QronikaPlus
შახტიორსკთან შეტაკებისას 25 უკრაინელი მედესანტე დაიღუპა

შახტიორსკთან შეტაკებისას 25 უკრაინელი მედესანტე დაიღუპა

2014-08-01 09:02:33

უკრაინის არმიის 25-ე ბრიგადის სადესანტო ბატალიონის მებრძოლები ქალაქ შახტიორსკთან, ორმხრივი შეტაკების შედეგად დაიღუპნენ. ინფორმაციას უკრაინული ტელეარხი Hromadske.tv ავრცელებს. კერძოდ, უკრაინელ სამხედროებს ამბოხებულებმა ცეცხლი ,,გრადის" ტიპის ზალპური ცეცხლის გამოყენებით გაუხსნეს. თავდასხმის შედეგად 21 მებრძოლი ადგილზე დაიღუპა, რომელთა შორისაცაა ასევე მეორე ბატალიონის მეთაური. დაჭრილთა და დაშავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება. თავდასხმის ადგილზე უკრაინის საჰაერო ძალების ვერტმფრენებია მობილიზებული და მიმდინარეობს დაშავებული სამხედროების ევაკუაცია. ,,წინააღმდეგობის მოძარაობის" შტაბის მეთაურის, ალექსეი დმიტრაშკოვსკის განცხადებით, დონბასში ფედერალიზაციის მოთხოვნით ამბოხებულებმა, 1 აგვისტოს ღამით, საიდუმლო სპეცოპერაცია ჩაატარეს, რომლის მოქმედების არეალი ავდეევკა, ბერეზოვოე, ილიანკა და ლუგანსკის საერთაშორისო აეროპოტი იყო. უკრაინის სამხედრო უწყება აღნიშნულ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც, ჯერჯერობით, მხოლოდ 15 მებრძოლის დაღუპვას ადასტურებს.

გაზიარება