენით მივიდეს ამ პარტიაში, სიაში კარგი ადგილი რომ დაიკავოს და თავისი ხალხიც გაიყვანოს. ეს სტრუქტურაც დამორჩილებული ჰყავს და სხვაგან უმიზნებს კიდევ, რომ უფრო შორს გაფრინდეს. ის არ ფიქრობს ხალხის კეთილდღეობისთვის, პირადი ინტერესებისთვის იბრძვის. _ რა ფულზეა ლაპარაკი? _ შექმნეს ე. წ. ფონდი, რომლის თავმჯდომარეებიც და წევრებიც თვითონ არიან. როგორც თვითონ ამბობენ, ხანდახან დევნილებს ეხმარებიან. დახმარება გასაგებია, მაგრამ საიდან მოაქვთ ფული? როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სოხუმის უნივერსიტეტშიც ყოფილან, თანამშრომლებს ყოველთვე ადებინებენ ხელფსებიდან, მაგალითად, ვისაც 400 ლარი აქვს ხელფასი, 18 ლარს იხდის. ხელფასის რაოდენობისა და რანგის მიხედვით იხდიან. ბიზნესმენებთან მიდიან, ისინიც იხდიან, მაგრამ რომ ჰგონიათ, იმ ფულით დევნილებს ეხმარებიან, მსგავსი არაფერი ხდება. სიანამდვილეში, ეს არის არჩევნების ფული. ზოგს საჩუქრებში ხარჯავენ. ამ თანხას რამდენიმე კაცი აკონტროლებს. _ რა საჩუქრებში? _ საჩუქრებთან ფონდი სინამდვილეში არაფერ შუაშია, მაგრამ ფონდის სახელით გააკეთეს, საახალწლოდ ჩამოურიგეს მთავრობის წევრებს. ძნელია ამაზე სამართლებრივად საუბარი, მაგრამ რაც ფულს აგროვებენ, ზოგი ანგარიშზე შეაქვთ, ზოგი ხელზე აქვთ. ოფიციალურად რომ მივმართავთ, რაც საჯარო ინფორმაციაა, იმასაც კი გვიმალავენ. რა ინფორმაციებსაც ვფლობთ, სხვადასხვა წყაროთი გვაქვს მოძიებული. წინასაახალწლოდ გავიგეთ, რომ ბატონი ყოლბაია დადიოდა რეგიონებში და დევნილებს ანგარიშს აბარებდა. სინამდვილეში, დევნილებს კი არა, თავის წარმომადგენლობებს ხვდებოდა. წერილობით მივმართეთ, რომ ჩვენთანაც მომხდარიყო ამ ანგარიშის წარდგენა. ამ პერიოდში თავიანთ საიტზე ინფორმაცია გამოაქვეყნეს ფოტომასალით, რომ დევნილები საახალწლოდ დაასაჩუქრეს და საკვები პროდუქტები გადასცეს. ამ ამბიდან 2 დღის შემდეგ წერილის ჩასაბარებლად მივედით, ვხედავთ, რომ ფოიეში საჩუქრების გორა დგას, მაგრამ ეს არ არის ის, რომელიც დევნილებს გადაეცათ, საკმაოდ ძვირადღირებული სასაჩუქრე კალათები იყო. დევნილებს მაკარონი დაურიგეს და იქ ძვირადღირებული კონიაკები იყო. ყველა კალათას მიმაგრებული ჰქონდა კონვერტი და ეწერა, ვისგან იყო და ვისთვის განკუთვნილი. რამდენიმე სურათის გადაღება მოვასწარით. როცა დაგვინახეს, დაცვამ სასწრაფო წესით გადამალვა დაიწყო. რომლის ნახვაც მოვასწარით, განკუთვნილი იყო გიორგი ვოლსკისა და დავით უსუფაშვილისთვის. შევიტანეთ წერილი მოთხოვნით, რომ ამ საჩუქრების წარმომავლობა აეხსნათ და რამ განაპირობა ამის აუცილებლობა, თუმცა პასუხი დღემდე არ გვაქვს 11 იანვარს შეტანილ განცხადებაზე. დაახლოებით ივნისში, თბილისში წყალდიდობა რომ მოხდა, წინა დღეებში, რამდენიმე სანდო წყაროს მეშვეობით, ასეთი ამბავი შევიტყვეთ, რომ თავდაცვის მინისტრად ახლად დანიშნულ თინა ხიდაშელს ძალიან ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა ყოლბაიამ. ყოლბაიას შვილი უსუფაშვილის აპარატში მუშაობს, მათთან ოჯახში ნამყოფია, კარგი ურთიერთობა აქვთ და მხოლოდ სასმელითა და შოკოლადით ხომ ვერ შემოიფარგლებოდა, გადაწყვიტა, ძვირადღირებული ძღვენი მიერთმია. მთავრობის წევრები შეზღუდული რაოდენობით არიან და ინფორმაცია რომ არ გასულიყო, მათ პრემიები ჩაურიცხა. 2000-3000-ლარიანი ხელფასები აქვთ და პრემიაც სოლიდური რაოდენობით შეგროვდა. შემდეგ ეს პრემიები საჩუქრისთვის დაადებინა. ერთ-ერთმა მინისტრმა ფული არ დაუბრუნა და პროტესტის ნიშნად საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა. ყოლბაია მაინც სთხოვდა ფულს და რომ არ მისცა, მერე განცხადების დაწერას მოითხოვდა სამსახურიდან წასვლაზე. _ ვინ არის ეს მინისტრი? _ ჯანდაცვის მინისტრზეა საუბარი. დიახ, ჯანდაცვის სამინისტროც გვაქვს! ბოლოს, თინა ხიდაშელს 20 000 ლარის ღირებულების ბრილიანტის ბეჭედი შეუძინეს. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრის პროტესტის გამო გასკდა. ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა თბილისში საშინელება ტრიალებდა. ამ დროს, აფხაზეთის მთავრობის არც ერთი წევრი არ გამოჩენილა. საქმე რომ დამთავრდა, მემორიალთან ყვავილები მიიტანეს და სულ ეს იყო. _ რეალურად სამინისტროები რამეს აკეთებენ? _ მთლიანად აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტი 14 მილიონ ლარამდეა. ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი ხელფასებზე მოდის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 800 000-ლარიანი ბიუჯეტი აქვს. წელს, ამასთანავე, გამწვანების სიპი შექმნეს. ოკუპირებულ ტერიტორიას თუ ამწვანებენ, არ ვიცი! სამინისტროები სიპებად აქვთ ჩაშლილი, რომ ნაკლები გამჭვირვალობა იყოს. ამასთანავე, არის გეოლოგიური სამსახური, ესეც სიპია, სანაპიროს ზოლის მონიტორინგის სამსახური, ფსოუდან დაწყებული ამოწმებს სანაპიროს ზოლს და ფსკერს, წესდება უნდა ნახოთ ამ სამსახურის, მოკვდებით სიცილით! როგორც ჩანს, დისტანციურად იკვლევენ ოკუპირებულ ტერიტორიას! სოფლის მეურნეობის სამინისტროში 70 კაცი მუშაობს, სულ 2 პროგრამა აქვთ, ერთი 16 000 ლარის ღირებულებისაა, მეორე _ 20 000-ის. ორივე ერთი და იგივე პროგრამაა სინამდვილეში და ეხება გალის რაიონში დაავადებული ფუტკრების მკურნალობას. წამალი უნდა მივაწოდოთ გალშიო. გალის თაფლის მეურნეობის შესახებ ჯერ არაფერი გამიგია. მეტი პრობლემა არ არის, რომ აქედან იქ თაფლი გადავარჩინოთ, ან როგორ უნდა გადავარჩინოთ, ვის