QronikaPlus
საიდუმლო სერობა პრემიერის სიმამრთან - სკანდალური დეტალები (აუდიო)

საიდუმლო სერობა პრემიერის სიმამრთან - სკანდალური დეტალები (აუდიო)

2015-01-27 06:01:38

ამ წუთებში „პირველ რადიოში“ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ჟურნალისტებს ხვდება და იმ სკანდალურ ჩანაწერს ასაჯაროვებს, რომლის აუდიო და სტენოგრამულ ვერსიასაც გთავაზობთ:

სკანდალური ჩანაწერი, რომელსაც „ქრონიკა+“-ში დღეს ვაქვეყნებთ, „კუდის“ ყოფილმა თანამშრომელმა, სხვა ჩანაწერებთან ერთად, დაახლოებით, ერთი თვის წინ გადასცა ამ წერილის ავტორს. მგონი, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს ჩემი რეაქცია, როცა ვნახე, რომ საუბრის ერთი მონაწილე მე ვარ, მეორე _ ლაშა ამირეჯიბი. ფარული ჩანაწერი საათი და ჩვიდმეტი წუთი გრძელდება. ჩემი და ლაშა ამირეჯიბის აღნიშნული შეხვედრა, რამდენადაც სწორად მახსოვს, შარშან ზამთარში, „ქრონიკა+“-ის ოფისის მახლობლად მდებარე კაფეში შედგა. სწორედ იმიტომ, რომ საუბარი ეხებოდა ფრიად მნიშვნელოვან თემებს და გამოგვერიცხა ჩაწერის ალბათობა, ერთმანეთს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და ტელეფონების გარეშე შევხვდით. ამის დასტურია ისიც, რომ საუბრის მანძილზე არც ერთი ჩვენგანის მობილური ტელეფონი არ რეკავს, ისევე როგორც ფარულ ჩანაწერს ფონად ხმაური გასდევს. ჩვენს შეხვედრას წინ უძღოდა გახმაურებული სკანდალი, როცა „კუდის“ ყოფილმა თანამშრომელმა, თემურ კენკებაშვილმა, მოსკოვში მცხოვრები პოლიტპატიმარი, ზურაბ ხუბულაშვილი ტელეფონით ჩაწერა და ამ უკანასკნელმა დაადასტურა, რომ 20 000 დოლარი მას და ლაშა ამირეჯიბს სწორედ პრემიერის სიმამრმა, თამაზ თამაზაშვილმა გადასცა (საუბრის აუდიოჩანაწერი „ქრონიკა+“-ის რედაქციაში ინახება). ჩვენ სწორედ ამ საკითხის დეტალების გასარკვევად შევხვდით ერთმანეთს. ცხადია, არავითარი ეჭვი არ მაქვს, რომ ჩვენი საუბარი ლაშა ამირეჯიბმა ჩაწერა, ჩვენ ტელეფონებიც კი არ გვქონდა, თან ამ შეხვედრაზე, როგორც ჩანს, საუბრის ჩაწერა მოხდა ან გვერდით მაგიდიდან, ან მოწყობილობა წინასწარ იყო დამონტაჟებული იმ მაგიდაზე, სადაც ვისხედით. ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო კვლავ აქტიური გახდა პრემიერ ღარიბაშვილისა და მისი ცოლის ნათესავების თემა. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობიდან გადადგა, ამ გადადგომით სამინისტროზე ფაქტობრივი კონტროლი დაკარგა გენერალმა თამაზ თამაზაშვილმა, გადადგომამდე იყო სკანდალური მოხსნები და დანიშვნები, უწყებაში თანამდებობებზე დაინიშნენ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი კადრები. ამ თემაზე „ქრონიკა+“-ს არაერთი რესპონდენტი უყვებოდა, მათ შორის, შვილის საფლავზე მხეცურად მოკლული იური ვაზაგაშვილიც, რომლის გამოუქვეყნებელ ინტერვიუს სწორედ დღევანდელ ნომერში გთავაზობთ. სამწუხაროდ, წელიწადნახევრის განმავლობაში არც ერთმა სკანდალურმა განცხადებამ შედეგი არ გამოიღო. პროცესები მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მერე დაიძრა და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა კითხვას პასუხი გაეცემა. რა ფუნქცია ჰქონდა შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრს ამ პროცესებში, რატომ მონაწილეობდა ის მინისტრის სამუშაო კაბინეტში გამართულ შეხვედრებში, რა თანხაზეა საუბარი ჩანაწერში, რატომ იგეგმებოდა პოლიტპატიმრების ორგანიზაციების, „იაჩეიკების“ შექმნა და ვინ იხდიდა ამ კერების დასაფინანსებლად ფულს? ეს ის კითხვებია, რომელსაც ქვემოთ შემოთავაზებული საუბრის ფრაგმენტი აუცილებლად უპასუხებს.   ფარული ჩანაწერი (ფრაგმენტი)   ლაშა ამირეჯიბი _ ელისო კილაძე   ლ.ა.: როგორ იყო ეგ ამბავი, გეტყვი ახლა მე: მეორედ რომ შევხვდი ირაკლის, უნდა შეგარიგო ხვედელიძესთანო, ეს განდონი ხომ წავათრიე მეორეჯერ და მესამეჯერ. (იგულისხმება ზურა ხუბულაშვილი) ე.კ.: აი, აქ მიქარე, იმიტომ, რომ რად გინდოდა ვიღაცა მესამე პირის მიყვანა, როცა შენ იყავი პირდაპირ კავშირზე? ლ.ა.: ახლა, მანდ ახლა რა ხდებოდა, _ წამიყვანე, წამიყვანე, წამიყვანე... _ კაი-მეთქი, წაგიყვან. წავიყვანე ერთხელ, წავიყვანე ორჯერ, წავიყვანე სამჯერ. რაღაცა ყ...ეობები ილაპარაკა, ეს ბიჭი კინაღამ გადარია, _ შენ ჩემი „ლუბიმჩიკი“ ხარ და _ მეთქი, შე ყ...ეო, მინისტრია, რაებს ელაპარაკები, სირცხვილია! თამაზაც იქ იყო. მეორე შეხვედრაზე, _ შეურიგდი გელას, _ არ შევურიგდები. მესამე შეხვედრაზე მე და გელამ ვიკამათეთ. ზურა იქით იჯდა, ირაკლა აქ იჯდა, თამაზა აქ იჯდა. _ მეთქი, მე არ შევურიგდები, დავამთავრე. ასე გადააქნია, გელა ადგა და წავიდა „ვაბშე“. ამან შემოაგდო პოლიტპატიმრების თემა, გასიებულმა ნაბოზარმა, რა. ე.კ.: ვინ, ხუბულაშვილმა? ლ.ა.: პოლიტპატიმრების „კამანდა“ ხომ გჭირდებაო? ჩვენო გავაკეთებთო. თამაზასთან მანამდე ნალაპარაკები ქონდა, ამასობაში მე და ხვედელიძე ვდაობთ, _ მეთქი, ტელეფონი გამორთე ჩემი სახლის, ჩართული რომ გაქვთ, შენ შიგ ხომ არა გაქვს, ჩემი ოჯახი რას ლაპარაკობს, რა შენი ტრ...