QronikaPlus
ასლან აბაშიძე - ედუარდ შევარდნაძე ფარული ჩანაწერი #3 (აუდიო)

ასლან აბაშიძე - ედუარდ შევარდნაძე ფარული ჩანაწერი #3 (აუდიო)

2014-12-26 11:33:54

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურის, ასლან აბაშიძის ფარული მიყურადების მასალები „ქრონიკა+“-ს შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანმა გადასცა. ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც პირველი პირების საუბრებს, მათ შორის, „ვეჩეზეც“ უსმენდნენ. ჩაწერილია ასლან აბაშიძის საუბრები ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან, სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძესთან, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან, პოლიტიკოსებთან, მინისტრებთან და ა. შ. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ჩანაწერები, ძირითადად, „ვარდების რევოლუციის“ პერიოდს ეხება, და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიისთვის საინტერესო მასალაა, „ქრონიკა+“-მა მიიღო გადაწყვეტილება და იწყებს აღნიშნული ჩანაწერების გამოქვეყნებას. ჩანაწერების გამოქვეყნების დასრულების შემდეგ ჩვენ დავუკავშირდებით ყველა იმ პირს, რომელიც ასლან აბაშიძეს აღნიშნულ ჩანაწერებში ესაუბრება და მივცემთ კომენტარის გაკეთების საშუალებას. ამჯერად გთავაზობთ ასლან აბაშიძისა და ედუარდ შევარდნაძის სატელეფონო საუბრის მესამე ნაწილს:   _ ალო, მოგესალმებით, რომელი ბრძანდებით? _ ელგუჯა, მეთაურის რეფერენტი. _ ელგუჯა, გამარჯობათ, მე ვარ გია ცაცანაშვილი, დაცვის უფროსი პრეზიდენტის. _ დიახ, ბატონო გია. _ ელგუჯა, ბატონ ასლანთან მინდა დალაპარაკება, პრეზიდენტი დაელაპარაკება. _ ერთი წუთით. _ აბა, იქნებ, უთხრათ, რა, შებრძანდით და უთხარით. ა.ა.: ბატონო ედუარდ, გამარჯობათ! ე.შ.: გამარჯობა! ა.ა.: ჩვენ მაგ თბილისის ოფისთან ვერ შევაერთეთ, მივიღეთ მაგ თბილისის ოფისიდან ინფორმაცია, რომ დღეს აქვს მას ერთადერთი მიზანი, თვითონ ამას არ გაამჟღავნებენ, თითქოს მშვიდობიანი რაღაცა იქნება. რაც ჩაუშესკუს გავუკეთეთ, ის უნდა გავუკეთოთ მაგას და მის ოჯახსო. იქ გვარებიცაა ჩამოთვლილი, ჯორბენაძეა, ისაა, ესაა, მაგრამ საინტერესოა, რომ ბევრი გვარი ისეთი არ არის, რომელიც თქვენთანაა ახლოს, ამიტომ მე ძალიან გთხოვთ, რაა, ახლა თუ ვერ გავაკეთეთ, მანდ დემოკრატია არ არის, მაგის ტელევიზიაც უნდა გაითიშოს, და საერთოდ, რატომ მუშაობს მაგათი ტელევიზია, არ ვიცი?! ერთი შანსია, ძალიან მკაცრად უნდა გავუსწორდეთ! მე ახლა გელოდებოდით თქვენ, თქვენს გარეშე არ მინდოდა მეთქვა, შეიძლება მაგას მაგი დააფეთებს, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოვაცხადო აქა, ხოდა გაწვევას გავაკეთებ და მაგათ არ გავახარებ საერთოდ. ერთი წუთით არ იფიქროთ, რომელიმე დემოკრატიულ ნაბიჯზე, მაგას არ დაუშვებენ არც ამერიკის შეერთებულ შტატებში, არც საფრანგეთში და არც  ერთ ქვეყანაში. თქვენ ანგარიშს გაგიწევენ მაშინ, როდესაც ძალას აჩვენებთ, სხვანაირად არც მეგობრები დაგეხმარებიან და არც არავინ. ე.