აგზავნი, როგორ აგზავნი?! არამიზნობრივი ხარჯები არ უნდა იყოს. ძალიან ბევრი დევნილი ცხოვრობს სოფლად და შეიძლება,  ეს პროგრამები იქ აკეთო. ეს რომ უთხრა, აფხაზეთის მთავრობა ვიცი, რასაც მოიშველიებს არგუმენტად. სამეგრელოს ტერიტორიაზე მათ გადაცემული აქვთ ჰექტრობით მიწები, რომელსაც გლეხები ამუშავებენ და ესენი სინამდვილეში ერთ თეთრსაც არ ხარჯავენ, იჯარით აქვთ გაცემული და ისინი აქეთ უხდიან ფულს. ვითომ ეს არის მათი დახმარება, სურათებს იღებენ, საიტზე აქვეყნებენ, ბატონი ვახტანგი ჩადის, სიმინდს ტეხავს, სურათებს იღებს და ეს არის ამათი მთელი სოფლის მეურნეობა. სინამდვილეში, ამ ფულთან და დევნილებთან არავითარი კავშირი არ არის! სულ არ სჭირდება ამას, 70 კაცი გყავდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში დასაქმებული, დაასაქმე 15 კაცი და დანარჩენი ფული მოახმარე სოფლის მეურნეობის პროგრამებს, უფრო მეტი ადამიანი ნახავს სარგებელს. ასევეა ეკონომიკის სამინისტრო, იმათ პროგრამებიც არ გააჩნიათ. აფხაზეთის მთავრობაში სულ 7 უწყებაა, ერთ წელს სამინისტრო ჰქვია, მეორე წელს _ დეპარტამენტი, როგორც უნდათ, ისე ჭრიან და კერავენ! ჯანდაცვის სამინისტროა ყველაზე მეტად საყურადღებო. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ნაკლები საქმე აქვს, რადგან, ძირითადად, დევნილები ცენტრალურ ჯანდაცვაზე არიან მიბმულები, პატარ-პატარა პროგრამები ამათაც აქვთ, მაგრამ ეს ამინდს ვერ ქმნის. ხელფასები აქვთ, სტრუქტურა და მანქანებით დადიან, ეს არის მთელი სამინისტრო! დონორ ორგანიზაციებთან აქვთ ურთიერთობა, რაღაც ტიპის საქმიანობას თითქოს უნდა ეწეოდნენ და ეწევიან კიდეც, მაგრამ მთლად სუფთად არ არის საქმე. შარშან ვადაგასული წამლები დაარიგეს, ჩვენმა ორგანიზაციამ ეს მასალები მოიკვლია, დევნილების ხელმოწერებიც გვაქვს, არც თვითონ უარყვეს ეს ამბავი. მინისტრმა თქვა, მე არ ვიცოდი და რატომ გამრიეს ამ საქმეშიო? რას ჰქვია, მინისტრმა თავის უწყებაში არ იცოდა, არ მესმის! ესენიც აყოლილები არიან ძვირადღირებული მანქანების შეძენის მოდას. რა თქმა უნდა, თანამდებობის პირს მანქანა სჭირდება, ამის წინააღმდეგი კი არ ვართ, მაგრამ ყოველ წელიწადს რომ არ შეიცვალო და მაინცდამაინც ძვირადღირებული თუ არ არის, არ შეიძლება?! ამის შესახებ ინფორმაციებს რომ ვითხოვთ, პასუხს ხომ არ გვცემენ, მაგრამ კანცელარიაში წერილი რომ ჩააბარო, წარმოუდგენელი ლაბირინთები უნდა გადალახო. აფხაზეთის მთავრობაში ერთი ტრადიცია მოვშალეთ, უმაღლეს საბჭოში ჯერ კიდევ შემორჩენილია. მთავრობაში მოქალაქე რომ მიდიოდა წერილის ჩასაბარებლად, ჯერ საშვი უნდა დაეშვა ვიღაც მაღალჩინოსანს, რიგით თანამშომელს არ აქვს ამის უფლება და ამის მერე შეგეძლო ასულიყავი