კის საქმეა, მიდის მაგარი „კაჩავი“. _ „იტოგშიო“, _ დაიწყო ბაზარი, _ ფული რამდენი გჭირდებაო, რამდენია საჭიროო, გავაკეთოთ „იაჩეიკებიო“? ბიჭო, მე ამას ვუყურებ, სიმონ და მე ამასთან. ე.კ.: შენს მიყვანილ საქმეზე უცებ თავისი საქმე გაიკეთა. ლ.ა.: მე მაგ საქმეზე არც მივსულვარ. მე მივედი ამ გელა ხვედელიძის საქმეზე. მე და ეგ ვდაობთ, უცებ ეს თემა ჩამოვარდა, ხვედელიძემ დაწვა _ მოიცა, რა, ლაშა, ამ თემაზე დავილაპარაკოთ. და როგორც ბოზი ქალი, იმას ისე წამოაწითლა და ხვედელიძემ მოწვა, მიყვება, რა, ამაზე, ამანაც ხომ მოწვა, პატარამ და „კაროჩე“, რა გჭირდებათ, როგორ გჭირდებათ, მერე მეც უკვე ვუსმენ, მე ამათ, რა... თამაზას გავხედე, სიმონ, „კაროჩეო“, თამაზას ეუბნება ეს პატარა, ლაშას მიეცი ოცი ათასიო. იმას კი არა, ლაშასო. ე.კ.: ააა, იმიტოა გამსკდარი. ლ.ა.: მანქანა გყავსო? _ მეკითხება, _ ახალი მანქანაც იყიდეო, _ მეუბნება, _ ოღონდ ეს საქმე გავაკეთოთო. რა გინდათ, რომ გავაკეთო? _ ჩვენ ჩვენი პოლიტიკური „კამანდა“ რომ გვყავდეს ქუთაისშიო. ახლა გიყვები ამას, შენ გეუბნები და ნუ გამოიყენებ ჩემს წინააღმდეგ. ე.კ.: არ გამოვიყენებ, რატომ გადაწყვიტე? ლ.ა.: ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და სამეგრელოში. ეს ტენის ბათუმს „მოშნად“. მე ვუთხარი, _ თუ ესე მიდგა საქმე საქმეზე, მე ვუთხარი, ჯერ თბილისი გავაკეთოთ. ე.კ.: მერე რეგიონები... ლ.ა.: ეს, _ ბათუმი, ბათუმი. ე.კ.: რატომ ტენიდა? ლ.ა.: ამან შეუგდო, ხვედელიძემ, ბათუმში გავაკეთოთო, სამეგრელოშიც გავაკეთოთო, ახალციხეშიც გავაკეთოთო და თბილისშიც გავაკეთოთო, რამდენი იქნება საჭიროო? მე ჩუმადა ვარ, მე რა ვიცი, რამდენი იქნება? ე.კ.: თან შენ ფულზე არ ხარ მისული, აზრზე ხარ, ეს ხუბულაშვილი... ლ.ა.: ეს წამოწითლებულია, ქვემოთ რომ ჩავედით, მე ვუთხარი, _ შენ, ბიჭო, ბოზი ქალივით ცოტა ხანი თავი მაინც შეგეკავებინა-თქო. როგორც კი ფული დაინახა, ოოო, ეგრევე, ამან ხომ მოწვა, ეგრევე გადაუგდო. ოცი ათასი საკმარისი იქნებაო, ერთ იმაზეო. ე.კ.: ერთჯერადი. ლ.ა.: არა, ერთ „იაჩეიკაზე“, რა... ჯერ ერთი, მერე მეორე, მერე მესამე ეგ ამბავი, მერე პოლიტპატიმრები. ე.კ.: ყველაზე მაგარი თემა პოლიტპატიმრების თემა იყო იმ პერიოდში. ლ.