რა დარღვევებია სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“?

ელისო კილაძე

„ქრონიკა+“-ის ერთ-ერთ წინა ნომერში აუდიტის სამსახურის სკანდალური დასკვნის ფრაგმენტები გავასაჯაროვეთ, რომელიც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ეხებოდა. დასკვნა გამოსაძიებლად პროკურატურაში გადაიგზავნა. გამოძიების დეტალები არ ვიცით, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და წევრებმა თანამდებობები დატოვეს და კერძო ბიზნესში გადაინაცვლეს, თუმცა სისტემაში დაუმთავრებელი პროექტები დატოვეს.

„ქრონიკა+“ ექსკლუზიურად გთავაზობთ დარღვევების იმ ნუსხას, რომელიც აუდიტის დასკვნაში ვერ მოხვდა.

5. პრობლემები ნებართვების მიღებისას

ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა

მოსახლეობის პროტესტის შედეგად შეიცვალა ელგადამცემი ხაზის მარშრუტი

ანძა #133-#163

2018 წლის 26 იანვარს დამტკიცდა მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ბრძანება #11-04 გაიცა შპს ენერგოტრანსის 2017 წლის 6 დეკემბერს განცხადება #1159 საფუძველზე);

2018 წლის 30 მარტს გაიცა მშენებლობის ნებართვა (ბრძანება #46-04 გაიცა შპს ენერგოტრანსის 2018 წლის 19 თებერვლის განცხადება #111-ის საფუძველზე);

2018 წლის 31 დეკემბერს განისაზღვრა მიწის ნაკვეთების საკუთრების სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

2019 წლის 31 მარტს განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.

2019 წლის 20 მარტს გაიცა მშენებლობის ნებართვა (ბრძანება #49-04 გაიცა შპს ენერგოტრანსის 2019 წლის 5 მარტის განცხადება #173-ის საფუძველზე).

შპს „ენერგოტრანსში“ არ იძებნება სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ გაგზავნილი წერილი მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით (მოსალოდნელია ჯარიმები);

2020 წლის 31 ოქტომბერს განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.

აღსანიშნავია, რომ შპს „ენერგოტრანსში“ არ იძებნებოდა ქსანი-სტეფანწმინდისა და ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის ნებართვების სრული ჩამონათვალი და, შესაბამისად, ნებართვების მოქმედების ვადებთან დაკავშირებული ინფორმაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2019 წლის 7 თებერვალს შპს „ენერგოტრანსმა“ მიმართა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ წერილი #88) და მოითხოვა გაცემული სამშენებლო ნებართვები ორივე პროექტთან დაკავშირებით და მასში განხორციელებული ცვლილებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

აღნიშნული დოკუმენტაცია სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოდან“ შპს „ენერგოტრანსშ“ი შევიდა 2019 წლის 11 თებერვალს (წერილი #04/219).

6. ჯარიმები ცვლილებების საფუძველზე

220 კვ.ეგხ „ჯვარი-ხორგას“ და 500 კვ. ეგხ „კავკასიონის“ შეჭრის მშენებლობის პროექტი

მთლიანი ელექტროგადამცემი ხაზი

ანძა #1-171

2014 წლის 5 აგვისტოს დამტკიცდა მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ბრძანება 97/01 – 06 გაიცა შპს ენერგოტრანსის 2014 წლის 4 აპრილის განცხადების #184 საფუძველზე);

2016 წლის 6 მაისს დაზუსტდა/დამტკიცდა მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ გამოყენების პირობები (ბრძანება #69-04 გაიცა შპს „ენერგოტრანსის“ 2016 წლის 4 აპრილის განცხადება #133 საფუძველზე);

2016 წლის 31 მაისს გაიცა მშენებლობის ნებართვა (ბრძანება #77-04 გაიცა შპს „ენერგოტრანსის“ 2016 წლის 4 აპრილის განცხადება #133 საფუძველზე);

2016 წლის 30 ნოემბერს გაგრძელდა/განისაზღვრა მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

2018 წლის 31 იანვარს განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.

