QronikaPlus
მიხეილ ანდღულაძე: „მე არ ვიბრძოდი იმისთვის, რომ  მარაზმი ხელისუფლება მყოლოდა და არჩევნები ისევ გაეყალბებინათ!“

მიხეილ ანდღულაძე: „მე არ ვიბრძოდი იმისთვის, რომ მარაზმი ხელისუფლება მყოლოდა და არჩევნები ისევ გაეყალბებინათ!“

2015-10-31 10:16:13

„ქრონიკა+“-ს საგარეჯოში მიმდინარე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აძლევს მიხეილ ანდღულაძე, რომელიც დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატია: „ყველა საარჩევნო უბანში შეტანილი ბიულეტენების რაოდენობა, ფიზიკურად არ ემთხვევა ოქმში შეტანილი ბიულეტენების რაოდენობას. არჩევნები მიდის ძალიან დიდი დარღვევებით. ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, რომ ჩემი და ირმა ინაშვილის საარჩევნო პლაკატებზე მთლიანად, ყველა სოფლებში სახელისუფლო კანდიდატის ახალი პლაკატები გადააკრეს. იორმუღანლოს სოფლებში, 44-ე უბანთან იმყოფება მარნეულის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებსაც იქ შემოკრებილი ჰყავთ აზერბაიჯანული მოსახლეობა და ხელების ჟესტიკულაციით აძლევენ მითითებებს. ეს კადრები გადაღებული მაქვს შორიდან, მაგრამ ამოცნობა შესაძლებელია. ასევე ამომრჩევლებს ხელზე აწერენ რაღაცას, სავარაუდოდ, სახელისუფლო კანდიდატის საარჩევნო ნომერს. ეს არის დარღვევები კი არა, სახელიც კი არ აქვს, ამას „ნაციონალებიც“ კი არ აკეთებდნენ. მე არ მიბრძოლია იმისთვის, რომ სისხლიანი რეჟიმი მოგვეცილებინა და ისევ ასეთი მარაზმი ხელისუფლება დარჩენილიყო, რომელიც ვერ წარმოადგენს ისეთ სახელისუფლო კანდიდატს, რომელსაც არ დასჭირდება მთელი სამთავრობო გუნდის მხარდაჭერა, რომელიც არჩევნების გზით მიიღებს ნდობას და ელექტორატის მანდატს.“

გაზიარება