პარტია „იმედის“ თავმჯდომარე ირინა სარიშვილი რამდენიმე საათით ადრე ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თბილისის მერობის მეორე ტურისთვის მიზანში ამოღებულ კანდიდატს დავით ნარმანიასა და მის ამომრჩევლებს რჩევას აძლევდა. „ქრონიკა+“ ამ „მესიჯბოქს“ უცვლელად გთავაზობთ:
„ერთი გამამხნევებელი ლოზუნგი მოვიფიქრე ნარმანიას უმძიმეს დღეში მყოფი, უბედური ამომრჩევლებისთვის,რამაც მათ მეორე ტურში მხნეობა და ხალისი უნდა შემატოს:
Ave Nora! Morituri Te Salutant!!!
სტატუსი გაურკვეველია და ქ–ნი ნორასთვის, როგორც ამ სტატუსის მთავარი მოქმედი პირისთვის, საჭიროებს თარგმანს:
Нора! Идущие на смерть приветствуют тебя!!!
არჩევნების წინა დღეს დაიდება სტატუსის შემოკლებული ვარიანტი (თარგმანის გარეშე):
Ave Nora!!!!!!!!!!“