2016 წლის 14 დეკემბერს შევიდა ცვლილება მშენებლობის სანებართვო მოწმობაში (ბრ. #217-04; 2016 წლის 28.11)

2017 წლის 31 აგვისტოს გაგრძელდა/განისაზღვრა მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

2017 წლის 25 აგვისტოს ცვლილება შევიდა მშენებლობის სანებართვო მოწმობაში (ბრ. #168-04; 2017 წლის 01.08; გან. #662)

2018 წლის 31 მაისს გაგრძელდა/განისაზღვრა მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

2018 წლის 29 ივნისს გაგრძელდა/განისაზღვრა ახალი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.

2018 წლის 22 მარტს შევიდა ცვლილება მშენებლობის სანებართვო მოწმობაში (ბრ. #40-04; 2018 წლის 14.03; გან. #188);

2019 წლის 31 იანვარს გაგრძელდა/განისაზღვრა მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა;

2019 წლის 31 მარტს გაგრძელდა/განისაზღვრა ახალი მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.

2019 წლის 25 მარტს შევიდა ცვლილება მშენებლობის სანებართვო მოწმობაში (ბრ. #55-04; 2019 წლის 05.03; გან. #171);

მოთხოვნის მიუხედავად, მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადა არ განისაზღვრა სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ დადგენილ ვადაში მიუმართაობის გამო;

2020 წლის 31 ოქტომბერს განისაზღვრა მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადა.

220 კვ.ეგხ „ჯვარი-ხორგას“ და 500 კვ. ეგხ „კავკასიონის“ შეჭრის მშენებლობის პროექტი

შპს „ენერგოტრანსში“ არ იძებნება სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში“ გაგზავნილი წერილი მიწის ნაკვეთების საკუთრების/სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვადის გაგრძელების მოთხოვნით;

ქსანი-სტეფანწმინდის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის ფარგლებში პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილის ა.დ. ქვეპუნქტის საფუძველზე გამოიწერა ჯარიმები სარგებლობა/საკუთრების დოკუმენტაციის წარუდგენლობის გამო.

2019 წლის 15 მაისი – 20 000 ლარი (ჯარიმა გადახდილია);

2019 წლის 10 იანვარი – 60 000 ჯარიმა გასამმაგდა (არ არის გადახდილი);

2019 წლის ივლისი – 180 000 (მეორედ გასამმაგების მოლოდინი).

2020 წლის ივლისის მონაცემებით, ჯვარი-ხორგას პროექტზე გადასახდელი ჯარიმების ჯამია 240 000 ლარი;

ჯვარი-ხორგას პროექტზე გადახდილი/გადასახდელი ჯარიმების ჯამი – 260 000 ლარი;

2020 წლის ივლისის მონაცემებით, ქსანი-სტეფანწმინდისა და ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზების პროექტის ფარგლებში დარღვევების აღმოუფხვრელობის გამო გადასახდელი ჯარიმების ჯამია (960 000+240 000+240 000) 1 440 000 ლარი;

2020 წლის ოქტომბერში ქსანი-სტეფანწმინდისა და ჯვარი-ხორგას ელექტროგადამცემი ხაზების პროექტის ფარგლებში დარღვევების აღმოუფხვრელობის გამო სსე ელოდება ჯარიმების მესამედ გასამმაგებას, რომელიც საბოლოოდ შეადგენს (540 000+540 000+540 000) 1 620 000 ლარს.

7. პრეტენზიები და ჯარიმები ცვლილებების საფუძველზე

ქსანი-სტეფანწმინდის ქვესადგურების დამაკავშირებელი ახალი 500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პრეტენზიები (ჩლაიმს) კონტრაქტორის მხრიდან

ჩლაიმ 1-2

პრეტენზიის საფუძველი: სამუშაო ლოკაციებზე დაშვების შეფერხება. სამუშაოდ დაშვებული ლოკაციების გეოგრაფიული გაფანტულობა და ხეების მოჭრისა და სამშენებლო ნებართვების დაგვიანებასთან დაკავშირებული დამატებითი თანხები.