ა.: 26 მაისი, რაღაც ნანა, რაღაც ფინანსურად და ამათი ის, როგორც ჩანს, ის იყო, რომ გამოეთავისუფლებინათ და თავისთან დაეყენებინათ. წინა იმაზე ვილაპარაკეთ მე, თამაზამ, ზვიადამ და ირაკლიმ, ზვიადაც იყო, მგონი, ჩვენთან. ერთხელ, არა, ზვიადა არ იყო. ზვიადაზე რომ იყო ლაპარაკი, მგონი, თამაზამ თქვა, ჩემი ძმაკაცი არისო, პოლიტპატიმარიო. ხვედელიძემ, ბაზარი არ არისო, ქუთაისში გავუკეთოთ მაგასო, გავუშვათო სამმართველოს უფროსადო. ე.კ.: ზვიადი მართლა ძაან კარგი ბიჭია. ლ.ა.: თამაზამ თქვა, ოოო, „ჩერეზჩურ“ კაი ბიჭია, მეც ჩემი ძმაკაცია, „ჩერეზშურ“ კაი ბიჭია. ეს თემაც კი იყო, ვიღაცეები დავასაქმოთ, ეს განდონი ვიღაცეებს ტენის სამსახურში. თამაზამ თქვა, ზვიადასაც გავუკეთოთ ერთი სამსახურიო, მე არ ვიცი, ეს რა იყო, „სბროსი“. ე.კ.: არ გაუკეთეს არაფერი. ლ.ა.: შეიძლება თამაში იყო, შეიძლება ეს იყო, შეიძლება ის იყო. არ ვიცი, „კაროჩე“, გავაკეთოთ, გავაკეთოთ. ჰაი, ჰუი, ხელი ჩამოვართვით. გამოვდივარ, _ ლაშაო, _ მე მეუბნება, _ მანქანა შენზე გაიფორმეო. ეგ ფულიც შენ იცი, როგორც უნდა გააკეთოო. ეს თესლი, ალბათ, გამწარდა ამაზე, სიმონ, გაიგე? _ მეთქი, მე მანქანა რატომ უნდა გავიფორმო ჩემზე-თქო? და _ მე მინდა, რომ მანქანა გაიფორმოო. რამე ისეთი მანქანა იყიდეო, კარგიო, ახალიო და შენზე გაიფორმეო. _ მეთქი, რაზეა ბაზარი, ამაზე გაფორმდეს, თამაზაზე გაფორმდეს, ვიზეც გინდა, იმაზე გაფორმდეს, მე „ჩისტა“ საქმიანად მივუდექი ამას, რადგან ასეა, ისიც ამ ქონებს ათანთალებს, ეს თამაზა „ვაბშე“. ეტყობა, თამაზას უნდოდა, ეს ყველაფერი გაკეთებულიყო. რომ შევხედე, _ მეთქი, მე რატომ უნდა გავიფორმო მანქანა, გაიფორმოს ვინმემ, ან თამაზამ, ან ზურამ. _ არა, არაო, მე ეგრე მინდაო, ხვალ დილით თამაზას დაურეკეო და მოგცემს ფულსო. _ კარგი, _ მე ვუთხარი, _ თამაზი ჩაჯდა მანქანაში, მე ეს გასიებული ჩავისვი, მე ვუთხარი, _ ბიჭო, ათი წუთი მაინც... ე.კ: შეგენახა თავი. ლ.ა.: თავი შეგენახა. ბოზი ქალივით რომ მოიქეცი, როგორც კი ფულზე დაიწყო ლაპარაკი-თქო. წამოგაწითლა და კინაღამ კომაში რომ ჩავარდი-მეთქი. ნუ, დავიშალეთ, რა. მეორე დილით როგორც მითხრა, ვურეკავ თამაზის, თამაზიმ, ერთ საათში დამირეკეო, დავურეკე და მივედი. 20 ათასი ლარი დამიდო, _ აჰა, ლაშა, ეს შენო, როგორც მოვილაპარაკეთო. კი ბატონო. მე ყ...ემ დავქოქე მანქანა და ზურას მივუტანე ეს ოცი ათასი. _ მეთქი, აი, გამომატანეს ოცი ათასი. აი, საქმის ფული. _ ეს ფული ჩემთან უნდა დარჩესო. ე.კ.: მაგასთან რატომ უნდა დარჩესო? თუ უნდოდათ, მისცემდნენ მაგას... ლ.