გაეროს სასურსათო პროგრამის 2023 წლის სკანდალური გეგმა _ როგორ მოერგება მას საქართველო?!

თამარ როსტიაშვილი

მსოფლიო ეკონომიკა სერიოზულ სირთულეებს განიცდის, რომელიც პირდაპირ უკავშირდება რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებს უკრაინაში. ამას ემატება სასურსათო კრიზისი დასავლეთში და ჩინეთის ეკონომიკური აქტივობის შემცირება.

FAO-ს (გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) მონაცემებით, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 3,2%-დან 2,7%-მდე ჩამოვა. ექსპერტები უფრო შორს მიდიან და ვარაუდობენ, რომ 2023 წელს ეკონომიკური აქტივობის ვარდნის მაჩვენებელი ფართომასშტაბიანი იქნება, ვინაიდან ის იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკის მესამედს აკონტროლებენ. ესენი არიან აშშ და ჩინეთი, ევროზონაში კი გრძელვადიანი სტაგნაციაა მოსალოდნელი. 2023 წელს ისევ ის „ჭრილობები“ გაიხსნება, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს მხოლოდ ნაწილობრივ შეხორცდა. ამ ეტაპზე ყველაზე ნაკლებ დაზარალებულია აშშ, რომელსაც საფინანსო-საკრედიტო რეცესია მხოლოდ 1%-ით დაეწია. შედარებისთვის: ჩინეთისთვის ეს მაჩვენებელი 4,4% იყო.
რაც შეეხება ევროზონას _ მას ყველაზე მეტად ომის შედეგად გამოწვეულმა ენერგოშეზღუდვებმა და მასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა დაარტყა. 2023 დასაწყისისთვის ეკონომიკური ზრდის შეფერხების მაჩვენებელი უკვე 0,5%-ია.
აღნიშნული გარემოება ყველაზე მეტად არასახარბიელოდ საქართველოზე აისახება, ვინაიდან იგი, გარკვეულწილად, მიბმულია ევროზონასთან. ფასების საყოველთაო მატება სერიოზულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით გაჭირვებულ ფენას.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, მსოფლიოში სასურსათო მდგომარეობის გაუარესებას ელიან, რომელიც აისახება როგორც ნედლეულის დეფიციტზე, ისე პროდუქციის კიდევ უფრო მეტად გაძვირებაზე _ აღნიშნულია FAO-ს (გაეროს სასურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია) განცხადებაში. პრობლემები 2023 წელს დაიწყება და მოშიმშილეთა რიცხვი 13,7 მილიონ ადამიანამდე მოიმატებს. აღნიშნული პროგნოზი პირველად FAO-ს ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში, მაქსიმო ტორერომ გააჟღერა.
კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ კვებითი მრეწველობა იგივე დატვირთვით იმუშავებს, როგორც 2022 წელს, მაგრამ პრობლემა იქნება მისი ხელმისაწვდომობა. მაგალითად, ხორბლისგან და სიმინდისგან მიიღება არა მხოლოდ ფქვილი, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ, არამედ საკვები მსხვილფეხა ცხოველებისთვისაც. მათი საკვების გაძვირება გამოიწვევს ხორცისა და რძის პროდუქტების გაძვირებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორიც, რომ მოსალოდნელი კრიზისი ერთგვარი გაგრძელებაა პანდემიური კრიზისის, რომლისგანაც მსოფლიო გამოსვლას იწყებდა. ასე და ამრიგად, თუ მსოფლიო კრიზისი სასწრაფოდ არ შეწყდა, საკვების დეფიციტი 18 მილიონ ადამიანს შეეხება.
თუ აქამდე ეს პრობლემა აფრიკის ქვეყნების მოსახლეობის პრეროგატივა იყო, ახლა დარტყმის ქვეშ ევროპის მოსახლეობაა. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ლიეტუვა, მოლდოვა, სერბია, ფინეთი, ესტონეთი 100%-ით დამოკიდებულები არიან რუსეთიდან იმპორტირებულ სასუქებზე. მათ ემატებათ ირლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და სლოვენია.
