QronikaPlus
ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია

ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია

2015-03-07 06:42:55

როგორც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა. ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დაკავებულია. ბორტნიკოვი მათ ვინაობასაც ასახელებს. მისი თქმით ესენი არიან ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი. 4 მარტს რუსეთის ,,ФСБ" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამოძიებას ჰყავდა ეჭვმიტანილები. ჯერჯერობით სხვა რაიმე ტიპის დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაზიარება