QronikaPlus
პუტინი სასომხეთს 24 აპრილს ეწვევა

პუტინი სასომხეთს 24 აპრილს ეწვევა

2015-04-20 08:10:57

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მიმდინარე წლის 24 აპრილს ერევანში ჩავა და ოსმალეთის იმპერიაში, სომეხთა გენოციდის 100 წლისთავის ხსოვნისადმი მიძღვილ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას კრემლის სპეცსამსახური ავრცელებს. პუტინის ვიზიტი სასომხეთში, ქვეყნის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის მიწვევით განხორციელდება. რუსეთის პრეზიდენტის  სასომხეთში ჩასვლა, მხოლოდ სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობით არ შემოიფარგლება და როგორც ექსპერტები განმარტავენ, ორი ქვეყნის ლიდერები, სამომავლო ურთიერთობებსაც განიხილავენ, მათ შორის სამხედრო სფეროშიც.

გაზიარება