QronikaPlus
მერკერი, პუტინი და ოლანდი - ეუთოს მისიის მხარდამჭერები

მერკერი, პუტინი და ოლანდი - ეუთოს მისიის მხარდამჭერები

2014-07-03 10:32:29

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის დროს, რეგიონში ეუთოს მისიის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას სააგენტო Agence France-Presse ავრცელებს: ,,სამი ქვეყნის ლიდერი, მხარს უჭერს უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში ეუთოს მისიის გაძლიერებას და სიტუაციის სათანადო მონირტორინგს" -ხაზგასმით აღნიშნავს სააგენტო. სააგენტოს ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი აღშფოთებულია მშვიდობიან მოქალაქეთა შორის მსხვერპლის გაზრდით და უკრაინის ტეროტორიიდან ლტოლვილთა რაოდენობის გადინებით. ,,როდესაც ადამიანი საკუთარ სახლ-კარს ტოვებს ეს ნიშნავს, რომ მას იქ, აღარ დაედგომება, ან ძალით გამოაძევეს. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი დღითიდღე მატულობს, რაც კატასტროფაა" - პუტინის სიტყვების ციტირებას სააგენტო Agence France-Presse აკეთებს. მერკერი და ოლანდი მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტს მის ხელთარსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს და რეგიონში სისხლისღვრა შეაჩეროს.

გაზიარება