QronikaPlus
კადიროვმა უმაროვის მკვლელობის დამადასტურებელი ფოტო გამოაქვეყნა

კადიროვმა უმაროვის მკვლელობის დამადასტურებელი ფოტო გამოაქვეყნა

2014-07-19 06:53:50

ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა -  სოციალური ქსელის ( Instagram) საკუთარ გვერდზე მოკლული ჩეჩენი ტერორისტის დოკუ უმაროვის ფოტო გამოაქვეყნა. ,,ეს ფოტო იმათთვის, რომელთაც ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს ვირთხა ცოცხალი იყოს. უმაროვი არასოდეს არ ყოფილა მეომარი, ის მსოფლიოში მომხდარი უბედურებების საკუთარ თავზე აღების ,,სპეციალისტი“ იყო. ჩეჩნეთში აღარასოდეს აღარ იქნებიან, უმაროვები, ხატაბები და ბასაევები. ჩვენ შევძელით ერთმანეთთან მოფერება და ეს სიყვარულის შედეგია“ - განაცხადა კადიროვმა. რამოდენიმე თვის წინ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, მედიის საშუალებით რამდენჯერმე გაავრცელეს უმაროვის მოკვლის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ მიმდინარე წლის 8 აპრილს ფსბ დირექტორის ალექსანდრე ბორტნიკოვის ოფიციალურად გაკეთებულ განცხადებამდე, რომლითაც მან უმაროვის ლიკვიდაცია დაადასტურა, სამყარო კვლავ უმაროვის გამოჩენას ელოდა. დოკუ უმაროვი, ტერორისტული ორგანიზაცია  ,, Имарат Кавказ“ ლიდერად ითვლებოდა. მან საკუთარ თავზე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მომხდარი რამოდენიმე ტერორისტული აქტის ორგანიზება აიღო. ,,დომოდედოვოს’’ აეროპორტში მომხდარი აფეთქება 2011წ, აფეთქება მოსკოვის მეტროში 2010 წელს და 2009 წლის ,,ნევსკი ეკსპრესის“ მატარებლის აფეთქება. უმაროვი საერთაშორისო ტეორისტად იყო შერაცხული.

გაზიარება