ა.: _ როგორ? _ მე ვუთხარი, _ როგორ და მე ვარ პოლიტპატიმარიო. მე ვუთხარი, _ ბიჭო, კი ბატონო, დაიტოვე, ბაზარი არ არის, მაგრამ ეს საქმის ფულია. _ მეო, ვალები მაქვსო, _ მეთქი, ვალებისთვის კი არ მოუციათ, მე როგორც ვიცი, საქმე უნდა გაკეთდეს, თუ ერთ სიტყვას ვტყუოდე, ჩემს შვილებს ვფიცავარ. ისე გამამწარა, სიმონ, მეთქი გაგიჟდა, სიმონ, მეთქი ამის დედაც. დავუდე და წავედი. ორ-სამ დღეში დამარტყა, _ რატომ დავუტოვე, მე ამის დედაც! თამაზას მივუტან ისევ უკან. მივედი. აი, ასე ზის, შევუვარდი, ფული ავახიე, _ მეთქი, შენ შიგ ხომ არა გაქვს, შენი დედაც მოვტ...ან. წამოვედი. _ მეთქი, შენ რატომ უნდა დაიტოვო? _ მე ვარო პოლიტპატიმარი, _ რა ჩემი ყ...ის პოლიტპატიმარი შენ ხარ-მეთქი, შე ჩემა, 17 ივნისს განთავისუფლდი. სანამ პოლიტპატიმრებს გამოუშვებდნენ, ერთი წელი მოგცეს, ზვიადას ხუთი წელი მისცეს, იმას შვიდი წელი, იმას ექვსი, იმას ოთხი, შენ ერთი წელი როგორ მოგცეს და დროზე ადრე გაგათავისუფლეს, ტო. აი, ეს იყო, „კაროჩე“, ატეხა ერთი ამბავი, ჰაი, ჰუი, რამე-რუმე. მე „ვაბშე“ არაფერი არ მინდა, ჰოდა, „კაროჩე“, მერე მირეკავს, _ ფული ჩემთან უნდა იყოსო, _ რატომ-მეთქი? მივუტან მე ამას თამაზას. მივდივარ თამაზასთან. _ აჰა, ძმაო, ფული აიღე. რა ფულია, არც ვიცი „ვაბშე“, ვეღარ გავიგე, ზურას ვალის ფულია. ე.კ.: შენი მანქანის ფულია. ლ.ა.: ჩემი მანქანის კი არა, საქმის ფულია, სიმონ. როგორც მე მეუბნებიან, სიმონ, მეუბნებიან, რომ ეს ოცი ათასი დახარჯე და მანქანის ფულსაც მოგცემ. და იყიდე, რომელსაც შენზე გაიფორმებ, არ მინდა მე გაფორმება, გამაგებინე, ეს რა ფულია, საქმის ფულია, რა ფულია? _ ჰოო, ირაკლამ ეგრე თქვაო. მე ვუთხარი, _ თუ ჩემი ძმა ხარ, თავი დამანებე, ტრ...კი მომიტ...ნა-მეთქი ამან, სიმონ, არა ჩემია, არა სხვისია, არა ჩემია, _ რა უნდაო? _ არ ვიცი-მეთქი. _ წაიღე ეს ფულიო და მე ყველაფერს „გავაიასნებო“. გამოვედი, ჩავიდე ეს ფული, წამოვედი, მირეკავს _ 3000 ლარი ვალი მაქვს და მომეციო. _ მეთქი რანაირად, ბიჭო, საქმის ფულია. რა ვალი, რის ვალი? შემცა, დედა მომიტ...ნა, რა. წავედი ისევ თამაზასთან, _ თამაზ, ან წაიღეთ ეს ფული, ან თავი გამანებეთ მე. ე.კ.: კაცი რა დღეში იქნებოდა, აზრზე ხარ? ლ.ა.: _ რა უნდაო? _ იძახის ვალი მაქვსო, _ მიეცი, მაგის დედას შევ...იო... მე ვუთხარი, _ მივცე? _ ბაზარი არ არის, „დავაი“, _ თამაზი მეუბნება, _ პოლიტპატიმარი კაცია, ვალი აქვს, რამე, მიეცი. _ მეთქი, ბაზარი არაა, ოღონდ მითხარი. ავდექი და _ მეთქი, გამოეთესლე, შენს დედას შევე...ი! მივეცი 3000 მანეთი, თამაზამ უფლება მომცა, მითხრა, მიეცი და აჰა, შენ. ე.