„ქრონიკა+“-თან საგარეჯოში მიმდინარე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარებს აკეთებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი:
„საარჩევნო პროცესი მეტ-ნაკლებად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაგრამ ცალკეულ უბნებზე გამოჩნდნენ პროვოკატორი ადამიანები, რომლებიც არიან ირმა ინაშვილის მხარდამჭერები. ისინი იდენტიფიცერებულნი არიან, ცნობილია მათი მანქანების ნომრები, მათი სახელები და გვარები. ისინი არიან ზუსტად ამ პროვოკაციების ინიციატორები და ავტორები. მათ შორის არის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ადამიანი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვაფიქსირებთ ასეთ შემთხვევებს, რომ ამ ადამიანებს სურვილი აქვთ პროვოცირება მოახდინონ, ჩვენი ნათქვამი ეყრდნობა ზუსტად ამ ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად თავშეკავებით და პასუხისმგებლობით ვუდგებით ამ პროცესს. როგორც კი ვიგებთ ინფორმაციას, მაშინვე ვაყენებთ საქმის კურსში შესაბამის სამართალდამცველ ორგანოებს, რომ მათ უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი. ვიცი, რომ ერთ უბანში იყო შეხლა-შემოხლა და ამის საფუძველზე მოხდა პიროვნების გამოსაკითხად და არა დასაკითხად წაყვანა. „ - აღნიშნა „ქრონიკა+“-თან საუბარში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.