QronikaPlus
ირმა ინაშვილი: „მოვუწოდებ ხელისუფლებას - შეაჩერეთ გარემოს დაცვის მინისტრი. ეს არ დასრულდება კარგად!“

ირმა ინაშვილი: „მოვუწოდებ ხელისუფლებას - შეაჩერეთ გარემოს დაცვის მინისტრი. ეს არ დასრულდება კარგად!“

2015-10-31 12:41:25

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილი „ქრონიკა+“-თან საარჩევნო პროცესს აფასებს: „ _ ჩემი მხარდამჭერი არის უბრალოდ პარტიის მხარდამჭერი, ირმა ინაშვილის მხარდამჭერი, მას არა აქვს სტატუსი. როდესაც სოფლის რწმუნებული დგას უშუალოდ უბნის წინ, ეს არის ამომრჩეველზე ზემოქმედება. მართალია, ეს არ არის კანონით აკრძალული, რომ უბნის გარეთ იყოს რწმუნებული, მაგრამ რად გვინდა ასეთი კანონები? თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არ ახდენს გავლენას ამომრჩეველზე? ცხადდება ამომრჩეველი კონკრეტულ სოფელში, ხედავს, რომ გამგებელია, რომელიც ყველას აღრიცხავს, შემდეგ ამას იმახსოვრებს და შესაბამისად, ახდენენ ზემოქმედებას. ეს ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებშიც. ამ ხელისუფლებას ჰქონდა პრეტენზია, შეექმნა დემოკრატიული საარჩევნო გარემო, რაც ვერ განახორციელა. დიდი იმედი მაქვს, რომ დარჩენილ დროში მაინც მიხვდება ეს ხელისუფლება, რომ არ შეიძლება სოფლის რწმუნებულების, გამგებლებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ჩართვა ამ პროცესში. დროზე უნდა მოეგონ გონს. ის, რომ დღეს ჩვენიკანდიდატი იყო დაკავებული, ეს არის პირდაპირი პოლიტიკური რეპრესია არჩევნებში მონაწილე კანდიდატის მიმართ. _ „ქართული ოცნების“ საგარეჯოს საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ირმა ინაშვილმა უნდა შეწყვიტოს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების გადაადგილება სხვადასხვა უბნებზე. ვიოდეომასალაც წარმოგვიდგინეს გასვიანთან დაკავშირებული, ასევე საუბარი იყო მიხეილ ცილიკიშვილზეც, რომელიც მათი განმარტებით იარაღით მოძრაობდა საარჩევნო უბნებზე. ამ შეფასებას როგორ გამოეხმაურებით? თქვენი მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ იმ უბნებში ხდება ეს, სადაც თქვენ ნაკლები მხარდაჭერა გაქვთ. ეს არის ციტატა, რომელზეც თქვენმა მოწინააღმდეგემ ისაუბრა. _ მე არავის ვადებ ხელს ჩემი კონკურენტებისგან განსხვევებით, რადგან ამას სჭირდება მტკიცებულებები, აუდიო, ფოტომასალა და ა.შ. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მასალები, ასევე ჩვენც ვართ შეწუხებულნი სხვადასხვა კანდიდატების ნასვამი მხარდამჭერებით და დებოშით, მაგრამ ჩვენ ამის თაობაზე ხელს არავის ვადებთ და არ ვადანაშაულებთ, რომ ამას კონკრეტული შტაბი აკეთებს. ყველაფერს ცივი გონებით სჭირდება ანალიზი, ემოციები არ არის საჭირო. რაც შეეხება გასვიანის ამბავს, მოხდა ძალიან სერიოზული ინციდენტი გიორგიწმინდის გამგებელსა და ჩვენ ახალგაზრდებს შორის, ზუსტად ამას ვამბობ, რომ როდესაც სოფლის გამგებელი დგას საარჩევნო უბანთან, ეს თავისთავად მიანიშნებს, რომ ის იქ ქმნის პროვოკაციის კერას და იწვევს სხვა კანდიდატების მხარდამჭერებს პროვოკაციებისკენ.  მიხსნიან - კანონი ითვალისწინებს ამასო... ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ეს კანონები უნდა შეეცვალა ბატონ უსუფაშვილს, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, მესამე წელია პარლამენტის თავმჯდომარეა და ეს მახინჯი კანონები ისევ ძალაშია. ამიტომ ამტკიცებს „ქართული ოცნება“ დღეს, რომ თურმე, მინისტრების მონაწილეობის მიღება არჩევნების აგიტაცია-პროპაგანდაში, ეს არის კანონით დაშვებული ნორმა. დაშვებული ყოფილა - კახეთის სატყეო მეურნეობის ყველა თანამშრომლის მობილიზება ერთი კონკრეტული კანდიდატისთვის, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. ძალიან დაძაბული არჩევნები მიდის საგარეჯოში და მე  მოვუწოდებ ხელისუფლებას - შეაჩერეთ გარემოს დაცვის მინისტრი. ეს არ დასრულდება კარგად! ასევე ვეკითხები თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს - რა შუაშია სამხედრო პოლიცია საგარეჯოს არჩევნებთან და რატომ გადაადგილდებიან მათი მანქანები მთელი დღის მანძილზე საგარეჯოში?!“

გაზიარება