ჰესბოლას ლიდერი: „ამერიკა „დიდი სატანაა“ დედამიწაზე“

er

ლივიის შეიარაღებული დაჯგუფების ,,ჰესბოლას“ ლიდერმა ჰასან ნასრულამ, მოსახლეობისადმი ვიდეომიმართვის დროს, ამერიკის შეერთებული შტატები ,,დიდ სატანად“ მოიხსენია. ,,ჩვენ არ გვჯერა, რომ შტატები ირანთან ბირთვული გარიგების შემდეგ, მშვიდობის დროშებს დაუშვებს. ეჭვგარეშეა ამერიკელ სიონისტებს მორიგი უბედურება აქვთ დაგეგმილი. მჯერა, რომ ირანი ამ სახიფათო თამაშიდან გამარჯვებულის რანგში გამოვა, მე დიდი იმედი მაქვს ირანელი ხალხის მახვილგონიერების. მჯერა, რომ ირანი არ მიგვატოვებს და დახმარების ხელს ისევ გამოგვიწვდის, რადგან ჩვენ ერთი მტერი გვყავს და ეს მტერი დედამიწაზე  ,,დიდი სატანა“ ამერიკის შეერთებული შტატებია“ – ხაზგასმით აღნიშნა ,,ჰესბოლას“ ლიდერმა. რამოდენიმე დღის წინ, ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ, მსოფლიო საზოგადოებას გარკვევით მიუთითა, რომ ,,ირანი მის მოკავშირეებს ზურგს არ აქცევს და ,,ჰესბოლას“ ირანის მეგობართა რიგში კი განსაკუთრებული ადგილი უჭირავს“ – ინფორმაციას «Аль-Арабия» ავრცელებს