QronikaPlus
სერგეი ლავროვი: „რუსეთი დასავლეთიდან მომავალი ,,დაავადების“ საწინააღდეგო ანტივირუსს ფლობს“

სერგეი ლავროვი: „რუსეთი დასავლეთიდან მომავალი ,,დაავადების“ საწინააღდეგო ანტივირუსს ფლობს“

2014-10-28 04:34:07

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რომელიც მან გაზეთ «Известия»-სთან ინტერვიუს დროს გააკეთა, რუსეთის ფედერაციას დასავლეთიდან მომავალი ,,პოლიტიკური დაავადების“ შესაჩერებლად, ანტივურუსი გააჩნია. ,,ეჭვიც არ მეპრება, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ მომართული დასავლური მედიასაშუალებები და საერთოდ საინფორმაციოს სივრცე, მკაცრად კოორდინირდება. მინდა ერთი რამ განვაცხადო, ჩვენ ამ დაავადების შესაჩერებელ ანტვივირუსს ვფლობთ. როგორც კი ამუშავდება პროპაგანდის ცრუ მანქანა, იმავდროულად ვაცხადებთ, რომ ჩვენ მზად ვართ, წარსულში თუ აწმყოში შემდგარი პოლიტიკური შეხვედრების ჩანაწერები გავასაჯაროოთ, როგორც ეს მოხდა ბაროზოს შემთხვევაში. ჩვენ დასამალი არაფერი არ გვაქვს “გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთის ყოფილი მთავრობის მეთაურმა დონალდ ტუსკმა უარყო, ასევე ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადება, რომელიც პუტინის მიერ 2008 წელს, თითქოს უკრაინის ტერიტორიის გაყოფის შეთავაზებას ეხებოდა. სიკორსკიმ გამოცემა ,,Politico“-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი 2008 წელს დონალდ ტუსკს უკრაინის ტერიტორიების გაყოფას სთავაზობდა, თუმცა მოგვიანებით თავად სიკორსკიმ, 2008 წელს მოსკოვში გამართულ, ტუსკი-პუტინის შეხვედრის ფორმატში მონაწილეობა საერთოდ უარყო.

გაზიარება