როგორც ამერიკის თავდაცვის უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით The Washington Post-ი იუწყება, რუსეთის ფედერაციამ სირიის ტერიტორიაზე ოთხი ერთეული სტრატეგიული ავიაგამანადგურებელი გადაისროლა. ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ავიაგამანდგურებლები, სირიის ქალაქ ლაკატიასთან ახლოს, პარასკევს 18 სექტემბერს, პენტაგონის შეფის, ეშტონ კარტერისა და რუსეთის ფედერაციის დავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს, სატელეფონი საუბრის დაწყებიდან ოთხი საათით ადრე განთავსდა. ამერიკული მხარის განცხადებით, ჯერჯერობით მათთვის უცნობია, თუ რა მიზნით გადაისროლა მოსკოვმა სირიის ტერიტორიაზე რუსული ავიაგამანადგურებლები, თუმცა მათივე განცხადებით,რუსული ბომბდამშენები საჰაერო ბრძოლისთვისაა გათვლილი. სააგენტო Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ უკანასკნელი ორი კვირის მანძილზე, აღნიშნულ ავიაბაზაზე, რუსულმა მხარემ 2 000-ზე მეტ ცოცხალ ძალას, რამოდენიმე ათეულ მძიმე ტექნიკას, ვერტმფრენებსა და ავიაგამანდგურებელს მოუყარა თავი.