QronikaPlus
პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა

პუტინმა ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თანამდებობიდან გადააყენა

2015-06-05 07:06:07

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, ჩრდილოეთ ოსეთის მეთაური თეიმურაზ მამსუროვი თანამდებობიდან გადააყენა. იუწყება სააგენტო РИА «Новости». ,,პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობას, დროებით ტამერლან კიმოს-ძე აგუზაროვი დაიკავებს. ის საკუთარ უფლებამოსილებას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილი პირის დანიშვნამდე შეასრულებს" - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. ტამერლან აგუზაროვი რუსეთის დუმის წევრია და ის ქვეყნის პარლამენტში ,,Единой Росси"-ას წარმოადგენს, რომელიც მანამდე ჩრდილოეთ ოსეთის სასამართლოს ხელმძღვანელობდა

გაზიარება