QronikaPlus
ჰილარი კლინტონი: „პუტინი როგორც თევზი წყალში თავს ისე გრძნობს“

ჰილარი კლინტონი: „პუტინი როგორც თევზი წყალში თავს ისე გრძნობს“

2014-07-26 07:15:21

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონის სურვილია ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გაამკაცროს. ,,ჩვენ აუცილებლად უნდა გავამკაცროთ ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ, ეს აუცილებლობას წარმოადგენს. ამერიკა აღნიშნული მიმართულებით მაქსიმუმს აკეთებს, თუმცა ევროკავშირის უმეტესი ქვეყნები ამ ნაბიჯის გადაგდმას ერიდებიან. რუსეთი ყოველ დღე ძლიერდება და ეს ყველამ უნდა გაიგოს, დასავლეთს ძლიერი რუსეთი არ სჭირდება. ევროპელი პოლიტიკოსები პასუხს აგებენ რუსეთის ქმედებაზე, პუტინი საკუთარ გეგმებს ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებს და როგორც თევზი წყალში თავს ისე გრძნობს. რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსებული საუკუნის პროექტები, მხოლოდ იმპერიის გაძილერებას ისახავს მიზნად. სულ ცოტა დრო დარჩა და მსოფლიო პოლიტიკურ რუქაზე ევრაზიის კავშირი გაჩნდება. შემდეგ გვიან იქნება. გაიგეთ რუსეთი მოდის“ - კლინტონის სიტყვების ციტირებას ტელეკანალი CNN აკეთებს.

გაზიარება