QronikaPlus
ვლადიმერ პუტინი: „ყირიმის დაბრუნების ოპერაციას პირადად მე ვხელმძღვანელობდი“

ვლადიმერ პუტინი: „ყირიმის დაბრუნების ოპერაციას პირადად მე ვხელმძღვანელობდი“

2015-03-16 05:07:03

აღნიშნული განცხადება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ანდრეი კონდრაშოვის დოკუმენტურ ფილმში  ,,ყირიმი გზა სამშობლოსაკენ“ გააკეთა, რომლის საპრემიერო ჩვენება გუშინ «Россия 1»-ის ტელევიზიით შედგა. ,,იცით ჩვენი უპირატესობა რაში მდგომარეობდა? ეს იყო დეტალურად გათვლილი ოპერაცია, რომელსაც პირადად მე ვხელმძღვანელობდი და აბსოლუტურად  ყოველი ნაბიჯი სწორად და გათვილად გადაიდგა. როდესაც ასეთ რამეს ქვეყნის პირველი პირები აკეთებენ, ოპერაციაში მონაწილე ადამიანები საქმეს გულისყურით უდგებიან და მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ. მათ სამუშაოს შესრულება უადვილდებათ. ისინი ბრძანებას ასრულებდნენ, რომლის გამცემი ფაქტობრივად მათ გვერდით იდგა. ჩვენ ყირიმი 24 საათში მიუვალ ციხესიმაგრედ ვაქციეთ, სანაპირო ზოლი თავდაცვითი, ეფექტური, ულტრათანამედროვე საზენიტო კომპლექსით «Бастион»-ით გავამაგრეთ, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს. პარალელურად ნახევარკუნძულის უსაფრთხოებას ,,С-300“ საზენიტო კომპლექსები და ,,Бук“-ის კლასის რაკეტები იცავდნენ, აღარაფერს ვამბობ სევასტოპოლში მობილიზებულ  ცოხცზალ ძალაზე. არასდროს არ განვიხილავდი  ყირიმის უკრაინისათვის ჩამორთმევას, მე უბრალოდ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედე. ყირიმელ ხალხს მშვიდობა სჭირდებოდა  და ჩვენ, ეს მშვიდობა მათ დამსახურებულად გადავეცით“ - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

გაზიარება