QronikaPlus
უკრაინის რადა მობილიზაციის ახალ კანონზე მუშაობს

უკრაინის რადა მობილიზაციის ახალ კანონზე მუშაობს

2014-12-27 06:55:06

უკრაინის უმაღლესი რადა, საერთო სახალხო მობილიზაციის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობს. აღნიშნული განცხადება ,,ეროვნული ფრონტის“ ლიდერმა იური ბერეზამ  »Шустер Live»-ის პირდაპირ ეთერში გააჟღერა ,,კომიტეტში ახალ კანონპროექტს განვიხილავთ, თუ რა პრინციპებზე იქნება დაფუძნებული მობილიზაციის ფორმულა ცოტა მოგვიანებით გაგაცნობთ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით მობილიზაციის სრული სახე მოხალისეებზე იქნება დაყრდნობილი.“ ექსპერტ პოლიტოლოგების პროგნოზით, რომლებიც ტურჩინოვის,,იდეებს“ ეყრდნობიან, 2015 წელს უკრაინას, საერთო სახალხო მობილიზაციის სამი დიდი ტალღა გადაუვლის.

გაზიარება