QronikaPlus
ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ შეუმსუბუქებს

ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას სანქციებს არ შეუმსუბუქებს

2014-10-21 14:27:22

ევროკავშირი ჯერჯერობით არ აპირებს რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები შეამსუბუქოს. როგორც სააგენტო «Интерфакс»-ი იუწყება აღნიშნული განცხადება, 20 ოქტომბერს გვიან ღამით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა გააკეთა. ,,ჯერჯერობით ყველაფერი თავის ადგილზე დგას და ჩვენი გადაწყვეტილება ძალაში რჩება. მინსკის შეთანხმების რეალიზაცია ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ნაბიჯ ნაბიჯ სრულდება, თუმცა უკრაინაში კრიზისის მოსაგვარებლად ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. დღევანდელ შეხვედრაზა მე ხაზგასმით ავღნიშნე, რომ ვაკვირდებით დონბასში განვითარებულ მოვლენებს, საბრძოლო მოქმედებების შეჩერების მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონიდან მოდის ინფორმაცია, რომელიც ბრიუსელის აღშფოთებას იწვევს. ასე, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შემოღებული ეკონომიკური სანქციები ჯერჯერობით ძალაში რჩება და რაიმე ტიპის შეღავათებზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია“ - განუცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის „დედამ“ ჟურნალისტებს.

გაზიარება