კანცელარიაში. ეს წესი მხოლოდ აქ არის! პრეზიდენტთან, პრემიერთან თუ სხვაგან წერილის გაგზავნა რომ გინდა, უპრობლემოდ შედიხარ. ამათ რომ ჰკითხოთ, ყოველთვის ჩამოვდივართ და ვაცილებთ კიდეც ხალხსო, მაგრამ რეალურად ასე არ არის! უმაღლეს საბჭოში მე-6 სართულზე სხედან. იქ კი მიაღწევ, მაგრამ ჯერ ლიფტში ფული უნდა ჩააგდო, 10 თეთრი ასვლა, 10 ჩამოსვლა. სამარცხვინოა! სად გინახავთ სახელმწიფო დაწესებულებაში ფასიანი ლიფტი! ცოტა მოიკელი, ერთი თვის დანამატი არ აიღო და გადაიხადე! დეპუტატები ხელფასებსაც იღებენ, დანამატებსაც და ეს ერთი ლიფტი რა გაუხდათ?! კარგი, ჩვენ მიჩვეულები ვართ, უცხოელი რომ მოვა, რას იტყვის, სირცხვილი არ არის?! _ თუ გსმენიათ რაიმე ინიციატივების, კონცეფციის, პროგრამების შესახებ აფხაზეთის ხელისუფლებისგან, ან უნივერსიტეტიდან, როგორ ესახებათ აფხაზეთში დაბრუნების პერსპექტივა? ადრე საუბარი იყო მეგობრობის აღდგენაზე, კულტურული პროგრამების გაცვლაზე და .. _ ერთი ადამიანი დამანახვონ დამეგობრებული!.. ამათი გაკეთებული არაფერი მინახავს და არც მგონია, რომ გააკეთებენ! მსგავსი არაფერი აქვთ! შარშან ჩვენ გავახმაურეთ ის ფაქტი, რომ გალში მოსალოდნელი იყო ქართული ენის სწავლის შეწყვეტა. ამას დამატებული, შეიქმნა მეგრული დედა ენა. გავახმაურეთ, ვიწივლეთ, ვიკივლეთ, აყვირდა მთელი საქართველო, არც სოხუმის უნივერსიტეტს, არც აფხაზეთის ხელისუფლებას, საერთოდ ხმა არ ამოუღია! რომელ პროექტებზეა საუბარი?! ბატონმა ზაქარეიშვილმა რომ ბრძანა, აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველოო, ამაზე ამათ ხმა არ ამოუღიათ! სპეციალურად მივედით, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, მაგრამ კაბინეტებში შეიკეტნენ! მთავრობაშიც მივედით და უმაღლეს საბჭოშიც, მაგრამ არა! ამ დროს, მსგავსი სახის სამინისტრო გვაქვს აფხაზეთშიც, აქაც იგივე სახელი ჰქვია. ხომ არ გგონიათ, რუსულ კავშირებს მალავენ. „ობიექტივზე“ გვაზავამ თქვა, მზად ვართ, ველაპარაკოთ აფხაზებს ჯარზე, ფულზე და პასპორტზეო. მეტი რაღა დარჩა, სახელმწიფოებრიობა მეტი რა არის?! ფაქტობრივად, ესენი მზად არიან, დათმონ ყველაფერი! თუ რუსეთი შეგვპირდება, რომ აფხაზეთს დაგვიბრუნებს, ნატოზე უარს ვიტყვითო. მეტი რაღაა რუსეთუმეობა?! ხალხმა, რომელიც დღეს აფხაზეთის ხელისუფლებაში მუშაობს, იცის, რომ თუ დავბრუნდებით აფხაზეთში, ამათ არავინ აირჩევს, რასაც აქ იღებენ, იმას კარგავენ და როგორ იქნებიან დაინტერესებულნი, რომ დავიბრუნოთ აფხაზეთი?! ეს ის ხალხია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ არ დავბრუნდეთ! ამიტომ გვინდა ჩვენ ცვლილებები და „აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ის