უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ფრანგ კოლეგასთან ფრანსუა ოლანდთან სატელეფონო საუბრის მსვლელობის დროს, ფრანგულ მხარეს უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი Boeing 777-ის საქმის გამოძიებაში მონაწილეობა შესთავაზა. ინფორმაციას პოროშენკოს პრესამსახურზე დაყრდნობით სააგენტო «Интерфакс» ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ პოროშენკოს საგამომძიებლო პროცედურებში ფრანგული მხარის მონაწილეობის პარალელურად, ფაქტობრივად მოუწოდა საფრანგეთის პრეზიდენტს, დონეცკის და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკები ტერორისტულ ორგანიზაციებად სცნოს. რამოდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ანალოგიური თხოვნით გაერთიანებული ერების ორგნიზაციასაც მიმართა. 20 ივლისის უკანასკნელი მონაცემებით, თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე 196 დაღუპული ადამიანის გვამია ნაპოვნი.