ლაშა შუშანაშვილი შაქრო კალაშოვთან ერთად ბერძნულ ციტადელს შეუტევს

კუ

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»-ი იუწყება, საბერძნეთში მოღვაწე ,,კანონიერი ქურდების“ დიდმა ნაწილმა, უახლოეს წარსულში ციხიდან განთავისუფლებული, შაქრო კალაშოვის წინააღმდეგ ძლიერი კოალიცია შექმნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცივილიზაციის აკვნად წოდებულ ქვეყანაში მცხოვრებმა ,,ზაკონნიკება“ კალაშოვის მიმართ უკმაყოფილება, მისი მხრიდან ქურდულ კლანებს შორის დაპირისპირების დროს, ნეიტრალური პოზიციის დარღვევას დაუკავშირეს. მოსკოვის ცენტრალურ ,,ოფისთან“ საბერძნეთის ,,ფილიალის“ დაპირისპირების ფონზე, ციხიდან ყველასათვის მოულოდნელად, რამოდენიმე დღის წინ, ლაშა შუშანაშვილი განთავისუფლდა. შეგახსენებთ, რომ 2006 წელს შაქრო კალაშოვის დაკავების შემდეგ, მის ყველა წამოწყებას სათავეში სწორედ შუშანაშვილი ჩაუდგა, რომელსაც მალევე რუსეთის პროკურატურამ  მოქალაქეობა ჩამოართვა და ქვეყნიდან გამოაძევა. ლაშას შემდგომ ნავსაყუდელად საბერძნეთი იქცა, სადაც მას ერთგული მეგობარი და თანამოაზრე ტიტულოვანი ,,პალაჟენეცი“ ლავრენტი ჩოლაკიდისი ელოდებოდა. 2010 წელს აქილევსად წოდებული ჩოლაკიდისი გარდაიცვალა, თუმცა შუშანაშვილს საბერძნეთში დასამკვიდრებლად ხელოვნურად შექმნილი ყველა ბარიერი გადალახული ჰქონდა. 2014 წელს ბერძნულმა სასამართლომ შუშანაშვილი გისოსებს მიღმა 14 წლით გაისტუმრა. ამბობენ, რომ ამჟამად რუსთაველი ,,კრიმინალური გენერლის“  ციხიდან განთავისუფლება ეშმაკური სვლა იყო, რომლითაც ლაშამ ესპანეთში ექსტრადირებას აარიდა თავი. რაც შეეხება კალაშოვთან დაპირისპირებულ კოალიციას, მას, ვაჟა ბიგინიშვილთან ერთად ქუთაისელი ,,კანონიერი ქურდი“ დავით სებისკვერაძე უდგას სათავეში, რომლებსაც ეშმაკურად მერაბ მზარეულიაც მიეტმასნათ. მზარეულიამ ასლან უსოიანის გარდაცვალების შემდეგ, თავი დიდ ავტორიტეტად მიიჩნია და ბევრ ისეთ საქმეში ჩაყო ცხვირი, სადაც არავინ არ ეკითხებოდა ჭკუას. სამან სებისკვერაძე კალაშოვის წინააღმდეგ კოალიციას კრავს, სავარაუდოდ შუშანაშვილი და შაქრო ბერძნული ციტადელის ასაღებად გეგმას ამზადებენ. მითუმეტეს, როდესაც ზახარი კალაშოვის გვერდით ბადრი კოღუაშვილი და ტახი დგანან.