QronikaPlus
ჰილარი კლინტონი: „პუტინის მიზანი ევრაზიის კავშირის შექმნაა“

ჰილარი კლინტონი: „პუტინის მიზანი ევრაზიის კავშირის შექმნაა“

2014-07-26 07:02:27

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ევრაზიული კავშირის გეგმის რეალიზებითაა დაკავებული. ,,პუტინის გონება ერთი მიმართულებითაა მომართული და ეს ევრაზიული კავშირის შექმნის იდეის რეალიზებაა, რომელიც ევროკავშირს კონკურენციას გაუწევს და შეიძლება დაშალოს კიდეც“  ქალბატონი ჰილარი კლინტონის სიტყვების ციტირებას ტელეკანალი CNN აკეთებს. ,,პუტინი ევროპის პოსახლეობას აშანტაჟებს. ძირითადი რესურსი ენერგეტიკის სფეროა, შემდეგ მასობრივი საინფორმაციო სამსახურების მოსყიდვა და ეკონომიკური თამაშის წესების მისეული კარნახი. ისეთი ქვეყნები, როგორც უკრაინაა რუსეთის წნეხისგან ძნელად გათავისუფლდება“ - აცხადებს ყოფილი სამხელწიფო მდივანი.

გაზიარება