QronikaPlus
მოლდოველი ფერმერები ასოცირების ხელშეკრულების წინააღდეგ

მოლდოველი ფერმერები ასოცირების ხელშეკრულების წინააღდეგ

2014-08-01 09:05:55

მოლდავეთის ჩრდილოეთ რაიონების ფერმერებმა ერთ-ერთი ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს, რომელიც საბაჟო პუნქტ ,,ატაკი-მოგილევი-პოდოლსკის" მიმართულებით გადის. აღნიშნული ქმედებით ფერმერებმა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება გააპროტესტეს და ხელისუფლებას აღნიშნული ხელშეკრულების დენონსირება მოსთხოვეს. მათი მთავარი მოთხოვნა, მოსკოვთან აგროპროდუქტების ექსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყება და რუსულ ბაზარზე მოლდოვური ხილის დაბრუნებაა. მიმდინარე წლის ივლისის თვის დასაწყისში, რუსეთის სურსათის ზედამხედველობის სამსახურმა, ქვეყნის  ტერიტორიაზე მოლდოვური ხილის ექსპორტი აკრძალა, რამდენიმე დღეში სანქიების ქვეშ, კონსერვირებული პროდუქტებიც მოხვდა. ,,დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს. ჩვენ მხოლოდ გზის ერთი მონაკვეთი გადავკეტეთ, იმ შემთვევაში თუ კი ხელისუფლება ჩვენი არ მოგვისმენს, აქციები უფრო მასშტაბური იქნება და რეზონანსულ ხასიათს მიიღებს. ევროპას როგორც სჩანს, წელში გამართული მოლდოველი გლეხი არ სჭირდება" - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნატალია იანჩუკი.

გაზიარება