QronikaPlus
დებალცევოს რკინიგზის სადგურს და მილიციის შენობას ამბოხებულები აკონტროლებენ

დებალცევოს რკინიგზის სადგურს და მილიციის შენობას ამბოხებულები აკონტროლებენ

2015-02-17 12:24:34

დონბასელმა ამბოხებულებმა დებალცევოს რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე მდებარე მილიციის შენობა დაიკავეს. ინფორმაციას საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ტელეკანალ ТСН-ის ჟურნალისტი ანდრეი ცაპლიენკო ავრცელებს. ,,მე დავუკავშირდი დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თავდაცვის უწყების ცენტრალურ შტაბს და ინფორმაცია დამიდასტურეს. მინდა ავღნიშნო, რომ უკრაინელი ჯარისკაცები მასიურად ტოვებენ დისლოკაციის ადგილს და ადგილობრივ ამბოხებულებს სიცოცხლის შენარჩუნების მოთხოვნით ტყვედ ბარდებიან. ადგილობრივი მებრძოლები ალყას ავიწროვებენ და სულ უფრო და უფრო უახლოვდებიან დებალცევოში დისლოცირებულ უკრაინული საჯაროსო ფორმირებების სტრატეგიულ წერტილებს“ წერს ანნდრეი ცაპლიენკო.

გაზიარება