QronikaPlus
ირმა ინაშვილი: „ცუდი ის არის, რომ ვერ მოვერიეთ ტერორს!“

ირმა ინაშვილი: „ცუდი ის არის, რომ ვერ მოვერიეთ ტერორს!“

2015-10-31 12:09:46

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში მორიგი ბრიფინგი გაიმართა. ირმა ინაშვილმა ამირან საგინაშვილის პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შესახებ განმარტება გააკეთა: „- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაკეთეთ საჯარო განცხადება გამგებლების, რწმუნებულების საარჩევნო უბნებთან დგომის და აგიტაცია-პროპაგანდის გაწევის თაობაზე, მაინც ვერ შევძელით ამ ადამიანების ჩამოშორება დღევანდელი პროცესებისგან. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სოფლის რწმუნებულები და გამგებლები კვლავ აქტიურად მონაწილეობენ აგიტაციაში და მოუწოდებენ ამომრჩეველს, სახელისუფლო კანდიდატს  მხარი დაუჭირონ. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს დილიდან იყო გამოძახებული საბურთალოს პოლიციაში ჩვენი კანდიდატი ჩაილურის ოლქში, ამირან საგინაშვილი, რომელიც არის ჩვეულებრივი კანდიდატი, ისიც მონაწილეობს არჩევნებში ჩაილურის საკრებულოში, მაგრამ რატომღაც დაიბარეს დილით საბურთალოს პოლიციაში და საღამომდე პრაქტიკულად ჰყავდათ დაკავებული. როგორც პოლიციამ განუმარტა, ეს დაბარება-დაკითხვა, თურმე უკავშირდებოდა ერთი კვირის წინანდელ ინციდენტს მეზობელთან. ერთი კვირა წინ იყო და შესაძლებელი იყო ამ კანდიდატის მანამდე დაბარება პოლიციაში და ის, რომ დღეს არჩევნებში მონაწილე კანდიდატს იბარებ პოლიციის განყოფილებაში, აკარგინებ მთელ დღეს, ვერ მონაწილეობს სრულფასოვნად არჩევნებში, ეს ნიშნავს იმას, რომ 28-ე და 29-ე უბნებში იყო ამ არჩევნების ჩაშლის მცდელობა. ამ ვითარებაში აღნიშნულ უბნებზე ბატონი ამირანისთვის სასარგებლო ვითარება, ნამდვილად არ არის, რადგან ახლა შეუერთდა პროცესს და იმედია, გააქტიურდება მისი ამომრჩეველი. ცუდი ის არის, რომ ვერ მოვერიეთ ტერორს!“  

გაზიარება