შ.: დღეს გაკეთება რამესი დამატებით არაფრის არ შეიძლება, ეს ნებადართულია და ამერიკელებიც ამას მოითხოვენ და სუყველა. მაგენი ამბობენ, რომ მშვიდობიანი აქცია. მშვიდობიანი მერე შეიძლება ყველაფერში გადაიზარდოს. ა.ა.: ამას გეუბნებით, მაგათი ოფისიდან გვყავს მაგათი ხალხი, ჩვენ თბილისის ოფისიდან თბილისელები გვყავს, თბილისელები გვყავს და ისინი გვეუბნებიან, გვაფრთხილებენ, ისინი გვაწვდიან ჩვენ ინფორმაციას, რომ ეშინიათ, ამბობენ, რომ ჩვენ მშვიდობიანი აქცია, ამბობენ იმიტომ, რომ თქვენ რამე არ გაუკეთოთ. თან ეშინიათ და თან რუბიკონი უნდა გადავლახოთო. რუბიკონი თუ გადავლახეთ, გადავლახეთ, მოვიგეთ, თუ არადა, განადგურებული ვართ ბოლომდეო. ე.შ.: არა, განადგურებული არა ვართ, დღეს შეიძლება მოსალოდნელი იყოს კანცელარიაზე რაღაც შემოტევა. კანცელარია ჩაკეტილია ისეთნაირად, რომ შემოსვლით ვერ შემოვლენ და თუ რამე გაბედეს, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მაგას აიყვანენ, თუ რამე გაბედეს და... ახლა ამ საფუძველზე, ამ ეტაპზე, რაღაც ძალადობა ახლა გამორიცხულია, დანარჩენი რა ვიცი, მოედანი, რესპუბლიკის მოედანი დაკეტილია, იქ ფეხს ვერ შედგამენ, კანცელარიაში ფეხს ვერ შემოდგამენ. ნეტა, ცადონ და გააკეთონ, მეტი არაფერი არ მინდა. ა.ა.: ბატონო ედუარდ, მე არასდროს არავის არ ვაქეზებ და მით უმეტეს ასეთ დონეზე, თქვენთან რამეს არ ვიზამ, მაგრამ როდესაც ეს ინფორმაცია მოდიოდა, მე დავიწყე დილით ყველანაირად დაკავშირება თქვენთან და მაგათ მხოლოდ ძალა გააჩერებთ. ესე იგი, მაგი აგორდება, აგორდება, როგორც თოვლი აგორდება და ზვავად იქცევა და მერე იცით, ვერ გააჩერებს ვერაფერი, მერე ბევრი ისეთი ხალხი გამოვა, რომელსაც აინტერესებს, რა ხდება, თუკი დაინახა, რომ საშიშროება არაა და თუ დაინახა, რომ  საშიშროებაა, იქ არავინ არ გამოვა, არავინ არ გამოვა. მერე მაგენი პირდაპირ მოუწოდებენ სახელმწიფო გადატრიალებისაკენ, თქვენ ჩამოგდებაზე, ჩემს თავს თავი დავანებოთ, მაგი ჩემი პრობლემაა და თქვენ რატომ არ აკავებთ, არ ვიცი. საღამოს უნდა აყვანილ იქნან მაგენი და მაგ ტელევიზია მოუწოდებს ქვეყანას ქაოსისაკენ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან მომწონს როგორი ფორმაა, ომი მიდის და ერთ კაცს ვერ ნახავ, რომელიც ანტი იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, ერთ კაცს. მერე ველაპარაკე ამერიკელებს, რომლებიც ჩვენთან არის, კავშირი აქვთ, რომ ჩამოდის დიპლომატიური ის იქნება, თუ რომ ჩამოდის ამერიკელი, ისეთი ისაა, ცენზურა, ვერ გაატარებ რაიმეს, ჩვენ რატომ გვაქვს, ეგია დემოკრატია? დილიდან საღამომდე გვლანძღავს ყველას? თქვენ, ჩვენ, ხალხს. ამ ხალხს უნდა დაინახოს თქვენი მე, თქვენი მე უნდა დაინახოს, მერე მანდ მოლაპარაკებები მიდის, რომ იცოდეთ თქვენ, ჩვენ ხალხი შემოგვაკლდება, ვინც კიდე მხარს გვიჭერს, ბადრის, ლორთქიფანიძის და იმაზე, რა ქვია, მაგი არ მოგვცემს შედეგს, მაგათ თავიანთი მიზნები აქვთ, ხოდა, მაგი არ გავაკეთოთ. მაგი არ მოგვცემს შედეგს. ე.