პრეტენზიის პერიოდი: 2016 წლის მაისი და 20 სექტემბერი;

მშენებლობის ნებართვის აღების თარიღი:

2016 წლის 19 ივლისი (ბრ. #121-04; 11.04.2016; გან.:#175)

მუნიციპალიტეტიდან მიმოსასვლელი გზების მშენებლობის აღების თარიღი:

2016 წლის 20 ივლისი (ნებართვა გაიცა შპს „ენერგოტრანსის“ 25.03.2016 (#129) და 11.04.2016 (#397) განცხადებების საფუძველზე);

ტყის ფონდიდან ხე-მცენარეების ჭრის ნებართვის აღების თარიღი:

2017 წლის 2 სექტემბერი (ბრ.#450 გაიცა სსე-ს 19.04.206 წლის #1879/07, 16.06.2016 წლის @2915/07 და 01.07.206 წლის #3258/07 განცხადებების საფუძველზე)

ორივე პრეტენზიაზე ერთიანი შეფასების ანგარიში მომზადებულია ფიხტნერის მიერ.

მოთხოვნილი თანხებია:

ჩლაიმ 1 –  1 078 439,01 ევრო

ჩლაიმ 2 – 154 146,26 ევრო

ორივე პრეტეზიაზე ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხაა 377 296,00 ევრო.

ანაზღაურებული – 377 296,00 ევრო.

ჩლაიმ 3

პრეტენზიის საფუძველი:

სამუშაო ლოკაციებზე დაშვების შეფერხება; ვადის გაგრძელება ასახულია ხელშეკრულების ცვლილებაში (#3).

მოთხოვნა უკავშირდება ვადის გაგრძელებას.

ჩლაიმ 4

მოცდენასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა.

პრეტენზიის საფუძველი:

რიგ სამუშაო ლოკაციებზე დაშვების არქონა; სამუშაოდ დაშვებული ლოკაციების გეოგრაფიული გაფანტულობა, რაც იწვევს ლოჯისტიკურ პრობლემებს და დამატებითი სახსრების მოთხოვნას; ხეების მოჭრის ნებართვის დაგვიანება და ხალხის პროტესტი.

პრეტენზიის პერიოდი:

21.09.2016-15.05.2017

ტყის ფონდიდან ხე-მცენარეების ჭრის ნებართვის აღების თარიღი:

2017 წლის 15 მაისი (ბრ. #280 გაიცა სსე-ს 14.12.2016 (#6019/07); 22.12.2016 (#6163/07); 29.12.2016 (#6282/07); 24.02.2017 (#836/07); 16.03.207 (#1167/07) და 30.03.2017 (#1411/07) განცხადეებების საფუძველზე).

მოთხოვნილი თანხა: 2 032 404.00 ევრო

ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხა – 712 129,00 ევრო;

ანაზღაურებული – 712 129,00 ევრო.

ჩლაიმ 5

ვადის გადაწევით გამოწვეული დამატებითი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა;

პრეტენზიის პერიოდი:

15.05.2017-31.08.2017

დამატებითი ხარჯები დაკავშირებულია:

                      პროექტში დასაქმებული პერსონალის ხელფასებთან;

                      ოფისის თანამშრომელთა ბინების, მანქანებისა და სასაწყობე ფართის იჯარასთან;

                      პროექტის დაზღვევებისა და გარანტიების თანხებთან.

პრეტენზიის სახით თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 2 389 737.19 ევრო, საბოლოოდ თანხამ შეადგინა 371 221 ევრო.

ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხა – 343 125,17 ევრო;

ანაზღაურებული – 343 125,17 ევრო.

ჩლაიმ 6

მოცდენასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა.

პრეტენზიის საფუძველი:

31-ე და 32-ე ანძების მონაკვეთთან მისვლის შეფერხება კერძო მიწის მესაკუთრის მიერ;

139-ე ანძის ტერიტორიაზე მისვლის შეფერხება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ;

126-165-ე ანძების მონაკვეთზე მისვლის შეფერხება ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის გამო;

170-171-ე და 174-177-ე ანძებთან მისვლის შეფერხება მიწის კომპენსაციის გადაუჭრელი საკითხის გამო;

134-190-ე ანძების მონაკვეთზე ხეების ჭრის ნებართვის დაგვიანებით მიღება (მისასვლელი გზების გაკეთების მიზნით);

94-ე-მე-100 ანძების მონაკვეთზე ხეების მარკირების დაგვიანება.

