QronikaPlus
ვლადიმერ პუტინი: „ამერიკა საფრანგეთს აშანტაჟებს“

ვლადიმერ პუტინი: „ამერიკა საფრანგეთს აშანტაჟებს“

2014-07-01 11:27:27

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საფრანგეთს ,,მისტრალის" მოწოდების თაობაზე აშანტაჟებს. ,,ჩვენთვის ცნობილია იმ წნეხის შესახებ, რომელსაც ამერიკელები ახორციელებენ ფრანგების მამართ. მათ სურთ, რომ საფრანგეთმა საკმაოდ ხმამაღალი განცხადებების ფონზე, უარი განაცხადოს რუსეთის ფედერაციისათვის ,,მისტრალების" გადმოცემაზე. სანაცვლოდ ამერიკელები ფრანგულ ბანკებს სანქციებს მოუხსნიან და შესაბამისად სამუშაო სივრცის არეალის გაფართოების საშუალებას მისცემენ. განა ეს ნორმალური საქციელია??? შეიძლება კი საერთაშორისო არენაზე ასეთი წესებით თამაში???  ეს შანტაჟი და შეთქმულებაა პირდაპირ მიმართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ" - აცხადებს ვლადიმერ პუტინი

გაზიარება