გაეროს სასურსათო და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის განმარტებით, 53 ქვეყანა გარკვეულ კრიზისს განიცდიდა სასურსათო კუთხით, ჯერ კიდევ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებამდე (პანდემიის შედეგები) და 193-მილიონიანი კონტინგენტი მოწყვლად ჯგუფად მიიჩნეოდა, მაგრამ ეს იყო გამოსწორებადი და არა ქრონიკული მდგომარეობა, რაც შეიძლება ამჯერად დადგეს.
გაეროს პროგნოზს არ ეთანხმება რუსეთის მხარე, რომელსაც შექმნილ კრიზისში მთავარ დამნაშავედ მიიჩნევენ. მისი აზრით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარიანტია, რომელიც ან დადგება, ან _ არა. რუსები ეთანხმებიან, რომ რისკის ზონები არსებობს, მაგრამ არ ეთანხმებიან ფასების საგრძნობი მომატების პერსპექტივას.
როგორ აპირებს განვითარებული მსოფლიო უკვე დაწყებული კრიზისიდან გამოსვლას? ყველაზე კარგი სიახლე ის გახლავთ, რომ გაერომ მიიღო გადაწყვეტილება პროდუქციის წარმოების შეცვლით _ ისინი ფასების ინფლაციას შეაჩერებენ და გაზრდიან მსოფლიო ექსპორტს.
კონსალტინგურ კონცერნ SYSTEMIQ-ს ანალიზის მიხედვით, მათ სქემა ასე წარმოუდგენიათ: შეზღუდავენ რა ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოებას 13%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის მოსახლეობას მხოლოდ ერთი დღე მოუწევს მასზე უარის თქმა, ევროკავშირი შეძლებს გადაანაწილოს მარცვლეულის ნაწილი და მიწის ფართობები ისე, რომლებიც აქამდე საქონლის გამოსაკვებად იყო გამიზნული, რომ 23 მილიონი ტონა ხორბლის კომპენსაცია მოახდინოს. გაეროს ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით აქვს გათვლილი _ ხორცი კვების არარენტაბელური წყაროა. საქონლის საკვების ყოველ 100 კალორიაზე იწარმოება ხორცის 1 კალორია. აქამდე გამოიყენებოდა მიწის უზარმაზარი ფართობები და სასუქები იმ პროდუქციის გასაზრდელად, რასაც პირუტყვი გამოიყენებს. ექსპორტი უკრაინიდან და რუსეთიდან შეწყვეტილია (მათზე მსოფლიო იმპორტის მეოთხედი მოდიოდა), ევროპაში წარმოებების მხრივ სერიოზული შეფერხებებია ბუნებრივი აირის ღირებულების გაძვირების გამო, ხოლო თავად სასუქები 60%-ით გაძვირდა. ვაჭრობისა და მრეწველობის საკითხებში გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის, რებეკა გრინსპანის განცხადებას თუ მოვიშველიებთ, მომავალი კრიზისის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია სასუქებზე ფასის დაწევა. ამიტომ მსოფლიოს დღის წესრიგში რესურსების ახლებური გადანაწილება დგას. თუ საქონლის ხორცის ერთი გრამის საწარმოებლად საჭიროა მიწის ფართობის 48 კვადრატული მეტრი, ბარდისა და მარცვლეულის მოსაყვანად წარმოების განახევრება მიწის ფართობის ათვისების პრობლემასაც მოხსნის. ეს კლიმატურ სარგებელსაც მოიტანს, ვინაიდან სასათბურე აირები ისეთივე მავნებელია, როგორც ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების გამონაბოლქვი. გაერომ ესეც გამოთვალა და დაადგინა, რომ 1 ტონა ხორცისთვის საჭირო სასათბურე სასუქის წარმოება ევროპის გზებზე მოსიარულე 4 მილიონი მანქანის გამონაბოლქვის ეკვივალენტია.
რას გამოიწვევს კიდევ ხორცპროდუქტების შემცირება _ ღარიბი ქვეყნები, რომლებიც მუდმივ სასურსათო დეფიციტს განიცდიან, მთლიანად დამოკიდებულები არიან ხრბლის იმპორტიზე უკრაინიდან და რუსეთიდან. მათ ევროპაში წარმოებული მარცვლეული ჩაენაცვლება.
