QronikaPlus
დონალდ ტრამპი მით რომნის ურჩევს პრეზიდენტობისთვის არ იბრძოლოს

დონალდ ტრამპი მით რომნის ურჩევს პრეზიდენტობისთვის არ იბრძოლოს

2014-10-23 06:51:24

ამერიკელი მეწარმე დონალდ ტრამპი, მით რომნის მეგობრულად ურჩევს, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტობისათვის ბრძოლაში არ ჩაებას. ,,მე ვფიქრობ, რომ მას არ უნდა უღირდეს კიდევ ერთხელ მოსინჯოს ძალები და პრეზიდენტობისათვის იბრძოლოს. მას ჰქონდა შანსი და ვერ გამოიყენა. უბრალოდ არ ღირს, რადგან ჰილარი კლინტონის დამარცხება შეუძლებელი იქნება.“ - აცხადებს ტრამპი. რაც შეეხება თავად ქალბატონ კლინტონს, ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ინფორმაციას Bretbart -ი ავრცელებს.

გაზიარება