QronikaPlus
გიორგი ვაშაძე: „ჩერგოლეიშვილს შეიძლება ახსოვს კომკავშირის დრო, მე კი ვიცი, რომ ჰარვარდის ბიზნესსკოლა დავამთავრე!“

გიორგი ვაშაძე: „ჩერგოლეიშვილს შეიძლება ახსოვს კომკავშირის დრო, მე კი ვიცი, რომ ჰარვარდის ბიზნესსკოლა დავამთავრე!“

2015-08-05 07:32:26

მიუხედავად იმისა, რომ არ აღიარებს, ყველამ იცის, რატომ აითვალწუნეს გიორგი ვაშაძე ნაციონალურ მოძრაობაში“, რა არ აპატიეს თანაგუნდელებმა და რატომ არის ბანაკებად დაშლილ ყოფილ მმართველ გუნდში პარტიულ სხოდკებზეერთ-ერთი განსახილველი თემა _ გიორგი ვაშაძის ამბიციები, არც ამას სჭირდება დიდი ანალიზი. ნაციონალებსშორის ყველაზე კომუნიკაბელურს, გახსნილსა და პრობლემებზე ღიად მოსაუბრეს, მათ შორის, მედიაშიც ნაკლებად გაკიცხულს“, თანაგუნდელები და მათი ახლობლები ხან კომკავშირულ სტილსარგებენ, ხან პატრიარქთან სიახლოვეს უწუნებენ... ფაქტი ერთია _ გიორგი ვაშაძე დღეს უკრაინაში თანაგუნდელებთან ერთად მყოფიც, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ყოველდღიურ რეალობას, ასე თუ ისე, დაშორებულია, მაინც სერიოზული დისკომფორტია ნაციონალური მოძრაობისიმ ძველისახეებისთვის, რომლებიც ვერც თავად ახერხებენ, ჯერ კიდევ, 2012 წელს დაანონსებულ პარტიულ რებრენდინგს და არც ახალსახეებს აძლევენ ამის საშულებას...  „ქრონიკა+“ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ჩაწერილ ინტერვიუს ქვეთავებად წარმოგიდგენთ, რომ უფრო ადვილი აღსაქმელი იყოს ის სათქმელი, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მესიჯების დონეზე აგზავნის ყველა იმ ადრესატთან, რომლებსაც საკუთარი თავის ამოცნობა მინიშნების გარეშეც შეუძლიათ.   ქართული დესანტიუკრაინაში... _ დავიწყოთ უკრაინით და ქართველი რეფორმატორებით. გამიჭირდება პრეცედენტის დასახელება, მსგავსი მასშტაბური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დესანტისგადასხმისა და მათი უშუალო ჩარევით ქვეყნის სამართავად გამოყენება. ასე დაიწყეთ საქართველოშიც, დღეს იგივე რეფორმებს ატარებთ უკრაინაში, თუმცა მაინტერესებს, _ რა შეცდომებს არ დაუშვებთ იქ, რასაც ნაციონალური მოძრაობასაქართველოში ვერ ასცდა? ანუ მსგავსება და განმასხვავებელი ნიშნები უკრაინასა და საქართველოს შორის... _ ის გამარჯვებები, რაც საქართველოში გვქონდა და 2012 წლის ოქტომბრის ის მარცხიც, ეს არის ძალიან დიდი გამოცდილება, რადგან შესაძლებლობა გვქონდა გადაგვეხედა ძალიან ბევრი რეფორმისთვის თუ გაკეთებული საქმისთვის. უკრაინას კი უფრო ახალი თაობის რეფორმებს ვთავაზობთ. ეს არ არის ასლი იმ რეფორმებისა, რასაც საქართველოში ვახორციელებდით, ეს არის კიდევ უფრო ახლებურად გააზრებული რეფორმები და, შესაბამისად, მაქსიმალურად მიწოდებული უკრაინის მოსახლეობისთვის. მთავარი განმასხვავებელი კომპონენტი გახლავთ მოქალაქის ჩართულობა, ანუ ჩვენ არ ვთავაზობთ რეფორმებს ზემოდან ქვემოთ. მუდმივად გამოგვაქვს რეფორმების ნებისმიერი კონცეფცია საჯარო განხილვაზე და ძალიან დიდია საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი _ მაქსიმალური ინტეგრაცია ბიზნესის ამ პროცესებში _ ბიზნესმა უნდა შექმნას რეალური ეკონომიკა და მათთან თანამშრომლობით ვაკეთებთ თითოეულ ინიციატივას და მათი მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ კონკრეტულ რეფორმებს, მაგალითად, პროკურატურის რეფორმაში ვთავაზობთ დამატებით ისეთი კომპონენტების შეტანას, როგორიც არის საზოგადოებრივი პროკურორი. გახმაურებულ და მნიშვნელოვან საქმეებზე უკვე საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, აირჩიოს ვინ უნდა პროკურორად და მაქსიმალურად ჩაერთოდს ამ პროცესში. ჩვენ გვინდა ასეთი ინიციატივითაც გამოვიდეთ, მაგალითად, 100 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში, საზოგადოებამ დანიშნოს ის პროკურორი, ვისზეც ფიქრობს, რომ უზრუნველყოფს ინტერესების დაცვას რომელიმე კონკრეტულ საქმეზე. ამ ადამიანს ექნება ყველა საპროკურორო უფლებამოსილება და შეძლებს უკვე ამ საქმის მიტანას სასამართლოში. ასევე იქნება ვალდებულებები, რაც აქვს სახელმწიფო ბრალმდებელს, ამ შემთხვევაში, პროკურორს. მაგალითად, „ჟვანიას საქმეზე“ რომ ყოფილიყო დანიშნული პროკურორი, რომელსაც შეარჩევდა საზოგადოება, მას ექნებოდა ვალდებულება, აღნიშნული საქმე მიეტანა სასამართლოში და, შესაბამისად, ყველა პოლიტიკური სპეკულაცია, რაც წლების მანძილზე გვესმოდა ამ ქეისთან დაკავშირებით, თავისთავად დამთავრდებოდა. _ ანუ რა შეცდომებს არ დაუშვებთ, ამაზე არ აპირებთ ყურადღების გამახვილებას?.. _ გეტყვით, თუმცა შემიძლია გავაკეთო აქცენტი, რა იყო ჩვენი შეცდომა... მაქსიმალურად ღია, გახსნილი კონკურენტული გარემო, მათ შორის, პოლიტიკაში. თუმცა ჩვენ უკრაინაში პოლიტიკურად ჩართულები არ ვართ. ამ შემთხვევაში ჩვენ ვახორციელებთ რეფორმებს. რაც შეეხება პოლიტიკას, ვფიქრობ, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც  ხელისუფლებაში ერთადერთ შემთხვევაში იქნება გრძელვადიანად, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ შეძლებს პოლიტიკური თავისუფლების შენარჩუნებას და პოლიტიკური კონკურენციის მაქსიმალურად წახალისებას. მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც დაფინანსების მოპოვება პოლიტიკური პარტიებისთვის რთულია, არ უნდა შეიზღუდოს ეს კონკურენცია. პირიქით, სახელმწიფომ მექანიზმები უნდა შექმნას, რომ პოლიტიკური კონკურენცია გაძლიერდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მომგებიანია ხელისუფლებაში მყოფი ნებისმიერი ძალისთვის, იმიტომ რომ იძულებულს ხდის, ფორმაში იყოს და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დაუშვას; ან თუ შეცდომას დაუშვებს, მალევე გამოასწოროს. ჩვენ აქ ვთავაზობთ მაქსიმალურად დეცენტრალიზებულ მმართველობას _ ქვემოდან ზემოთ მმართველობას და არა პირიქით. რაღაც ეტაპზე საქართველოც რომ ამ მიმართულებაზე გადასულიყო, უფრო მეტი ნაბიჯი გადაგვედგა დეცენტრალიზებული მმართველობისკენ, სიტუაცია შედარებით სხვა გვექნებოდა. ძალიან ბევრი ვერტიკალი იყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რომელმაც, ადრე თუ გვიან, გარკვეული პრობლემები შექმნა. _ ქართველი რეფორმატორები ხშირად აღნიშნავთ, რომ უკრაინის წარმატება საქართველოს წარმატებას ნიშნავს, რომ თუ დღეს ჩავარდა უკრაინა, ჩავარდნილია ასევე საქართველოც. დამისახელეთ კონკრეტული არგუმენტები, რით ავნებს საქართველოს უკრაინის მარცხი და პირიქით, რა მიმართულებით მოუტანს ჩვენს ქვეყანას წარმატებას? _ საქართველო ერთ რეგიონად განიხილება უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ეს ქვეყნები ევროპაში ინტეგრაციისკენ მიისწრაფიან. შესაბამისად, თუ უკრაინა ამოვარდება ამ კომპონენტიდან, ძალიან გაგვიჭირდება მარტო სიარული იმ რთულ გზაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ევროპაში ინტეგრაციისთვის. 