მექსიკელი ნარკობარონის ხოაკინ გუსმანის ციხიდან გაქცევას ჩინოვნიკები ეწირებიან

l.phpუ

როგორც სააგენტო РИА «Новости» იუწყება, მექსიკის ციხიდან რამოდენიმე თვის წინ გაქცეული ნარკო ბარონის, ხოაკინ გუსმანის (კარატიშკა) საქმესთან კავშირის ბრალდებით, ქვეყნის პოლიციამ, მექსიკის ტერიტორიაზე გამოსასწორებელი კოლონიების კოორდინატორი, სელინა ოსერეგა პარა დააკავა. ,,გენერალური პროკურატურა აქტიურად მუშაობს იმ პირების გამოსავლენად, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ხოაკინ გუსმანის ცხიდან გაქცევაში. ყველა დამნაშავე დაისჯება და გისოსებს მიღმა გუსმანს ჩაანაცვლებს. ეს მათი არჩევანია, კანონი ყველასათვის უზენასია” – აცხადებენ პროკურატურაში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საქმის გარშემო, სელინა პარა ყველაზე ავტორიტეტული ჩინოვნიკია, რომელიც პოლიციამ დააკავა, მანამდე სელინას ბედი ,,ალტპლანოს” ციხის აწ უკვე ყოფილმა დირექტორმა ვალენტინ კარდენასმა და რამოდენიმე ციხის თანამშრომელმა გაიზიარა. მექსიკის ნარკოპოლიციის პრესსამსახურის განცხადებით, უწყების თანამშრომლებმა, ამერიკა მექსიკის სასაზღვრო ზოლის ერთ ერთ მონაკვეთზე, მიწისქვეშა გვირაბი აღმოაჩინეს, რომლის საშუალებითაც ხდებოდა შტატების ტეირტორიაზე ნარკოტიკების უკანონო გადინება.