პრეტენზიის პერიოდი:

16.05.2017 – 31.08.2017

ტყის ფონდიდან ხე-მცენარეების ჭრის ნებართვის აღების თარიღი:

მისასვლელი გზებისთვის: 06.06.2017 (ბრძანება #324 გაიცა სსე-ს 16.03.2017-ის #1167/07; 04.04.2017-ის #1508/07; 20.04.2017-ის #1733/07 განცხადებების საფუძველზე)

პრეტენზიის სახით თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 1 216 685 ევრო, საბოლოოდ თანხამ შეადგინა 1 056 592.00 ევრო.

ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხა – 384 318,00 ევრო;

ანაზღაურებული – 384 318,00 ევრო;

ჩლაიმ 7

ფიხტნერის მიერ მომზადებული შეფასების ანგარიში (ჩოსტ ოფ ვარიატიონ) – დამატებითი რესურსების გამოყენება საძირკვლების დასრულების აქსელერაციის მიზნით.

პრეტენზიის სახით მოთხოვნილი იყო 1 701 219.39 ევრო

ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხა – 961 103 ევრო;

ანაზღაურებული – 961 103 ევრო;

ჩლაიმ 8

პრეტენზიის საფუძველი:

ზამთრის პერიოდში ობიექტზე მუშაობის შეუძლებლობის გამო 133-163-ე სექციაზე შემოვლითი გზის გაკეთებისა და 125-133-ე სექციაზე აუცილებელი გზის უფლების არარსებობის გამო ვადის გადაწევა 2018 წლის 30 მაისამდე.

თანხასთან დაკავშირებული პრეტენზია არ ფიქსირდება.

ჩლაიმ 9

ვადის გადაწევით გამოწვეული დამატებითი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა;

პრეტენზიის პერიოდი:

01.09.2017-28.02.2018

დამატებითი ხარჯები დაკავშირებულია:

                      პროექტში დასაქმებული პერსონალის ხელფასებთან;

                      ოფისის თანამშრომელთა ბინების, მანქანებისა და სასაწყობე ფართის იჯარასთან;

                      პროექტის დაზღვევებისა და გარანტიების თანხებთან.

პრეტენზიის სახით თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 2 257 208.49 ევრო, საბოლოოდ თანხამ შეადგინა 662 471.96 ევრო.

ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხა – 606 358.17 ევრო;

ანაზღაურებული – 606 358.17 ევრო;

ჩლაიმ 10

პრეტენზიის პერიოდი:

01.09.2017-28.02.2018

პრეტენზიის საფუძველი:

ქსანი-ქ-სადგურის პორტალთან მისვლის შეფერხება;

114-116-ე, 125-167-ე და 238-239-ე ანძებთან მისვლის შეფერხება;

10 კვ „გვირაბის“ სადისტიბუციო ხაზის გამორთვა არ იყო უზრუნველყოფილი 233-236-ე ანძებზე ხაზის გასაჭიმად.

პრეტენზიის სახით თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 1 616 389 ევრო, საბოლოოდ თანხამ შეადგინა 1 389 599.00 ევრო.

ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხა – 196 623.35 ევრო;

ანაზღაურების ალბათობა სადავოა და კონტრაქტორი გეგმავს, მიმართოს დავების საბჭოს.

ჩლაიმ 11

კონტრაქტის დასრულების ვადის გადაწევა 2018 წლის პირველ დეკემბრამდე ასახულია ხელშეკრულების ცვლილებაში (#6)

თანხასთან დაკავშირებული პრეტენზია არ ფიქსირდება.

ჩლაიმ 13

ვადის გადაწევით გამოწვეული დამატებითი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა;

პრეტენზიის პერიოდი:

01.03.2018-31.05.2019

დამატებითი ხარჯები დაკავშირებულია:

                      პროექტში დასაქმებული პერსონალის ხელფასებთან;

                      ოფისის თანამშრომელთა ბინების, მანქანებისა და სასაწყობე ფართის იჯარასთან;

                      პროექტის დაზღვევებისა და გარანტიების თანხებთან.

