QronikaPlus
თურქეთის პრეზიდენტი მეორე ვადით პრეზიდენტობაზე უარს აცხადებს

თურქეთის პრეზიდენტი მეორე ვადით პრეზიდენტობაზე უარს აცხადებს

2014-06-30 06:44:44

თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი აბდულა გიული აცხადებს, რომ ქვეყანაში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც მიმდინარე წლის 10 აგვისტოსაა დანიშნული, მეორეჯერ ბედს აღარ ცდის და საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ აპირებს. წერს გაზეთი Hurriyet. ,,მე აღარ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის დაყენებს და ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრს, ტაიპ ერდოღანს მუნიციპალური არჩევნების ჩატარებამდე უკვე მოვახსენე. ჟურნალისტის კითხვაზე აპირებს თუ არა ის მომავალში პრემიერ მინისტრის პორტფელის ჩაბარებას, თურქეთის პრეზიდენტმა უპასუხა. ,,ეს ის კითხვაა, რომელსაც მოგვიანებით სიამოვნებით გავცემ პასუხს“ ღიმილ ნარევი გამომეტყველებით, საკმაოდ მშვიდად განაცხადა აბდულა გიულიმ.

გაზიარება