ფილიპ ბრიდლავი ლვოვში ნატო-უკრაინის სამხედრო წვრთებს დაესწრება
ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდალი ფილიპ ბრიდლავი ლვოვში, ალიანსის პროგრამით გაწერილი, ნატო-უკრაინის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს დაესწრება. ინფორმაცია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის ოფიციალურ საიტზე დაიდო. აღნიშნული გადაწყვეტილება, ფილიპ ბრიდლავმა, უკრაინის პრემიერ მინისტრთან, არსენ იაცენიუკთან შეხვედრის დროს მიიღო. ,,ჩვენ ვაფასებთ თქვენს უდიდეს ამაგს, კარგად ვხედავთ თუ რა როლი ითამაშა, ამერიკელების დახმარებით, უკრაინელი სამხედროების გადამზადებამ. უკრაინული არმია გახდა შეკრული და მობილური. ჯარი ემსაგსება ჯარს, რომელსაც ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა შეუძლია.უნდა ვაიძულოთ რუსეთის ფედერაცია უკან დაიხიოს, ეს მაგალითი იქნება ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომ შემდგომში წითელი ხაზის გადაბიჯება ვერავინ გაბედოს“ ბრიდლავის მისამართით, ქათინაურები არ დაიშურა არსენ იაცენიუკმა.