არის, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს. ჩვენ არ გვინდა სტრუქტურების გაუქმება, უმაღლეს საბჭოში ყველა ცუდი კი არ არის. ზოგს ასაკიც აღარ უწყობს ხელს, ხომ უნდა შეიცვალოს, უფრო ენერგიული ახალგაზრდები და ახალი ხედვებია საჭირო. ამ მოთხოვნით უამრავჯერ მივმართეთ, მაგრამ პასუხს არ გვცემს! პრობლემის გადაჭრის გზად ჩვენ უმაღლესი საბჭოს არჩევნებს განვიხილავთ. ამ საკითხზე პერიოდულად აქციებსაც ვატარებთ და კიდევ გავაგრძელებთ. ვხვდებით დევნილ მოსახლეობას და ყველას ვუხსნით, რა მოთხოვნები გვაქვს. დევნილებში ამათ მიმართ ისეთი სურათი და განწყობაა, ყველა გვეუბნება, ოღონდ რაღაც დაიწყეთ, თქვენთან ვართო. ერთ მაგალითსაც გეტყვით, უმაღლესი საბჭოს წევრია რუდიკ ცატაევი, ესეც კოპტირებული დეპუტატია. ჯერ კიდევ სოხუმში ყოფნის დროს მოეხსნა დეპუტატის უფლებამოსილება, მაგრამ აქ აღუდგინეს. ქრთამის აღებაზეც იყო სააკაშვილის პერიოდში დაპატიმრებული. მისი ოჯახიდან აფხაზეთის ხელისუფლებაში 4 კაცი მუშაობს. მთლიანობაში, დაახლოებით, 12 000 ლარი შედის ყოველთვიურად მათ ოჯახში. ეს კაცი ჩემს ინტერესებს სადმე დაიცავს?! ნეპოტიზმი ყვავის! შენობაში რომ შეხვალთ, ადამიანების გარეგნობაზე მიხვდებით, ვინ ვისი ნათესავია. დიღომში პრესტიჟულ უბანში აშენებს სასახლეს. ქონებების დევნა ჩვენც არ გვსიამოვნებს, მაგრამ დევნილ კაცს პატიოსანი შრომით ამის საშუალება, წესით, არ უნდა ჰქონდეს! მით უმეტეს, ბიზნესის წარმოების უფლება არ გააჩნიათ, თუმცა ყველა მათგანს აქვს! ფულის მოპარვის უფლებაც არ გააჩნიათ, მაგრამ იპარავენ! ეს კეთილდღეობა იმიტომ მოიწყვეს, რომ დევნილობაში არიან, გაუმართლათ ცხოვრებაში, უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ და მხოლოდ ამიტომ არიან კეთილდღეობაში, რომ დანარჩენი დევნილები არიან. ცენტრალურ ხელისუფლებას სხვა უამრავი პრობლემა აქვს და ამ სიბინძურეების ქექვა არ უნდა! ეს ჩვენი უფლებების შელახვაც არის, როგორც დევნილების, ჩემს სახლში ვერ ვბრუნდები და არჩევანის უფლებაც წამართვეს, მე არ მყავს ჩემს მიერ არჩეული ხელისუფლება! ესენი აპელირებენ, არჩევნები რომ ჩავატაროთ, უმცირესობა ვერ მიიღებს მონაწილეობასო, უმრავლესობამ რა დავაშავეთ?! ლეგიტიმური ხელისუფლება ვართო, სულ ამას გაიძახიან, ლეგიტიმაცია ხალხთან თანხვედრას ნიშნავს და როგორ ხარ ლეგიტიმური, როცა მე საერთოდ არ ამირჩევიხარ?! თავიანთი ქმედებითვე ასამარებენ თავიანთ ლეგიტიმურობას! ეს ხალხი იზრუნებს აფხაზეთში ჩვენს დაბრუნებაზე?! თქვენ სადმე გაგიგონიათ აფხაზეთის მთავრობის რაიმე ხმაურიანი ღონისძიება?! მიტინგებსა და დემონსტრაციებს კი არ ვგულისხმობ, ევროსაბჭოში ან ევროკავშირში რაიმე ფორუმზე გამოსვლა, მსგავსი არაფერი არსებობს, არ აინტერესებთ და