2003 წელს, როცა საქართველოში რეფორმები დაიწყო, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წელს, გახსოვთ, უკრაინაში მოხდა „ნარინჯისფერი რევოლუცია“. სამწუხაროდ, ამ რევოლუციის შემდეგ უკრაინაში არაფერი შეიცვალა. სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ დავკარგეთ სტრატეგიული პარტნიორი და საქართველო მთელ რეგიონში მარტო აღმოჩნდა. შესაბამისად, გარკვეულწილად, ხელი შეგვეშალა ევროპასთან ინტეგრაციაში. როცა 2008 წელს რუსეთმა საქართველოს ტერიტორია დაბომბა, ამითაც იყო განპირობებული, რადგან ჩვენ ვერ მოვახერხეთ სწრაფი ინტეგრაცია _ ძლიერი პარტნიორები არ გვყავდა გვერდით. ამიტომ ვფიქრობ: ერთი მხრივ _ გეოპოლიტიკური თვლასაზრისით და ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით პრაგმატულად მნიშვნეოვანია, მეორე _ ეს არის ეკონომიკური თვალსაზრისი. უკრაინა უზარმაზარი ქვეყანაა ძალიან დიდი ეკონომიკური პოტენციალით. ამ ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს ეკონომიკის მაქსიმალური ინტეგრირება მოგვიტანს სამუშაო ადგილებს, ეკონომიკურ განვითარებას! მესამე და მნიშვნელოვანი კომპონენტი _ უკრაინის წარმატება რეფორმებში ნიშნავს რეფორმის ტალღას რუსეთის ფედერაციისკენ; ე. ი. მარტო საქართველო კი არ იქნება რუსეთის გარშემო მაგალითი იმისა, რომ რაღაც შეიძლება სხვაგვარად მოხდეს, რისი აღიარებაც მედვედევსაც არაერთხელ მოუწია, არამედ დიდ ქვეყანას _ როგორიც არის უკრაინა, მასაც შეუძლია აჩვენოს, რომ, თურმე, შესაძლებელია, დემოკრატიულმა განვითარებამ წარმატება მოუტანოს ზოგადად ქვეყანას. რეფორმების ტალღა, რომელიც შეიძლება უკრაინიდან დაიწყოს, აუცილებლად აიძულებს რუსეთსაც, რომ ის უფრო დემოკრატიული გახდეს და მაქსიმალურად გადავიდეს პარტნიორობაზე მის მეზობლებთან. _ ყოფილი მმართველი გუნდის უკრაინაში საქმიანობას საქართველოს ხელისუფლება, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, სკეპტიკურად უყურებს... შეფასებები ხშირად, ცინიკურზე მეტად, შეურაცხმყოფელია _ ცოცხებსა და იმ „9 წელზეაპელირებენ, რომელიც, მათი აზრით, ქართველი რეფორმატორების ხელში უკრაინელებს ემუქრებათ... რას უკავშირებთ `ქართული ოცნების~ მსგავს დამოკიდებულებას? _ „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა არასრულფასოვნების კომპლექსია. სამწუხაროდ, მათ ვერაფერი ახალი ვერ შექმნეს ამ სამი წლის მანძილზე. ნაცვლად დაპირებული კეთილდღეობისა, მივიღეთ გაუარესებული ეკონომიკა, მეტი გაჭირვებული ადამიანი, მეტი პრობლემები და ა. შ. სწორედ ეს არის, გარკვეულწილად, „ქართული ოცნების“ ბოღმისა და აგრესიის მიზეზი. გადადგმული ნაბიჯები თვალნათელია, იმიტომ რომ თუ ვინმემ შეძლო უკრაინაში კონკრეტული შედეგების დადება, თან ძალიან მოკლე დროში, ეს არის სწორედ ქართული გუნდი. სადაც კი ქართველები მუშაობენ, ყველგან წარმატებებია. ნაცვლად იმისა, რომ უხაროდეთ, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ გამოიყენონ ეს წარმატებები საქართველოს ეკონომიკური წინსვლისთვის, პირიქით, ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ და ბოღმიანების ჩასაფრებული პოზიცია. ეს არის მათი კომპლექსი, რომელიც ვერ გადახალეს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ დააბრალებენ, რომ ისინი ვერ ქმნიან პროდუქტს საქართველოში. საქართველოში კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება, რომლის შანსსაც „ქართული ოცნება“ ყოველდღე კარგავს. _ გიწევთ თუ არა იმ ქართველ მინისტრებთან