შ.: არ მიდის მოლაპარაკებები არავითარი. ერთი შეხვედრა ქონდა ჯორბენაძეს, ეს მაგის ოჯახს იცნობდა, ბებიამისს და ვიღაცეებს, ერთი შეხვედრა იყო სრულიად უნაყოფო, ხოდა დამთავრდა ამით ყველაფერი. ახლა დღეს რა იქნება, ვნახოთ. ყველა გადაწყვეტილებისთვის მზად ვართ, მაგრამ ახლა რომ მე სროლა დავიწყო ქალაქის ცენტრში და სისხლი დავღვარო, არ შეიძლება. ა.ა.: ბატონო ედუარდ, ლაპარაკია ბურჯანაძე-ჟვანიასთან და არა მაგასთან, იქ მიდის მოლაპარაკება. ხოდა, მაგენი აკეთებენ თავიანთ საქმეს, ხოდა, მაგი არც გადაწყვეტილებას რაიმეს მოგვცემს, არც ჟვანიას და ბურჯანაძეს ეს აგორებული სააკაშვილი არაფრად არ დაგიდევს, დაგვრჩება ტყუილა უპრინციპობაც და ახალი პრობლემაც შეიქმნება. ახალი პრობლემაც. ე.შ.: ასლან, კარგი, ვნახავ, როგორ განვითარდება და რა იქნება, სასიხარულო არაფერია და სასიკეთო, მაგრამ, ნუ, ახლა, სისხლის დაღვრა ნამდვილად არ მინდა, არ შემიძლია. ა.ა.: ბატონო ედუარდ, მე არ ვამბობ, სისხლი დაიღვაროს-თქო, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის მეთოდები, რასაც დასავლეთში იყენებენ. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მაგი. მდგომარეობა ისე წავა, როგორც თქვენ წაიყვანთ, ბატონო ედუარდ. მდგომარეობა ისე წავა, როგორც თქვენ იქნებით მტკიცედ. სხვანაირად უკვე სამოქალაქო ომია, სისხლს მერე დაღვრიან. მერე მე გთხოვთ, ერთი წუთითაც, სხვანაირად შეხედეთ, მერე არ ვინანოთ, ნეტა, ეს გამეკეთებინაო. მე ძალიან გთხოვთ, გაფიცებთ ყველაფერს. ე.შ.: კარგით, დიდი მადლობა. ა.ა.: მე თუ მეტყვით, ვუთხარით ჩვენ ნარჩემაშვილს და იმათ, რამდენიც გინდათ, იმდენს გამოვაგზავნით, შინაგან საქმეთა მინისტრს, 1500 კაცს გამოგიგზავნით-თქო, იმან, არ მინდა ამდენიო. არც იგი მოუთხოვია, არც ეგი, ჩვენები გააკეთებდნენ, მერე როგორ განვითარდება, ძალიან გთხოვთ, ტელეფონთან გვქონდეს, მერე რომ დიდხანს. ე.შ.: ტელეფონი... ამ ტელეფონზე ყოველთვის შეიძლება. ა.ა.: ეს რომელია, 899 50 50.... ე.შ.: ხო... ან ჩემები გამოვლენ შენთან. ა.ა.: მე ვრეკავდი და... დილის მერე ვერ მოვახერხე თქვენთან დაკავშირება. ჩვენ შეიძლება მაგათ მთლიანად გადავუკეტოთ დასავლეთ საქართველო, მთლიანად გადავუკეტოთ და თქვენ განაცხადეთ, _ აჭარამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, დასავლეთში ასეთი რაღაცაა. მაგათაც ცოტა ხომ აქვთ ასეთი აზროვნება, შიში კი არა, ინსტიქტი მაინც აქვთ, ინსტიქტი. ე.შ.: სამწუხაროდ, არც ინსტიქტი აქვთ, არც ჭკუა აქვთ და არც გონება. ეს არის გიჟი. ა.ა.: ჰოდა, უნდა ვიმოქმედოთ, ბატონო ედუარდ, ახლა მაგი იძახის მხოლოდ ტყუილად, ეშინია და იმიტომ იძახის. ჩვენებიც რომ ამბობენ, რომ იარაღით არ გამოვალთ, მშვიდობიანად გამოვალთ, არ შეიძლება თქმა. მე გეფიცებით ყველაფერს, მე გავაჩერე ახლა, მატარებელი ჩამოდის ურეკში, ჩერდება და „ვსო“. იქიდან გამოვა და დავამტვრევთ ფეხებს. ე.შ.: კარგი ასლან, შეგეხმიანები. როგორ განვითარდება, ვნახოთ. ა.ა.: კი ბატონო, მადლობთ!

გაზიარება