არც შეუძლიათ! არც უცხო ენა იციან, თვითმფრინავით ფრენაც აღარ შეუძლიათ, ერთადერთი ყოლბაია წავა ჟენევაში, შეხვდება რუსებს და იძულებულია, იმ ფორმატით მიიღოს მონაწილეობა. ერთადერთი ფორმატია, სადაც უცხოელები მუშაობენ და იქაც ვაგზავნით ყოლბაიას, ყოფილ კომუნისტს და ბურჯანაძის პარტიის წევრს, უნდა ელაპარაკოს რუსეთს დეოკუპაციაზე, ამ დროს, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა ეს ფორმატი. ოთხმხრივი ფორმატია, ერთი მხარეა უცხოელები, დანარჩენი რუსები, აფხაზები და ყოლბაია, ანუ სამი მხარეა რუსეთი. ეს მნიშვნელოვანი ფორმატიც კი მკვდარი გვაქვს. სეპარატისტები ცდილობენ, არაფრისგან რაღაცა შექმნან და ესენი ხმასაც არ იღებენ, პირიქით, ხელსაც უწყობენ. ისევ ჩვენი მოქალაქეები აქტიურობენ, ატეხავენ ხოლმე სოციალურ ქსელში ამბავს, თორემ მთავრობას არანაირი რეაგირება არ აქვს. საპროტესტო ნოტასაც კი არ სწერენ იმ ქვეყანას, ასეთი რამე რატომ კეთდებაო? სეპარატისტული მთავრობა მადლობას უცხადებს ყოლბაიას, გვეხმარებაო, ტანდემში არიან. თუ აფხაზი გახდება ავად, ჩამოდის და ჩვენთან უფასოდ მკურნალობს, მადლობასაც არ გვეუბნებიან, თითქოს, ვალდებულები ვართ. ამ დროს, საზღვარზე ბავშვი გვიკვდება, რომელსაც აფხაზები არ ატარებენ, ამ დროს, ჩვენი ხელისუფლება ხმას არ იღებს! უნდა შევრიგდეთო. ერთი შერიგებული მაჩვენონ ნეტავ, ამაზე არავინ მუშაობს, რომელ შერიგებაზეა საუბარი, რამე მოვთხოვეთ? ამდენ სიკეთეს რომ ვუკეთებთ აფხაზებს, მადლობის გადახდა არ დავიმსახურეთ? ისინი ამას იღებენ როგორც კონტრიბუციას, იმიტომ, რომ ჩვენ ასე მივაწოდეთ! აფხაზების გარდა, იქ სხვა ეროვნების ხალხიც არის, იმათ რა დააშავეს, რატომ არ ვმკურნალობთ? აქ ისეთ ხალხს აქვს ნამკურნალევი, მკურნალობა კი არა, პირდაპირ ციხეში უნდა გვეკრა თავი! _ რა გამოდის, აფხაზეთის ხელისუფლება სეპარატისტებთან არის შეკრული? ძალიან მძიმე ბრალდებაა... _ ზუსტად ასეა! თქვენ როგორ გგონიათ, ზუგდიდში კონტრაბანდული საქონელი რომ შემოდის, ვისი თემაა?! იქ გუბერნატორიც არის ჩართული, მხოლოდ ესენი არ არიან, მაგრამ სავსეა ზუგდიდი კონტრაბანდით შემოტანილი სიგარეტით და საკვები პროდუქტებით, იქიდან შემოდის, აქედან მედიკამენტები გადის! გალში ქართველებზე ასაღებენ უხარისხოს, ვადაგასულებს და აქედან შეტანილი ხარისხიანი მედიკამენტები სოხუმში შედის. წელს რაც გააკეთეს თხილზე, ეს კიდევ სულ სხვა თემაა! აქედან იმართებოდა ეს ყველაფერი და, ფაქტობრივად, ეს 40 000 ქართველი ამ მდგომარეობაში ჰყავთ! ამ საკითხებზე ხმას არავინ იღებს, იმიტომ, რომ ესენი აფარებენ ხელს! იცით, რაც გალის სკოლებში ხდება? ჩვენ ვაფინანსებთ პედაგოგებს, გარდა იმისა, რომ იქაც უხდიან ხელფასებს, 31 სკოლაა გალის