NDI: „მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად აფასებს, 38% – ცუდად. გიორგი გახარიას 46% დადებითად აფასებს, 17% – ცუდად“
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დეკემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 50% დადებითად ფასებს, 38% კი – ცუდად. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებას, გამოკითხულთა 46% მას დადებითად აფასებს, 32% – საშუალოდ, 17% კი – ცუდად.
NDI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოკითხულთა 36% უარყოფითად აფასებს, 34% – საშუალოდ, 15% კი – კარგად.
გამოკითხვის თანახმად, პარლამენტის საქმიანობას გამოკითხულთა 15% კარგად აფასებს, ცუდად – 34%, საშუალოდ კი – 36%. სასამართლოების საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 13%, საშუალოდ – 30%, ცუდად კი – 29%.
რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას, გამოკითხულთა 32% მას უარყოფითად აფასებს, 27% – საშუალოდ, ხოლო 24% – კარგად.
ცნობისთვის: ორგანიზაციამ საველე სამუშაოები გასული წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩაატარა. ჯამურად კვლევა მოიცავს 2053 დასრულებულ ინტერვიუს. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.1%-ია.
ნენე ინჯგია