სახლემწიფო ენის კომისია ლატვიის პრეზიდენტს რუსულად საუბარს უკრძალავს
ლატვიის სახელმწიფო ენის კომისიის თავმჯდომარემ ანდრეი ვეისბერგსმა, ქვეყნის პრეზიდენტს რაიმონდ ვეიონისს კატეგორიულად მოსთხოვა, რომ მხოლოდ ლატვიურ ენაზე იასუბროს და რუსული დაივიწყოს. იუწყება LSM. ,,ეს ძველი მოსაზრებაა და მე მგონი ახალი კომისიაც ასე ფიქრობს, რომ პრეზიდენტმა ადგილობრივ მასმედიასთან პრესკონფერენციებზე, მხოლოდ ლატვიურ ენაზე უნდა ისაუბროს, რუსული ენა აქ უბრალოდ ზედმეტია“ – მკაცრი ტონით განაცხადა ვეისბერგმა. თავად ქვეყნის პრეზიდენტი ვეიონისი, არჩევნებში გამარჯვებამდე აცხადებდა, რომ შეძლებისდაგვარად ენის ცოდნის მიხედვით, ჟურნალისტებთან იმ ენით ისარგებლებდა, რომლითაც მას კითხვას დაუსვამდნენ. ,,რუსული ენის მცოდნე ჟურნალისტებთან რათქმაუნდა რუსულად ვისაუბრებ, მე პუშკინის ზღაპრებით გავიზარდე და დედა ძილის წინ სულ მიკითხავდა ხოლმე. რუსულ ენას ისევე ვფლობ, როგორც მშობლიურ ლატვიურს. მემგონი უხეხრულო აქ არაფერია“ – განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.