რაიონში და ამ მასწავლებლებს ჩვენც ვუხდით ხელფასებს. ეს კარგია, მაგრამ რა გამოვიდა, ჩვენ ვიხდით ფულს იმისთვის, რომ აფხაზური და რუსული ასწავლონ?! აქამდე ვერ ბედავდნენ ამას, მაგრამ როგორც აქ ხელისუფლება შეიცვალა და პარტიზანული სისტემა მოიშალა, მაშინვე გააკეთეს, ადრე ვერ ბედავდნენ! ექიმებსა და ექთნებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, თითო სოფელზე 12 ექთანი გამოგვდის, ამ დროს გალის რაიონში ერთი სტომატოლოგიური კლინიკაა. _ ფულს ათეთრებენ? _ რა თქმა უნდა! ცენტრალური ბიუჯეტიდან მიდის ეს თანხა, მაგრამ სიებს აფხაზეთის ხელისუფლება აძლევს. ეს სიები გამჭვირვალე არ არის იმ მოტივით, რომ საიდუმლო ინფორმაციაა, საშიში ზონაა და ა. შ. ციფრებით რომ ავიღოთ, გალში უფრო მეტი ექიმი და მასწავლებელი გყვავს, ვიდრე თბილისში. იცით, რომ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არის დეპუტატი ნაგარნინა, რომელიც რუსეთის მოქალაქეა. რამდენიმე წელია, ის საქართველოში არ იმყოფება და ამ ადამიანის ხელმოწერით ოქმები კეთდება. როგორც გვითხრეს, ამ ქალბატონის ქალიშვილი უკრაინაში ძებნაშია. გამოვითხოვეთ ოქმები და არ გვაძლევენ! ყოლბაიას არჩევნები რომ იყო, მაშინ სპეციალურად ჩამოიყვანეს, მაგის დადგენას რა უნდა, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს ხომ აქვს ჩანაწერი, მაგრამ ჩვენ არ გვაძლევენ ამ ინფორმაციას. ვიღაც აწერს მის მაგივრად ხელს ოქმებზე. ეს ჩვენთვის ძალიან საშიშია. სახიფათო თამაშს თამაშობენ და ამიტომ ვეწინააღმდეგებით! ამას აღვუდექით წინ შიშველი ხელებით. ძირითადი მმართველი რამდენიმეა და უამრავი კომბინაცია აქვთ. ცეცხლი თუ შევუყენეთ ყოლბაიას, გადადგება, ვიღაც სხვა მოვა, მაგრამ წრე არ იცვლება! ათწლეულებია, ერთი და იგივე ხალხია, ბიუჯეტს ესენი აკონტროლებენ! ყოლბაია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ხომ არის, ამავე დროს, უზენაესი საბჭოს დეპუტატიც არის. ერთდროულად შეიძლება იყოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში? ამათ მოიგონეს და კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ შეიძლება დეპუტატობა შეიჩერო, აღიდგინო და ა. შ. დეპუტატის ადგილი სულ აქვს. ახლა იმაზე მუშაობენ, სააკაშვილმა რომ გააუქმა კანონი, აღადგინონ და პარლამენტში მთელი შემადგენლობით დასხდნენ. ძალიან სერიოზული დარღვევებია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვამზეუროთ. წაკ. „ქრონიკა+“ აფხაზეთის მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა: _ დიდი მადლობა, რომ საშუალება მოგვეცით, თქვენს კითხვებს ვუპასუხოთ ,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ჯონი კვარაცხელიას მოსაზრებებთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა, აფხაზთა კრებაში აფხაზებიც ყოფილიყვნენ, სახელსაც გაამართლებდა. ჩვენი მუშაობის მთავარი მიზანი არის, დავბრუნდეთ აფხაზეთში და იქ ჩავატაროთ ერთობლივი ქართულ-აფხაზური კრება, რომელიც არ იქნება აგებული დაპირისპირებაზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე, პირადულზე მაღლა კი დადგება სახელმწიფოებრივი ინტერესი. რაც შეეხება კითხვებს: აფხაზეთის მთავრობაში შეიქმნა ,,აფხაზეთის სოციალური სოლიდარობის ფონდი“ სოციალურად დაუცველებისა და სტუდენტი ახალგაზრდობის დახმარების მიზნით. ფონდი დაფუძნებულია ნებაყოფლობითი შენატანის საფუძველზე. ჯერჯერობით ამ ფონდიდან არც ერთი თეთრი არ გახარჯულა და, მით უმეტეს, არამიზნობრივად (როგორიც, თუნდაც, საახალწლო საჩუქრებია). თუ გვეკითხებით საჩუქრებზე, სამ პატარა კალათაზე და რამდენიმე შოკოლადის ფილაზე, შეგვიძლია გითხრათ, ეს იყო მცირე ნობათი, რომელსაც პარლამენტში საშობაოდ ვაგზავნიდით ალილოსთვის, რომელიც ამ დღეს გადავეცით კიდეც. მინისტრებთან დაკავშირებით საკმაოდ კომპეტენტური შემადგენლობაა და ნებისმიერ სერიოზულ საკითხზე თვითონ შეძლებენ პასუხების გაცემას. ჩვენთან იყო სატყეო სამსახური, რომელიც ზემო-აფხაზეთში ფუნქციონირებდა. მთავრობამ საჭიროდ მიიჩნია ამ სამსახურის რეორგანიზაცია, სიპი კოორდინაციაშია ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან. ერთ-ერთი განსაკუთრებული პროექტი, რომელიც ხორციელდება, გახლავთ უნიკალური კოლხური ბზის გადარჩენის პროექტი, რომელიც მოწონებულია ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და  თვით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის მიერ. რაც შეეხება გამწვანებას, აფხაზეთის მთავრობას თბილისის მერიამ 7 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადასცა გლდანის ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე, სადაც პერიოდულად მიმდინარეობს გამწვანების აქცია. ყველა აღნიშნული ღონისძიების შესახებ ინფორმცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სამთავრობო გვერდზე წწწ.აბკჰაზია.გოვ.გე., ან Fაცებოოკ-ის გვერდზე _ Gოვერნმენტ ოფ Aბკჰაზია. რაც შეეხება კანცლერის პოსტზე ქალბატონი ნინო თოფურიძის გამარჯვებას, ეს იყო არჩევნების შედეგები. სხვათა შორის, ადრე არჩევნებამდე სხვა კანდიდატის ლობირებაში გვდებდნენ ბრალს ჩვენი ოპონენტები. ამ არჩევნების შესახებ შეგიძლიათ ჰკითხოთ სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს. ვისი ნათესავია ქალბატონი ნინო? ალბათ, ბევრის... მთელი საქართველო ემზადება არჩევნებისთვის, აფხაზეთის მთავრობა წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების ნაწილს,

გაზიარება