ნიკოლაი აზაროვი: „ნუ მოგერიდებათ, ამერიკის ელჩი გენერალ გუბერნატორად აღიარეთ“

l.phpტ

უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი ნიკოლაი აზაროვი, ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯეფრი პაიეტის, უკრაინის გენერალ გუბერნატორის თანამდებობაზე გადაყვანას ურჩევს. აღნიშნული ინიციატივა ყოფილმა პრემიერმა, ამერიკელი დიპლომატის ,,ზაკარპატიეში“ ვიზიტის დროს,  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააჟღერა. ,,ეს საკვირველი და დამამცირებელი ფაქტია. ჩვენ დროს პაიეტი იყო ელჩი, დაფასებული ელჩი და მეტი არაფერი. მარიონეტული რეჟიმის დროს ის გახდა გენერალ გუბერნატორი. მინდა ხელისუფლებას ვურჩიო, ნუ მოგერიდებათ და ბატონი პაიეტის ახალი თანამდებობა, იურიდიულ ჩარჩოებში მოაქციეთ. მითუმეტეს მაშინ, როდესაც კონსტიტუცია ლამისაა კამასუტრად აქციოთ“ უკრაინის ხელისუფლების ყოფილი მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადგილობრივი მედიის გაკვირვებას უკვე აღარ იწვევს, ამერიკელი დიპლომატის ხმამაღალი განცხადებები და ქვეყნის რეგიონებში ლამის პრეზიდენტის დონის შეხვედრების გამართვა. ,,ამერიკის ელჩმა გამონახა დრო და კარპატებს ესტუმრა. მაშინ როდესაც ქვეყნის პრემიერმა იაცენიუკმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ავაკოვმა და თავად პრეზიდენტმა პოროშენკომ ეს ვერ შეძლო. პაიეტი ფაქტიურად მიგანიშნებთ, რომ მაგ ქვეყნის პირველი პირი ისაა“ ამერიკელი დიპლომატი უკრაინის კარპატებს 21 ივლისს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან, რეგიონში განლაგებული რამოდენიმე სტრატეგიული ობიექტი მოინახულა და შეხვდა რეგიონის სახელმწიფო ადმინისტრაციიის ხელმძღვანელს გენადი მოსკალს. ამერიკის ელჩმა მუკაჩევოში მომხდარი ინციდენტი დაგმო და რამოდენიმე თამამი განცხადებაც გააკეთა.