კ.: აბა, რატომ ლაპარაკობს ასე? რატომ შემოაგდო ეს თემა ახლა კენკებაშვილთან ლაპარაკში? გადავირიე... ლ.ა.: გითხრა, ეს ფული წავიდა, იქ ცოტა ზვიადას მივეცი, ზვიადა „ჩერეზჩურ  ჩესნად“, მე ამას ვწერ, ძმაო, ზურამ წაიღო 3000, ელისომ 7000, (პირობითად ე.კ.)ჩუკიმ 3000, იმან 12 000 ტალონები, ისინი, ყველაფერი მიკრული მაქვს, აგერ დამახტეს ზურაბა, რა. როცა საჭირო იქნება, ამას მე გავაძრობ, ვინ რა წაიღო. ახლა, ბიჭო,  ეს მე ტვინს მიტ...ნავს, ბათუმი, ბათუმი, რა გვინდა ამ ბათუმში? ჯერ თბილისი გავაკეთოთ, მოკლედ, წავედით მე და ზვიადა. ზვიად წამომყევი შენა, ამან დამითვალა 7000 ლარი, ორი თვის ფული 1500-1500 დოლარი სამი თვის ოფისში გადავიხადეთ. 3000 ორი თვის ფული ოფისში გადახდილია, ამან 3000 წაიღო. პატარ-პატარა ფულები მიაქვს, ასი მანეთი, ორასი მანეთი, 700 მანეთი. მე ვწერ, საჭმელი ლაშა, ასი მანეთი, რაც მე მაქვს წაღებული, მე ხომ არ ვიძახი, ზვიადა, საჭმელი ასი მანეთი. ზურა 3000 მანეთი. ასი მანეთი, სამასი მანეთი, ეს აგერ სახლში მაქვს, ყველაფერი ტკბილად დალაგებული. დამირეკა და მეუბნება, _ ჩვენო, „კაროჩე“, ეს რომ ვიქირავეთო, კომპიუტერები გვინდაო, რამე გვინდაო და ისე გააკეთეო, რომ აქაც გვეყოს და ბათუმშიცო. ვაა, ბიჭო, რანაირად უნდა გვეყოს აქაც და ბათუმშიც? ბათუმში უნდა იქირაო, უნდა მოიყვანო პოლიტპატიმრები, უნდა იყიდო ავეჯი, კომპიუტერი, რაღაცა... არ ყოფნის ეს დედაარღნიანი. არ ყოფნის იმიტომ, რომ ფული დაიხარჯა. „კაროჩე“, 6000-ად ვაკეთებო ყველაფერსო, ავეჯსო. ვურეკავ ზვიადას, ხონელები მყავს ჩემი ძმაკაცები, წავიდეთო და დაგვითვალეს ორად. ყველაფერი, ორმოცი სკამი, უზარმაზარი მაგიდა, კომპიუტერების მაგიდები. ე.კ.: ორასი ლარი ღირს კომპიუტერის მაგიდა, მეტი კი არა... ლ.ა.: ამან დამითვალა ხუთი-ექვსი ათასი ლარი. გამიგე? გულმა რეჩხი რომ მიყო, მეთქი ამას ფული როგორ მივცე ხელში, მეთქი ამის... „იასნია“, ჯიბეში გააქანებს. წავედით მე და ზვიადა, მივედით, ესენი ვნახეთ, ხონელები, დაგვითვალეს, გადმოგვითვალეს, ორი ათასი ლარი ყველაფერი. ორმოცი სკამი, თითო სკამი 30 მანეთი ღირდა, რაღაცეები ჰაი, ჰუი, _ მეთქი ყ...ეზე მკიდია ზურა, მე და ზვიადა უკვე ვიყავით, შევუკვეთეთ, ყველაფერი გავაკეთეთ. მეთქი ამა და ამ დღეს მოდი დიდუბეში შენც. ჯერ ავეჯში ამხელა „რაზნიცა“ აჩვენა, _ მეთქი რატომ ვიხადოთ ამდენი ფული? საჩუქარი 800 ლარი რატომ უნდა ვაჩუქოთ? „იასნია“. მაგაზეც ...24 საათი იყო ამ ფულზე საუბარი, ფული ჩემთან, ფული ჩემთან, გადავირიე, სიმონ. _ არა, ძმაო, ვერ მოგცემ, კაცმა დამიძახა, მე მანდო, აიღე შენ და გააკეთე. ახლა ის რომ არის, რა ქვია, კახელი ემზარა... ე.