შეხვედრა, რომლებიც სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩამოდიან და როგორ ხვდებით მათ? შეგიძლიათ რომელიმე კონკრეტული ვიზიტის გახსენება და ურთიერთდამოკიდებულების გახმიანება? აქვთ თუ არა კოლეგიალური პოზიცია, თუ ისინიც იზიარებენ მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციას, რომელიც ქართველი რეფორმატორების მიმართ ყოველთვის არაადეკვატური შეფასებებით გამოირჩევა და სასაცილოდ არ ჰყოფნის საქართველოში დამარცხებული ნაციონალური მოძრაობისაღმშენებლობა უკრაინაში? _ მე ოფიციალურ დელეგაციაშიც ვიყავი საქართველოს მხრიდან უსუფაშვილთან ერთად და ჩვეულებრივი შეხვედრები გაიმართა. მაგრამ თუ ავიღებთ სხვა მინისტრების ვიზიტს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო იუსტიციის მინისტრი და მისი ბოღმანარევი განცხადებები უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ. მათ არავინ უშლის ხელს, პროცესში ჩაერთონ, შესთავაზონ მხარდაჭერა უკრაინულ მხარეს, მიიღონ მონაწილეობა შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ იცი, იმას ვერ გააკეთებ. იგივე უკრაინელების მხრიდან იყო ნეგატიური დამოკიდებულება წულუკიანის ვიზიტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, სხვა კონკრეტულ ვიზიტებს ვერ გავიხსენებ, რადგან შედეგი არც ერთს არ მოჰყოლია. ერთი, რაც უკრაინელებს კარგად ახსოვთ, ეს არის პრემიერ-მინისტრის ორაზროვანი განცხადება ბოინგის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, ასევე მუდმივად დაგვიანებული რეაგირება საქართველოს მხრიდან. სხვათა შორის, საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით უკრაინელებმა ძალიან სწრაფი რეაგირება გააკეთეს. შესაბამისი რეზოლუციებიც მიიღეს და განცხადებებიც გააკეთეს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი შესამჩნევია და აქ ჩვენი აქტიურობა არ არის მხოლოდ კონკრეტული ადამიანების აქტივობა, ეს მთლიანად საქართველოს აქტივობაა და. შესაბამისად, უკრაინაში საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა რაც აუცილებლად შენარჩუნდება. _ ძალიან საინტერესოა, როგორ აპირებთ, თუნდაც, მხოლოდ ოდესის ოლქში რუსეთის პროვოკაციების, ან აგრესიის განეიტრალებას, რომელიც ყველაზე მეტად ფეთქებადსაშიში წერტილია უკრაინაში? დამეთანხმებით, საკუთარ ქვეყანაზე მეტად პასუხისმგებლობის გრძნობა აქ უფრო მაღალია, რადგან, გარკვეულწილად, ქართველების უკრაინაში საკვანძო პოზიციებზე ყოფნა მაღალი რისკის მატარებელია...      _ გეთანხმებით! რაც შეეხება კონკრეტულად ოდესას, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და მიხეილ სააკაშვილმაც იმიტომ გადადგა ეს ნაბიჯი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქრთველოსთვის აქ გამარჯვება. მეორე _ ჩვენი გუნდი პასუხისმგებლობას არასდროს გაურბის. საფრთხეები, რა თქმა უნდა, ბევრია. ერთადერთი იარაღი, რაც ჩვენ გვაქვს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ეს არის განვითარება, რეფორმები, სიახლეები, მოდერნიზაცია და ის პოზიტიური საქმე, რომელმაც უკრაინელები უნდა გააერთიანოს და მაქსიმალურად ბევრი კეთილი საქმე უნდა გაკეთდეს ამ ქვეყანაში. სხვა, ასე ვთქვათ, პირდაპირ შეირაღებულ დაპირისპირებას შედეგი არ მოაქვს და რთულია, ამ გზით გადაწყვიტო ეს პროცესი. ჩვენი მთავარი მიზანია, რეფორმებით დავანახვოთ სრულიად უკრაინას, რომ შესაძლებელია განვითარება და ეს იყოს გზავნილი რუსეთისთვის, მისი მოსახლეობისთვის, რომ, თურმე, შეიძლება დემოკრატიულ საზოგადოებაში იცხოვრო, თან გქონდეს ნორმალური შემოსავალი და მომავლის იმედი.   ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკური ამინდი...   _ ოპოზიციაში გადასული `ნაციონალური მოძრაობა~ შედარებით მისაღები აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, მიუხედავად დღემდე არსებული და ვერდავიწყებული „9-წლიანისტიგმისა, ვიდრე ხელისუფლებაში მყოფი მმართველი ძალა. ის, რომ ხელისუფლების ვერტიკალში ყოფნა არცთუ ისე პოპულარული ეტაპია ნებისმიერი პარტიისთვის, თავისი ვალდებულებებითა და პასუხისმგებლობებით, ეს ცნობილი თემაა, მაგრამ რა არის კიდევ ის ფაქტორები, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ამ მოძრაობას მოთხოვნადს რომ ქმნის და დღის მანძილზე ნიუსებისმთავარი თემაა? რაზე მოდის მეტი წილი, ცალკეულ სუბიექტებზე, თუ თავად პარტიულ შემადგენლობაზე? _ „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე პროფესიონალი ადამიანების ერთობლიობაა. ადამიანების, რომელთაც აქვთ ქვეყნის მშენებლობის, რეფორმების კეთების გამოცდილება და უნარი, წინასწარ დაინახონ და განჭვრიტონ ის პრობლემები, რის წინაშეც შეიძლება დადგეს მოსახლეობა. ამ შემთხვევაში, სწორედ აქედან გამომდინარეობს, რომ მნიშვნელოვანი ძალაა. დაგეთანხმებით, რომ პოლიტიკურ განრიგს ქმნის „ნაციონალური მოძრაობა“. ის პრობლემა, რის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას, ამაზე ჩვენი გუნდი საუბრობდა ორი, სამი წლის წინათ, მაშინ, როცა ოპოზიციაში გადავედით. ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღეს, მაგალითად, გადასახადების შემცირებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით სხვადასხვა რეგულაციის შემოღებაზე, წინასწარ ვაფრთხილებდით  ხელისუფელბას, რომ ეს პრობლემებს მოიტანდა. ჩვენს გუნდს დიდი გამოციდელება და ცოდნა დაუგროვდა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს კონკრეტული ნაბიჯი და ქმედება, რასაც დგამს ხელისუფლება, პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ამიტომ არის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა და ძლიერი ოპოზიციური ძალაა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ საკითხზე საკუთარი მყარი პოზიციის გამოხატვა და ჩამოყალიბება. დიახაც, პოლიტიკურ განრიგს, ხშირად, სწორედ ჩვენ ვქმნით! _ ნაციონალური მოძრაობარამდენიმე ბანაკად დაიყო. თუკი ვერ დამისახელებთ კონკრეტულ პერსონებს ბანაკის მესვეურებიდან, იქნებ, მიმართულებებითა და ხედვებით მაინც დაჰყოთ, რომელი ბანაკი რა ღირებულებებს ანიჭებს უპირატესობას? _ არ მგონია, რამდენიმე ბანაკი იყოს, მაგრამ ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის ეს რთული გასაგებია. შიდაპარტიული კონკურენცია ჯანსაღი პროცესია. ავიღოთ ნებისმიერი პარტია, თუნდაც „რესპუბლიკური პარტია“, ან „დემოკრატები“, იქაც არ გახლავთ ყველა ერთ აზრზე და სერიოზული შიდა ფრაქციებია, რომლებიც ყოველთვის იბრძვიან საკუთარი ინტერესების წინ წამოსაწევად. მაგალითად, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებზე ჯერ შიდაპარტიული პრაიმერი ტარდება და მერე _ საერთო ეროვნული არჩევნები. შესაბამისად, იგივე ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომელიც ძალიან დიდი ორგანიზმია და, რა თქმა უნდა, იქ აზრთა სხვადასხვაობაა. ასევე განსხვავებული მოსაზრებებია სტრატეგიაშიც. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი, რადიკალური ცვლილებებია საჭირო თვითონ პარტიაშიც. ჩემი პროგრამაც გამოვაქვეყნე, საკმაოდ დეტალურად აღვწერე, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, როგორ ვიყოთ უფრო მიმზიდველები, როგორ ჩავრთოთ უფრო მეტი ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობაში, როგორ შევქმნათ და ჩამოვაყალიბოთ შესაძლებლობების პლატფორმა... _ სხვებს? _ სხვებს განსხვავებული აზრი აქვთ ამასთან დაკავშირებით. ხანდახან ეს ყველაფერი ძლიერ კამათში გადადის, რაც არავისთვის დასამალი არ არის.  ვიმეორებ: ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი იმიტომ, რომ ნებისმიერი დიდი პოლიტიკური ორგანიზმი ასე იმართება და არა პირიქით. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ მოკლავს შიდა კონკურენციას, მაშინ ამ გუნდში ძალიან ბევრი ადამიანი პერსპექტივას ვერ დაინახავს და მას განვითარება არ ექნება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ის არის, რომ უშვებს აზრთა სხვადასხვაობას და მიუხედავად ამისა, ერთიანობა შენარჩუნებულია.   ძველიდა ახალინაციონალებისშერკინება...   _ რახან მაინც ერთიანობაზე აკეთებთ აქცენტს, მომიწევს, უფრო დავაკონკრეტო კითხვები... თქვენ თანამოაზრეებთან ერთად იმ ბანაკში აღმოჩნდით, რომელსაც პარლამენტსა და მის გარეთ სმიშლიონებსეძახდნენ, წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ და შედარებით ძველი სახეების, უფრო კონსერვატიული მიდგომების ბანაკის წარმომადგენლების შემცვლელებადაც მოიაზრებდნენ. პარტიაში გაჩნდა თუ არა პირველი ბზარი მაშინ, როცა ეს დამოკიდებულებები შესამჩნევი გახდა? _ ამას ბანაკებს არ დავარქმევდი, თუმცა კონკურენცია არის. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აზრთა სხვადასხვაობა არის. არ დამიმალავს არასდროს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსხვავებული გარდაქმნები სჭირდება, რომ უფრო მიმზიდველი გახდეს მოსახლეობისთვის. როცა კონკურენცია არ არის, მაშინ პროდუქტი არ იბადება და, უბრალოდ, სისტემა იშლება. ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ და არ დაჭაობდება სწორედ იმიტომ, რომ შიდაკონკურენციაა. თქვენ თვითონ თქვით, რომ საქართველოში პოლიტიკურ ამინდს დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის. შესაბამისად, ყველაფერი წინ არის და ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. შეიძლება ის, ვინც დიდი ხანია პოლიტიკაშია, თავის კონკურენტად აღიქვამს იმას, ვინც ახალი შემოსულია პოლიტიკაში... _ გარკვეული დარტყმის აღება მოგიწიათ 19 აპრილის ცნობილ მიტინგზეც. სურდა ეს თუ არა ვინმეს, თქვენ მართვის სადავეები აიღეთ ხელში და მაშინდელმა თქვენმა სიტყვამაც ძველი სახეებიცოტა გააღიზიანა. ამის გამო ერთგვარი სანქციაც დაგიწესეს პარტიაში, როცა თბილისის მერობის კანდიდატად, მიუხედავად თქვენი აშკარა უპირატესობისა რეიტინგებში, მაინც ნიკა მელია არჩიეს თქვენ თავს... დასახელდნენ კიდეც ამ გადაწყვეტილების ავტორები: სააკაშვილი-უგულავა-ბოკერიას სამეული და მიზეზიც _ გიორგი ვაშაძის მზარდი ამბიციის მოთოკვა... მიდასტურებთ თუ არა, რომ პარტიაში მიზანმიმართული ბრძოლაა თქვენსა და თქვენი მიმდევრების წინააღმდეგ და თქვენ ჩრდილში ყოფნა ამჯობინეთ, რომ ხელსაყრელი მომენტის დადგომას დალოდებოდით, როცა შანსები მეტი გექნებოდათ პარტიასთან დასაპირისპირებლად? _ ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც მერობის არჩევნებში არ მივიღე მონაწილეობა. არ მგონია, 19 აპრილს გამოეწვია პროცესები, თუმცა ეს ამ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. ვამბობ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ნამდვიალდ არის აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ არა ყველა იმ ადამიანთან, რომლებიც ჩამოთვალეთ. ჩრდილში არასდროს გადავსულვარ, 19 აპრილის შემდეგ ძალიან აქტიური ვიყავი და დღესაც ვმონაწილეობ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ერთადერთი ის არის, რომ გარკვეული დრო მიწევს უკრაინაში ყოფნა და აქედან გამომდინარე, შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ პასიურ რეჟიმში ვარ ქართულ პოლიტიკაში. _ როცა თქვენი გუნდი უკრაინაში გადასხეს, აქაც პირველი იყავით იმ ადამიანებს შორის, ვინც გამოცდილებას უზიარებდა ადგილობრივ ჩინოსნებს, თუმცა ერთგვარი სტატუსის მონიჭება, ან საკვანძო თანამდებობა სქართველოს ფარგლებს მიღმაც ვერ გაიმეტა თქვენთვის ნაციონალურმა მოძრაობამ“... პირიქით, კენწვლითი სტატუსებიც კი გამოჩნდა თქვენი მისამართით. მაგალითად, როცა გიგა ბოკერიას მეუღლე საჯარო სივრცეში პარტიაში კომკავშირის მდივნის სტილისახალგაზრდებზე წერს. ნაცმოძრაობისკულუარებში საკმაოდ ჩახედულმა ადამიანებმა იციან, თუ ვის გულისხმობს თამარ ჩერგოლეიშვილი... _ რაც შეეხება ჩერგოლეიშვილის განცხადებას, ნამდვილად არ ვაპირებ, დიდი ყურადღება მივაქციო. კომკავშირი მე საერთოდ არ მახსოვს, იმიტომ, რომ ძალიან პატარა ვიყავი და ნამდვილად არ ვყოფილვარ კომკავშირის წევრი. ჩერგოლეიშვილს შეიძლება ახსოვს კომკავშირის დრო და ის პერიოდი, მაგრამ მე ვიცი, რომ ჰარვარდის ბიზნესსკოლა დავამთავრე და კარგად მომეხსენება, როგორ უნდა აეწყოს ნებისმიერ ორგანიზაციაში მენეჯმენტი. თუ ვინმეს საქართველოში ინოვაციური მენეჯმენტი დაუნერგავს, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მათგანი ვარ, ჩემს გუნდთან ერთად. ნამდვილად არ ვაპირებ ჩერგოლეიშვილზე აყოლას. ეს არის ადამიანის შეხედულება, თავისუფალია და შეუძლია გააკეთოს მსგავსი განცახდებები. ჩემთვის მთავარია საზოგადოებრივი აზრი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ განცხადებას არ ჰქონდა შესაბამისი გაზიარება. _ თანაგუნდელებმა განსაკუთრებით მაშინ აგითვალწუნეს, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, მაინც რომ გააკეთეთ  ინტერნეტგამოცემა, არასამთავრობო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯგუფები და თქვენი აქტიურობაც შესამჩნევი გახდა... _ ამასთან დაკავშირებით მართლაც იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხილვები. ძალიან ბევრ ადამიანს ცალკეული ინიციატივები არ მოსწონდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ პირიქით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატებაა, როცა ბევრი ცალკეული ადამიანი თუ ჯგუფია, ვისაც შეუძლია, დამოუკიდებელი ინიციატივები ჰქონდეს. მაგალითად, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ ინიციატივით ათასობით ახალგაზრდა იკრიბება ხონის რაიონში, სადაც 7-თვიანი პროექტის შეჯამება გვექნება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდრე არაფრის კეთება. ჩემი მიზანია, საქართველოს ჰყავდეს ახალგაზრდა თაობა, რომელიც ადეკვატურად აღიქვამს ქვეყნის მდგომარეობას, გარკვეული ხედვა