ევროკავშირის ერთი მომხმარებელი ორჯერ მეტ ხორც მოიხმარს, ვიდრე მას სჭირდება. შედეგად, იგი მარტო ხორცს კი არ მოიხმარს, არამედ უზარმაზარი რაოდენობის მარცვლეულს. ეს უკანასკნელი იმ საქონლის გასაზრდელად გამოიყენება, რომლისგანც ამ ხორცს იღებენ. მთელი ევროკავშირის მარცვლეულის 2-3 გამოიყენება საქონლის გამოსაკვებად.
2023 წელს ჩაეშვება პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ამ ქსელის გადასხვაფერებას და ახლებურ გადანაწილებას. კერძოდ, მარცვლეულის დიდი ნაწილი მსხვილფეხა საქონლის კორმიდან გადავა სასურსათო წარმოებაში, რაც მოსალოდნელ დეფიციტს აღმოფხვრის. საფრანგეთში, მაგალითად, მოსახლეობის 10% დამოკიდებულია სასურსათო ბანკებზე _ ეს ერთგვარი ორგანოებია, რომლებიც კვებას უზრუნველყოფენ კალორაჟით და დეფიციტის პრობლემის აღმოფხვრისკენ არიან მიმართული. მათაც ახალ რელსებზე გადასვლა მოუწევთ. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მსოფლიო გადადის ახალ მოდელზე _ ხორცის წარმოების შემცირებით ზრდის მარცვლეულის წილს საერთო ეკონომიკაში და იწყებს მცენარეული ცილის წარმოების მასშტაბების ზრდას. ამაში შედის ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა, რომელიც კვების ობიექტებს: სუპერმარკეტებს, რესტორნებს, კაფეებს, სწრაფი კვების წერტილებსა და ა. შ. მოტივირებას უკეთებს, მომხმარებელს შესთავაზონ მცენარეული ცილისგან დამზადებული ან ხორცის შემცვლელი პროდუქტები.
უკვე დაიწყო ე. წ. ხორცჩამნაცვლებელი პრგრამის პოპულარიზება. ხორცის მომცემი ცხოველები წელიწადში 30 მილიონ დოლარზე მეტ ანტიბიოტიკს ღებულობენ. სარეალიზაციო ქსელში გასული თითმის ყველა ხორცპროდუქტი შეიცავს ანტიბიოტიკებს. იმ დროს, როცა ყველა პაციენტმა აფთიაქში გასვლამდე უნდა შეინახოს მედიკამენტების რეცეპტი, ხორცთან ერთად ანტიბიოტიკების ყიდვა თავისუფლად შეიძლება. საქართველოსთან მიმართებით თუ გადავიტანთ, ჩვენთან შინაური ხორცი ბევრად ხელმისაწვდომია, მაგრამ აქაც ყველაფერი მარტივი არ არის. ბევრი გლეხი საკმაოდ კარგად გათვითცნობიერდა და დიდი ხანია, მიიღო დასავლეთის ქვეყნების გამოცდილება. აქ კიდევ უარესს შედეგს ვიღებთ _ ანტიობიოტიკი საქონელს მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქტაჟით კი არ მიეწოდება, სადაც მის რაოდენობას სპეციალისტები აკონტროლებენ, არამედ გაგონილით და სხვისგან ნათქვამი დოზირებით.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია Roskontrol-ის მონაცემებითაც უცხოური კომპანიების მოგება იკვეთება რუსული მწარმოებლის პროდუქციის საფარქვეშ უცხოური ხორცის გაყიდვის შემთხვევაში.
ევროპა დღეს ასეთ გზაზეა _ ხორცპროდუქტებზე გონივრული შეზღუდვები ამცირებს მრავალი დაავადების რისკს, ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებიც, რომელთა განცხადებითაც ხორცმომხმარებლებში მეტია სიმსუქნისა და დიაბეტის შემთხვევები და თითქმის სამჯერ მეტია სიმსივნე.
დანარჩენს მომავალი 2023 წელი გვიჩვენებს.
ჩვენ კი შეგვიძლია მხოლოდ ის დავძინოთ, რომ ხორცპროდუქტების ჭარბი რაოდენობით მიღება არ არის ამ დაავადებების რისკის ერთადერთი მიზეზი, არამედ ამის ხელშემწყობი მთავარი ფაქტორია.