რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც კუბას საბჭოთა კავშირთან მიმართებაში მრავალმილიარდიანი ვალის 90% ჩამოეწერა. ინფორმაციას კრემლის პრეს სამსახური ავრცელებს. რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში კუბის საგარეო, საკრედიტო ვალის ჩამოწერის შესახებ კანონი სახელმწიფო სათათბირომ მიმდინარე წლის 9 ივლისს მიიღო. რაც შეეხება კუბის ვალის რაოდენობას ის 35,3 მილიარდ დოლარს შეადგენდა, აქედან ნახევარზე მეტი თანხა, კუბის მიერ ვალის გადაუხდელობის გამო, კრედიტის საერთო რაოდენობაზე დარიცხული პროცენტები წარმოადგენდა. საპასუხისმგებლო 10% (3.5მლრდ) კუბაში ერთობლივი საწარმოების შექმნის პროექტში ჩაიდება, კერძოდ საუბარია ქვეყანაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სახელწოდებით ,,Мариэл“-ს დაარსებაზე. კუბა რუსეთის ფედერაციისაგან რუსული წარმოების ავიალაინერებს Ил-96-300, Ан-148 და Ми-171 კლასის ვერტმფრენებს შეიძენს. ქვეყნებს შორის გასული წლის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვამ 185 მილიონ დოლარს გადააჭარბა.