მორიგი აფეთქება ოდესის ცენტრში და სიგნალი სააკაშვილს
რამოდენიმე დღის წინ ოდესის ცენტრში მდებარე კაფე „Либертин”-ში ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა ( РГД-5) შეაგდეს. ადგილობრივმა მილიციამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა და აფეთქებას, სიცოცხლის განზრახ მოსპობის კვალიფიკაცია მიანიჭა. ინფორმაციას სააგენტო УНИАН-ი ავრცელებს. ჟურნალისტის მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლის-მე 15 -ტე ნაწილითაა აღძრული, რაც სიცოცხლის განზრახ მოსპობის მცდელობით კვალიფიცირდება. როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იუწყებიან, ქვეყნის მასშტაბით, ანტიტერორისტული ზონიდან უამრავი ცეცხლსასროლი იარაღია გაბნეული. ვინ ფლობს სხვადასხვა ტიპის იარაღს და რა კატეგორია აპირებს შიგა დაპირისპირების დაწყებას, მედიის წარმომადგენლები ვერ კონკრეტდებიან, თუმცა ნათლად სჩანს, რომ უკრაინის მასშტაბით, სხვადასხვა ბანდებს შორის, შეიარაღებული კონფლიქტები სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენს. ექსპერტ კრიმინალისტების განცხადებით, ოდესაში მორიგი აფეთქება, სააკაშვილის მისამართით გაგზავნილი სიგნალია, რომელსაც ჯერჯერობით კრიმინალურ დაჯგუფებებთან გამკლავება სერიოზულად უჭირს.