კ.: ქვარიანი... ლ.ა.: ემზარას გარდაეცვალა ცოლის ძმა. მეუბნება, _ ემზარასთან ხომ უნდა წავიდეთ, ერთი 500 მანეთი ხომ უნდა ვაჩუქოთო? _ მეთქი, ბაზარი არ არის, უნდა ვაჩუქოთ. 500 თუ არა, 300 ხომ უნდა ვაჩუქოთ-მეთქი. მაგ განდონმა არ გაიღვიძა, მე და ზვიადი წავედით, სანამ წავალთ ვურეკავ, ვუთანხმებ. _ შენ ხომ არ მოდიხარ-მეთქი, მე ფული ხომ უნდა წავუღო-თქო და არ წაუღოო. _ რატომ? _ მე ვუთხარი, _ იმიტომ, რომ არა გვაქვსო. _ სიმონ, გუშინ შენ არ იძახდი, ფული უნდა წავუღოთ-მეთქი? ხო აზრზე ხარ? იმასთან რა „ჩორტი“ ჩამიგდო, _ მეო მომქონდაო და ლაშამ დამატოვებინაო. მერე მოვიდა, _ მამაჩემის წლისთავი, მერე მოვიდა, _ ცხვარი უნდა ვიყიდოო, მერე მოვიდა, _ მასესხე, ესა, ისა და... მე ვწერ, ყ...ეზე მკიდია. ე.კ.: „ობში შოტში“, ყველაზე ბევრი ზურამ წაიღო. ლ.ა.: 7000 ზურამ წაიღო, გაიგე? ახლა გამოაკლე ამას სამი თვის 1500-1500 დოლარი ლარებში, ძმაო. ე.კ.: ეს ოფისის ფული ტყუილად დაიკარგა, ჰო? ლ.ა.: ყველაზე მთავარი რაც გააკეთა, ეს კაცი მირეკავს და მეუბნება, გამითავისუფლეთ, რა... ზურამ მოაყენა მანქანა, ძმაო, ტაბურეტკები, თეფშები, ჭიქები, მაგიდები, სკამები ჩაალაგა და წაიღო. ჩემთან `გარაჟში~ დავაწყობო, იქნებ, გამოგვადგეს მერეო, მეც გამოსავალი არ მქონდა სხვა, 40 სკამი, ამხელა მაგიდა კომპიუტერით, მაგიდები, რაც ტექნიკა არსებობს, ამასობაში დაწერა, რომ ერთი პროქტოლოგის ცნობა მოიტანონ ირაკლიმ და ბიძინამო, 7 მაისს დაკავშირებული ამბავი და მეძახის თამაზი, _ მაგას შიგ ხომ არა აქვს, მაგის დედას შევე...იო, ეს რაებს წერსო, დაერეკა გუშინ ჩემთვის, მაგის დისშვილს გამოვაშვებინებდი, რა გახდაო? არადა, მაგის დისშვილი იყო იქ, ტყუილა მოყვა, ატეხა ერთი ამბავი, ვეუბნები, _ გაჩერდი, ხვალ ასმანეთიანი ჯარიმით გამოუშვებენ-მეთქი, ყ...ეობა არ დაწერო. დაწერა, _ პროქტოლოგის ცნობა მოიტანოს ბიძინამ. ე.კ.: ვიცი ეგ, ფეისბუქზე რომ დაწერა. ლ.ა.: ხომ გახსოვს? „კაროჩე“ „ტუდა-სუდა“, თამაზამ მითხრა, „კაროჩე“, მოვრჩეთ, რა, ბაზარსო... შენც კარგად, მეც კარგად. მე ვუთხარი, თამაზ, მე ყველაფერი მაქვს, თუ დაგჭირდება, პირდაპირ მოგიტან და „აჩოტი“ მაქვს, ვინ სად რა წაიღო, ძმაო. როგორც კი დამიძახებ, როგორც კი მეტყვი.   ელისო კილაძე      

გაზიარება