პრეტენზიის სახით თავდაპირველად წარმოდგენილი იყო 1 840 425.71 ევრო, საბოლოოდ თანხამ შეადგინა 1 776 440.13 ევრო.

ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხა – 1 220 762.66 ევრო;

ანაზღაურებული – ელტელი არ ეთანხმება დადასტურებულ თანხას და გეგმავს მიმართოს დავების საბჭოს.

ჩლაიმ 15

პროექტის ვადის გადაწევის მოთხოვნა 2019 წლის 24 დეკემბრამდე

ფიხტნერის მიერ დადასტურებულია 24.09.2019, მაგრამ კონტრაქტორი არ ეთანხმება აღნიშნულ თარიღს.

თანხასთან დაკავშირებული პრეტენზია არ ფიქსირდება.

ჩლაიმ 16

2019 წლის 18, 19 და 20 მაისს ადგილობრივი მოსახლეობის პროტექსტის გამო კონტრაქტორის მოცდენის ხარჯი; აღნიშნული თანხა ჯერ არ არის ასახული ხელშეკრულების ცვლილებებში.

მოთხოვნილი თანხა – 18 201 ევრო.

ფიხტნერის მიერ დადასტურებული – 1 602 ევრო.

ანაზღაურებული თანხის შესახებ ინფორმაცია არ არის.

ჩლაიმ 17

ექსპერტების საშემოსავლო გადასახადი (პერიოდი: 2016 წლის მარტი – 2019 წლის აგვისტოს ჩათვლით)

მოთხოვნილი თანხა – 894 749,84 ლარი

სსე-მა კონტრაქტორს გაუგზავნა პასუხი, რომელსაც კონტრაქტორი არ ეთანხმება. ამ საკითხით ელტელმა მიმართა დავების საბჭოს. ამჟამად მიმდინარეობს დავების საბჭოს მიერ დაწესებული პროცედურა.

ჩლაიმ 18

ექსპერტების საშემოსავლო გადასახადი (პერიოდი: 2016 წლის სექტემბერი – 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით)

მოთხოვნილი თანხა – 92 465,13 ლარი

სსე-მა კონტრაქტორს გაუგზავნა პასუხი, რომელსაც კონტრაქტორი არ ეთანხმება. ამ საკითხით ელტელმა მიმართა დავების საბჭოს. ამჟამად მიმდინარეობს დავების საბჭოს მიერ დაწესებული პროცედურა.

ჩლაიმ 19

დამკვეთმა სათადარიგო ნაწილები დროულად ვერ მიიღო.

მოთხოვნილი თანხა – 23,816,47 ევრო

ფიხტნერს ჯერ არ მოუმზადებია შეფასების ოქმი.

ჩლაიმ 20

პროექტის გადაწევით გამოწვეული დამატებითი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა. პერიოდი: 01.06.2019 – 24.09.2019

მოთხოვნილი თანხა – 635 267,73 ევრო

ფიხტნერს ჯერ არ მოუმზადებია შეფასების ოქმი.

ჯამურად გადახდილია 3,384 329,34 ევრო.

8. პრეტენზიები და ჯარიმები ცვლილებების საფუძველზე

220 კვ.ეგხ „ჯვარი-ხორგას“ და 500 კვ. ეგხ „კავკასიონის“ შეჭრის მშენებლობის პროექტი

ჩლაიმ 1

სამუშაოების ჩამორჩენა/დაგვიანება მინიციპალიტეტისა და სატყეო დეპარტამენტის მიერ ხე-ტყის მოჭრის დაგვიანებით გაცემული ნებართვების გამო. სამუშაოების ჩამორჩენა/დაგვიანება ღOჭ-სთან დაკავშირებული პრობლემების გამო; მშენებლობასთან დაკავშირებული სირთულეებით გამოწვეული მოცდენა.

მოთხოვნილი თანხა – 2 557 920 ევრო

ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხა – 1 519 659 ევრო

ანაზღაურებული თანხა – 1 519 659 ევრო

ჩლაიმ 2

მოცდენი პერიოდი: 2016 წლის ნოემბერი – 2016 წლის დეკემბერი. უარყოფილია კონსულტანტის მიერ.

