თურქეთში მორიგი ტერორისტული აქტი მოხდა

tur

თურქეთის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში, მორიგ ტერაქტს, ორი სამხედრო პირი შეეწირა, ოთხი ადამიანი კი მძიმედ დაიჭრა. თურქეთის არმიის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი 26 ივლისს გვიან ღამით, ქურთებით დასახლებულ პროვონცია დიარბაკირში მაშინ მოხდა, როდესაც საავტომობილო გზაზე თურქი სამხედროებით სავსე ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში მიიჩნევენ, რომ ტერორისტული აქტის უკან, ქურთების მუშათა პარტია დგას. ქურთისტანის მუშათა პარტიის ლიდერების განაცხადებით, ანკარასთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება დროის ფუჭად დაკარგვა იყო, რადგან 25 ივლისს , თურქეთის ავიაციამ, სირიის ტერიტორიაზე დისლოცირებული ტერორისტული ორგანიზაციის ,,ისლამისტური სახელმწიფოს“ ბანაკი დაბომბა და პარალელურად ავიაიერიში ერაყის ჩრდილოეთით, ისლამისტებთან დაპირისპირებულ ქურთებით დასახლებულ პროვინციაზეც მიიტანა. ქურთებმა პირობა დადეს, რომ შურისძიება იქნებოდა სასტიკი და შეუპოვარი. ინფორმაციას სააგენტო Reuters- ი ავრცელებს.