„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ იორმუღანლოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ ბეგიაშვილი „ქრონიკა+“-თან სახელისუფლო წარმომადგენლების მხრიდან საარჩევნო პროცესში უშუალო ჩარევაზე საუბრობს და კონკრეტულ პირებს ასახელებს: „ვაჟა შუბითიძე არის მარნეულის კომისარი, ნაფიკ აბდულაევი ამავე რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე, ალი მამედოვი საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ და ამირან გიორგაძე მარნეულის რაიონის, მმართველი პარტიის თავმჯდომარეა - რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საარჩევნო კამპანიაში და ორი მანქანით დაატარებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის მხარდამჭერებს მარნეულის საკრებულოდან. ამ პიროვნებების იდენტიფიკაცია უკვე მომხდარია. ისინი ორგანიზებულად მიდიან საარჩევნო უბნებთან, ხალხს ეუბნებიან - ვის აძლევთ ხმას, ირმა ინაშვილი ხომ მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგი არისო, ჩვენ კი საკრებულოში ვმუშაობთ და ხელისუფლებამ გამოგვაგზავნა თქვენთან - არ შეცდეთ და „პატრიოტთა ალიანსს“ არ მისცეთ ხმაო!“