თურქეთში Today's Zaman-ის მთავარი რედაქტორის ბიულენთ ქენეშის დაპატიმრებას, ევროპარლამენტის ყველაზე დიდი ჯგუფის, ქრისტიან-დემოკრატების მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.
მომხსენებელი რენატე სომერი აღნიშნავს, რომ თურქეთში პირველად Twitter-ზე საკუთარი აზრის გამოხატვის გამო მთავარი რედაქტორი დააპატიმრეს. „ჟურნალისტებისა და პრესის წარმომადგენლების უმოწყალოდ დაშინებამ დაუჯერებელ დონეს მიაღწია."- განაცხადა სომერმა. პრესასთან გაკეთებულ განცხადებაში ასევე ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზეც, რომ ქენეშის მიერ Twitter-ის საშუალებით კრიტიკული განცხადებების გაზიარების გამო დაპატიმრება, პრესის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლის ზრდის მაჩვენებელია . ასეთ პირობებში კი, პირველი ნოემბრის არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება აზრს კარგავს და თურქეთი დემოკრატიულ ღირებულებებს სწრაფად შორდება.
ოპოზიციურად განწყობილი ყველა ძალის წინააღმდეგ დაშინებისა და ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებული "პრეზიდენტის შეურაცყოფის" ბრალდება, ამჯერად ბიულენთ ქენეშს წაუყენეს. მას დანაშაულად ჩაუთვალეს Twitter-ის საშუალებით სხვადასხვა დროს გაზიარებული მესიჯები. გამოძიების კიდევ ერთი მიმართულება იყო Twitter-ის საშუალებით გავრცელებული კარიკატურა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა რედაქტორმა ქენეშმა ისეთი კარიკატურა გააიზიარა, რომელსაც არც არავის სახელი და არც არანაირი ინსტიტუტის სახელწოდება ჰქონდა, ეს მაინც „პრეზიდენტის შეურაცხყოფად“ ჩაუთვალეს და ბრალდებაც წაუყენეს. ქენეშმა, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ქემალ ქილიჩდაროღლუს სიტყვები გააზიარა. კერძოდ, „როგორც შენ იპოვე გამოსავალი, მასეთ გზას ჩვენ არ ავირჩევთ, ფულები როგორც გაანულე, ვიცით !" - რაც ასევე ბრალად წაუყენეს.