•          ვადის გადაწევა

მოცდენის პერიოდი 17.03.2017 – 15.07.2017

•          ვადის გადაწევა

მოთხოვნილი თანხა – 2 341 859 ევრო

ჯამურად მოთხოვნილია 3 365 210 ევრო, მაგრამ 1 223 360 ევროს პრეტენზია უარყოფილია 2017 წლის 12 აპრილს გამართულ პროგრესშეხვედრაზე არასაკმარისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის გამო.

ფიხტნერის მიერ დადასტურებული თანხა – 1 000 000 ევრო

ანაზღაურებული თანხა – 900 000 ევრო

ჯამში გადახდილია 2 419 659 ევრო.

9. პრეტენზიები და ჯარიმები ცვლილებების საფუძველზე

220 კვ.ეგხ „ჯვარი-ხორგას“ და 500 კვ. ეგხ „კავკასიონის“ შეჭრის მშენებლობის პროექტი

2014 წლის 29 აპრილს სსე/ენერგოტრანსსა და ჯოტის შორის გაფორმდა ხელშეკრულება 220 კვ.ეგხ-ს ქს ჯვარი-ქს ხორგა (60კმ) და არსებული 500 კვ.ეგხ კავკასიონის შეჭრა ქს ჯვარში (8 კმ.) მშენებლობის მიზნით.

ჩლაიმ 1 – პრეტენზიის საფუძველი

                      სამუშაოების ჩამორჩემა/დაგვიანება მუნიციპალიტეტისა და სატყეო დეპარტამენტის მიერ ხე-ტყის მოჭრის დაგვიანებით გაცემული ნებართვების გამო;

                      სამუშაოების ჩამორჩენა/დაგვიანება ღOჭ-სთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

                      მშნებლობასთან დაავშირებული სირთულეებით გამოწვეული მოცდენა.

220 კვ. ელექტროგადამცემი ხაზისთვის ხე-მცენარეების ჭრა უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 20 იანვარს.

500 კვ. ელექტროგადამცემი ხაზისთვის ხე-მცენარეების ჭრა უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 16 მაისს.

ქლეიმში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტიდან (დაკონკრეტებული არ არის მუნიციპალიტეტი) ხე-მცენარეების ჭრის ნებართვა. კონტრაქტორ კომპანიას მიღებული აქვს 2015 წლის 28 ივლისს, ხოლო სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოდან“ ნებართვა მიღებული აქვს 2015 წლის პირველ დეკემბერს.

2015 წლის 25 მაისს (წერილი #323) შპს ენერგოტრანსმა მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ხე-მცენარეების ჭრის ნებართვის მოსაპოვებლად.

ნებართვა მიიღო 2015 წლის 29 მაისს (#627). 2015 წლის 21 აგვისტოს (წერილი #543) მიმართა დამატებით სექციაზე.

2015 წლის 30 ივნისს (წერილი #423) და დამატებით 2015 წლის 9 ნოემბერს (#686) შპს ენერგოტრანსმა მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ხე-მცენარეების ჭრის ნებართვის მოსაპოვებლად. ნებართვა მიიღო 2015 წლის 17 ნოემბერს (წერილი #02/3757).

2015 წლის 4 თებერვალს (წერილი #98), 18 თებერვალს (წერილი #146), 8 აპრილს (წერილი #235) და 30 ივნისს (წერილი #420) შპს ენერგოტრანსმა მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“ ტყის ფონდის ნაკვეთების 49 წლით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის მიზნით. ნებართვა მიიღო 2015 წლის 22 ივლისს (ბრძანება #542). აღნიშნული ბრძანება გაუქმდა, რადგან ტერიტორია არ იქნა გამოყენებული.

2015 წლის 4 აგვისტოს (369,857 კვ.მ. – წერილი #519) და 2015 წლის პირველ სექტემბერს (16,118 კვ.მ – წერილი #550) შპს „ენერგოტრანსმა“ მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და სსიპ „ეროვნულ სატყეო სააგენტოს“. ნებართვები მიიღო 2015 წლის 27 ოქტომბერს (369,857 კვ.მ.-ზე; ბრძანება #832) და 2015 წლის 27 ნომებერს (16,118 კვ.მ. – ბრძანება #920).