აქვს, როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. ღიად გეტყვით: ამაზე ბევრს ვსაუბრობდით „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, თუმცა ეს საუბრები ამოწურულია. ნამდვილად არ ვაპირებ აქტივობების შეჩერებას, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა, რომელსაც უნდა, რომ პრობლემებზე იმუშაოს, გადაწყვიტოს. რაც შეეხება იმას, რატომ არის, პრობლემები, შეიძლება იმიტომ, რომ მართვის სტილს სხვადასხვაგვარად ხედავენ. მე მართვის სტილს ვხედავ სრულიად დამოუკიდებელ, საერთო პრინციპების გარშემო აგებულ ინიციატივაში. ბევრი შეიძლება იმას ხედავს, რომ პარტია არის ვერტიკალი, სადაც პარტიის ყველა წევრი უნდა იყოს ამ ვერტიკალში. ვერტიკალური პარტიების დრო XXI საუკუნეში აღარ არის! აი, ამ მიმართულებით რომ მივდივართ, ამიტომ აქვს წარმატების, გადარჩენის დიდი პერსპექტივა ამ მოძრაობას. ზოგს ეს შეიძლება არ მოსწონს და ფიქრობს, რომ პარტია ვერტიკალია, ან კომკავშირი იყო ვერტიკალი... ეს მათი გადასაწყვეტია! თქვენც კარგად ხედავთ, რომ მე აქტივობები არ გამიჩერებია, პირიქით, ვაგრძელებ.   ერთ ღამეში დავარცხნილიარჩევნები...   _ რა დაპირისპირება და ფარული შეხვედრები უსწრებდა წინ აღმასრულებელი პარტიის მდივნის არჩევნებს? ჩავიდნენ თუ არა სააკაშვილთან ბოკერია, თარგამაძე და ნადირაშვილი და ითხოვდნენ თუ არა სერგო რატიანისთვის მხარდაჭერას? თუმცა სააკაშვილმა თავი შორს დაიჭირა. მისგან განსხვავებით მცდელობა და სატელეფონო ზარები არ დაუკლია ზურაბ ადეიშვილს პოლიტსაბჭოს იმ წევრებისთვის, რომლებთანაც თქვენ სასარგებლოდ ხმების წამოღება შეეძლო... იქნებ, ამ ბატალიების შესახებ უფრო მეტი გვითხრათ? არ დადგა დრო, რომ გიორგი ვაშაძე ალაპარაკდეს ნაცმოძრაობისსამზარეულოზე? _ ეს იყო ცალსახა, დაძაბული არჩევნები პარტიის შიგნით. რაც შეეხება თარგამაძის ჩამოსვლას, ის საერთოდ არ ყოფილა უკრაინაში ბოლო რამდენიმე წელია, ეს არასწორი ინფორმაციაა. ბოკერია-ნადირაშვილი აქ მაშინ იყვნენ, როცა ჩვენ ყველა ერთად ჩამოვედით, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალზე ვმსჯელობდით. ცალკე რა საუბარი ჰქონდათ მიხეილ სააკაშვილთან, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა თქვენ თვითონაც იცით, რომ სააკაშვილს ნეიტრალური პოზიცია ჰქონდა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, მას მხარდაჭრა არ დაუფიქსირებია, რადგან ფიქრობს, რომ შიდაარჩევნებმა შიდაკონკურენცია უნდა გამოკვეთოს. რაც შეეხება თვითონ არჩევნებს, ეს იყო დაძაბული არჩევნები და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ჩემი პროგრამა წარვადგინე, რომელიც უფრო „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებისკენ მოწოდება იყო. გარკვეულწილად, შეიძლება ვიღაცამ მიიჩნია, რომ სერგოს პროგრამა უფრო ნეიტრალურია და არ არის იმდენად რადიკალური, როგორც ჩემი. შესაბამისად, ეს არჩევნები არ იყო მარტივი არჩევნები. კიდევ ერთხელ ვამბობ: „ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული კონკურენტული არჩევნების პრეცედენტი დაფიქსირდა და დღეს დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა. _ თუ თავის არჩევანში ყველა თავისუფალი და დამოუკიდებელი იყო, ვგულისხმობ პოლიტსაბჭოს წევრებს, რით ახსნით ერთ ღამეში შეცვლილ კეთილგანწყობას თქვენ მიმართ, მით უმეტეს, რომ ცნობილ პარტიულ სხოდკაზე“, რომელიც კიევში გაიმართა, თვითმფრინავში თქვენი მხარდამჭერებ

გაზიარება