აიმან აზ-ზავახირი: „დროა ნგრევა და ომი დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე გადავიტანოთ“

რრრ

ტერორისტული ორგანიზაციის ,,ალ ქაიდას”ლიდერი აიმან აზ-ზავახირი, საკუთარ მომხრეებს დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე ტერორისტული აქტივობის გაღვივებისაკენ მოუწოდებს. ,,ჩვენ დროულად უნდა მოვახერხოთ სიტუაციის სრულფასოვანი გადაფასება. ომი და ნგრევა მათ ქვეყნებში, ოჯახებსა და ქალაქებში უნდა გადავიტანოთ. რათქმაუნდა ძირითადი სამიზმე ამერიკაა. მიბაძეთ ძმებ ცარნაევებს, ძმებ კუაშებს. ცარნაევებმა ბოსტონს დაარტყეს, კუაშებმა კი ბინძური გამომცემლობა Charlie Hebdo დაამუნჯეს. ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში გადადის და ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულდეს” – აღსანიშნავია, რომ ,,ალ ქაიდა” არ სცნობს ეგრეთწოდებულ ხალიფატს და არც აპირებს მათთვის დახმარების ხელის გაწვდენას. აიმან აზ-ზავახირიმ ერთგულების ფიცი ,,თალიბანის” ლიდერთან დადო. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.